ცნობილი ლოგოები - მათი განვითარება და ისტორია

ყველა დიდ კომპანიას დროდადრო უწევს საკუთარი ლოგოს, ბრენდის ფილოსოფიის და საკუთარი მიზნების შეცვლა. ამ ცვლილებებზე დაკვირვებით შეიძლება, როგორც კომპანიების  ასევე მსოფლიო მარკეტინგის და დიზაინის  განვითარების ისტორიის მიმოხილვა. კომპანია Nestle-მ ბუდიდან "გადააგდო" მესამე ბარტყი, რადგან ამერიკული და ევროპული ოჯახებისთვის  უფრო მისაღები გამხდარიყო. WWF- ის პანდას, როდესღაც ქონდა თვალები, ხოლო  Starbucks- ის ლოგოზე ადრე იყო მოშიშვლებულ მკერდიანი სირინოზი.  Apple-ს პირველი ლოგო კი ძალიან რთული და დატვირთული იყო. ხოლო მსუქანი თევზი, რომელიც ამშვენებდა კომპანია Nokia-ს  სულ პირველ ლოგოს _ ცხოვრობდა მისი დამაარსებელის სახლთან მდებარე რუში.

WWF-ბუნების მსოფლიო ფონდი

პანდა, რომელიც მსოფლიოს მთავარი ბუნების და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის ორგანიზაციის ლოგოზეა გამოსახული თავიდან არ იყო ესეთი მომრგვალებული და ძალიან ჰარმონიული პატარა ცხოველი.  1961 წლიდან  1986 წლამდე ორგანიზაციის ლოგოზე გამოსახული იყო  პანდა, რომელიც წინა თათებზე იყო  დაყრდნობილი და თითქოს მათი მეშვეობით ცდილობდა საკვების აღებას. ასევე მას თვალებიც ჰქონდა. 1986 წელს პანდამ მიიღო თავის საბოლოო ფორმა. მხოლოდ 2000- წელს მოხდა უმნიშვნელო ცვლილება, შეიცვალა ლოგოზე არსებული შრიფტი.

  

Nestle

შვეიცარიული ჰოლდინგის სახელი, რომელიც უმარავი სახეობის საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, არ ითარგმნება როგორც "ბუდე". ეს უბრალოდ არის დამაარსებლის ანრი ნესტლეს გვარი, ამიტომ თავიდან მის ლოგოში არანაირი ბუდე და ჩიტები არ ფიგურირებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ფირმის მფლობელები მიხვდნენ, რომ  დამაარსებლის გვარი ძალიან გავდა ინგლისურ სიტყვას «nest» -ს რომელიც ითარგმნება როგორც "ბუდე". Nestle-ს  ლოგოზე თავიდან ერთი დედა და სამი ბარტყი იყო გამოსახული, შემდეგ კი ფირმის მარკეტოლოგმა კვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ სტატისტიკურად ოჯახების უმრავლესობაში ბავშვების რაოდენობა არ აღემატება ორს_ აქედან გამომდინარე კი, თუ ბარტყების რაოდენობაც ორი იქნება ლოგოც უფრო მეტი დედისთვის იქნება მისაღები. და სწორედ ამიტომ ლოგოს საბოლოო სახე ორი ბართყით არის წარმოდგენილი.

Apple 

ნაკლებად ცნობილი ფაქტი ყველასთვის ცნობილ ბრენდზე —  1976 წელს  Apple დაარსა არა მარტო ორმა სტივმა (ჯობსი და ვოზნიაკი), ასევმე ერთმა რონალდმა. რონალდ უეინმა ფირმის საწყის კაპიტალის 10%- ი გადაიხადა (800 დოლარი) და სწორედ მანვე შექმნა ფირმის პირველი ლოგოტიპიც— ეს იყო ფირფიტა რომელზეც  ნიუტონი  იყო გამოსახული. ლოგოს გარედან შემორტყმული ქონდა  ლენტი, მასზე ეწერა Apple Computer & Co. Ronald Wayne. მან სტივთან მხოლოდ ორი კვირა იმუშავა, რის შემდეგაც  წაიღო თავის 800 დოლარი, რადგან  მისი აზრით Apple ძალიან რისკიანი საქმე იყო და არ სურდა ფულის უბრალოდ გადაყრა. :) Apple -ს ცუდი გაყიდვების გამო, ჯობსმა გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა სიტუაციის გამოსასწორებლად. მისი პირველი ქმედება სიტუაცის შემოსაბრუნებლად ლოგოს შეცვლა იყო. Apple -ის ჭრელი ვაშლი ეკუთვნის დიზაინერ Rob Janoff  კომპანია  Regis McKenna Agency- დან. აღნიშნული ლოგო  23 წელი უცვლელი იყო კომპანიისთვის, ხოლო სტივ ჯობსის კომპანიაში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ  ლოგო გახდა მონოქრომული.

Nokia

1865 წელს  Knut Fredrik Idestam  სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში დააარსა  ქაღალდის ქარხანა. ძალიან უცნაური დასაწყისია ცნობილი მობილურის მწარომოებელი  ფირმისთვის. სახელი Nokia კომპანიას დაერქვა მას შემდეგ, როდესაც ფინელმა ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამ მიიღო ხის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობის ნებართვა მდინარე ნოკიასთან. თვიტონ სიტყვა «Nokia» ფინურიდან  ნიშნავს  მუქ ძალიან  ბეწვიან ცხოველს.

Coca Cola

 Pepsi-ს მთავარი კონკურენტი მშვიდად უყურებდა წითელი და ლურჯი ფერების ცვლას. თვითონ კი წყნარად და თითქმის შეუმჩნევლად ხვეწდა თავის ას წლიან ლოგოს.   დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. მაგრამ გამოჩნდნენ ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანიამ 1915 წელს შექამნა ცნობილი კონტურული ბოთლი. მისი დიზაინი შეიქმნა ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი დარეგისტრირდა, როგორც კოკა- კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.  2008 წელს Coca -Cola ისევ გადაწყვიტა ლოგოს ოდნავი ცვლილება. ასოები გახდა წითელი უკანა ფონი კი საერთოდ გაქრა.

Starbucks

Starbucks- ის ლოგოს ცვლილებების ისტორია ყველაზე სახალისოა.  ლოგოზე გამოსახულია ორკუდა სირინოზი ბერძნული მითოლოგიიდან. პირველი ვერსიის თანახმად ქალთევზა იყო მაღალი და ლოგოზე ორივე კუდით და სავსე ბიუსტით  იყო გამოსახული. მეორე ვერსიაში, რომელიც გამოიყენებოდა 1987-92 წლებში, როდესაც Starbucks -ი გაერთიანდა  ფირმა Il Giornale- სთან ლოგო უფრო დახვეწილი და მიზანმიმართული გახდა, მასზე  ასახული იყო ქალთევზა, რომლის გულმკერდი დაფარული იყო მისივეხვეული თმით. ქალთევზას კუდი კი ოდნავ მოჭრილი იყო. შემდეგი ვერსია გამოიყენებოდა 1992 წლიდან 2011 წლამდე. აქ ქალთევზას  გულმკერდი საერთოდ არ ჩანს და მხოლოდ მცირე ნაკვალევი მიგვანიშნებს ქალთევზას კუდზე. ახლანდელი ვერსია 2011 წლიდან დღემდე Starbucks-ის  წარწერის გარეშეა წარმოდგენილი, რადგან კომპანია იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ ცნობადობაში,  რომ აღარ თვლის საჭიროდ მისი სახელის დატანას ლოგოტიპზე.

მადლობა, რომ კითხულობთ ამ პოსტს <3 ჩვენ (Lemons.ge) შეგვიძლია შევქმნათ თქვენი ბრენდის ისტორია, ემოცია, ფერები და  გამოსახულება  რომელიც დიდხანს იქნება თქვენი ბიზნესისთვის წარმატების გარანტი.   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ცნობილი ლოგოები - მათი განვითარება და ისტორია

სხვა სიახლეები

ტეგები: