PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

PR მენეჯერი-  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი − არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის ან მომსახურების დადებითი რეპუტაციის შექმნაზე. ეს პროფესია მოითხოვს სხვადასხვა სფეროს ცოდნას. ისეთების  როგორიც არის:  ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და მარკეტინგი. სამუშაო შემოქმედებითია და  მოითხოვს მუდმივად ახალ გადაწყვეტილებებს, არასტანდარტულ ნაბიჯებს, ტაქტიკის სწრაფად შეცვლის უნარს.
PR სპეციალისტი სამუშაოს გაცნობას იწყებს პროდუქტის/მომსახურების  საიტიდან, გარე და შიდა  აუდიტორიასთან კონტაქტით -სხვადასხვა დონეზე.

PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

PR- სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები
PR- მენეჯერის ძირითადი ფუნქცია — იმ ფაქტორების შეფასება, ანალიზი და პროგნოზირება, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის პოზიტიურ იმიჯზე და მის განვითარებაზე. ძალიან ხშირად ის ეშლებათ  რეკლამის სპეციალისტში, რომელიც პროდუქცის/მომსახურების წარმოჩენაზე მუშაობს. თუმცა კომპანიის დადებით რეპუტაციაზე ზრუნვა და მისი ბაზარზე პოზიციონირება – ეს სხვადასხვა რამაა. PR  მენეჯერის ფუნქცია დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელშიც კომპანია ფუნქციონირებს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბიზნესზე დაკისრებულ კონკრეტულ ამოცანებზე და იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელთა წინაშეც ის დგას.

PR მენეჯერის ძირითადი ფუნქციების ჩამონათვალი:

  • PR მიმართულების არჩევა;
  • PR კამპანიის ორგანიზება და  განვითარება; 
  • დაგეგმილი PR  პროგრამების რესურსების და საშუალებების შეფასება;
  • ეფექტურობის და საბოლოო შედეგის პროგნოზირება;
  • ორგანიზაციის შესაბამისი იმიჯის ფორმირება და მხარდაჭერა (მისი პოლიტიკა, პროდუქტები, მომსახურება და პერსონალის საქმიანობა); 
  • კომპანიის რეპუტაციის შეფასება და მენეჯმენტისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის პოლიტიკის, საქმიანობის, პროდუქცის და მომსახურების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

PR სპეციალისტის  მოვალეობები
PR- მენეჯერის პასუხისმგებლობის სფერო დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, რომელშიც ის მუშაობს, რადგან რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მეტი თანამშრომელია საჭირო PR დეპარტამენტისთვის და PR საქმიანობისთვის, მით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც კოორდინაციას უწევს ყველა მათ ქმედებას. მსხვილ კომპანიებში შეიძლება PR- ცალკე დეპარტამენტიც კი იყოს შექმნილი. როგორც წესი, PR მენეჯერი ურთიერთობს კლიენტებთან, მართავს კომუნიკაციებს მედიასთან, აკონტროლებს პუბლიკაციებს და მიმოხილვებს კომპანიის ან პროდუქტის შესახებ- ანუ ყველაფერს, რაზეც ხალხი ლაპარაკობს და წერს (კომპანიასთან დაკავშირებით).  მის ვალდებულებაში შედის ამ ინფორმაციის დამუშავება და მათზე სწრაფი რეაგირება. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის ნებისმიერი ტაქტიკა მდგომარეობს მასში მონაწილე პირებს შორის მუდმივ კომუნიკაციაში. ამისთვის კი თქვენ დაგჭირდებათ: პრეს-რელიზები, ბროშურები, ფლაერები,რადიო და ტელე რეკლამა  და რა თქმა უნდა ინტერნეტ მარკეტინგის ინსტრუმენტები.

PR სპეციალისტის ამოცანები: 

  • ბრენდის პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება; 
  • მედიისთვის სტატიების, პრეს-რელიზებისა და სხვა პუბლიკაციების შექმნა;
  • აქციების და კამპანიების შექმნა და განხორციელება; 
  • საიმიჯო ღონისძიებების ორგანიზება;
  • ბიუჯეტის შედგენა და განვითარების პროგრამის ფორმირება; 
  • PR კამპანიის ეფექტურობის ანალიზი.

PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

PR სპეციალისტის საჭირო ცოდნა და უნარები:

  • PR- მენეჯმენტისა და რეკლამირების საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა; 
  • მარკეტინგის, მენეჯმენტის, ეკონომიკის საფუძვლების გაგების უნარი; 
  • ბიზნეს კორესპონდენციასთან მუშაობის უნარი; 
  • PR-სტრატეგიის შედგენის უნარი და  PR- კამპანიის პრინციპების ცოდნა;
  • ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება; 
  • სტატიების, მიმოხილვების, პრესრელიზების, სარეკლამო მასალების შექმნის უნარი; 
  • გამოცდილება გამოფენების, სხვადასხვა სპეციალიზებული სემინარების, პრესკონფერენციების ორგანიზებაში;
  • ინტერნეტისა და გრაფიკული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა, გრაფიკული და საოფისე პროგრამების ცოდნა.

PR სპეციალისტის საჭირო აუცილებელი პირადი თვისებები

  • კომუნიკაბელურობა. PR სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებთან კავშირები და ასევე მარტივად უნდა შეძლოს ახალ კონტაქტებთან ურთიერთობის ფორმირება- ნებისმიერ ეტაპზე;
  • პროაქტიულობა. 
  • PR მენეჯერმა უნდა გაიგოს სად, ვისთან და რაზე უნდა ისაუბროს, რა მნიშვნელოვან შეხვედრებს უნდა დაესწროს, რა  მოხსენებები და პრეზენტაციები გააკეთოს (მთავარია იმის გაგება, თუ რატომ და რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი); 
  • თავდაჯერებულობა და პრეზენტაბელურობა.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს კომპანიის სახეს, ამიტომ მისი ყველა განცხადება უნდა იყოს  საიმედო და დამაჯერებელი;
  • აქტიურობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 
  • არასტანდარტული აზროვნება, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უნარი. 
  • ეტიკეტის წესების ცოდნა, საერთო ენის პოვნის შესაძლებლობა და მედიის წარმომადგენლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი.
  • ორგანიზაციული უნარები. 
  • საუბრისა და დარწმუნების, აზრების მკაფიოდ გამოხატვის და თანამოსაუბრის მოსმენის უნარი.
  • სტრესგამძლეობა. 
  • შემოქმედებითი აზროვნების, ფსიქოლოგიური ტექნიკის, პირადი ხიბლის მეშვეობით საკუთარი მიზნების მიღწევის უნარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: არც ერთი დეტალურად გათვლილი გეგმა არ იქნება ეფექტური  შემოქმედებითი განზრახვისა და წარმოსახვის- ფანტაზიის უნარის გარეშე.

PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

ანტიკრიზისული PR 
PR კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ საკმაოდ ახალი კონცეფციაა, მაგრამ დასავლეთში ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია. დასავლური კომპანიების მენეჯმენტს ესმის, რომ უმჯობესია პრობლემებისთვის მომზადება, სანამ ისინი სინამდვილეში წარმოიქმნება. კრიზისული სიტუაციები ყოველთვის ძალიან არასასიამოვნოა და ხშირად მოულოდნელია, რაც უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ორგანიზაციების პროდუქტიულობაზე, არამედ მის იმიჯზეც, რამაც შეიძლება სავალალო და შეუქცევადი შედეგებიც კი გამოიწვიოს.  კრიზისულ სიტუაციაში PR- ამოცანას ნებისმიერი უარყოფითი მოვლენის დადებით გამოცდილებად ქცევა  წარმოადგენს.

ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური ზოგადი ეკონომიკური კრიზისისა და ფინანსური არასტაბილურობის პერიოდში ხდება, მაშინ როცა ბაზარზე რჩებიან მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები და ბაზარზე კონკურენციაც ძლიერდება.

ანტიკრიზისული PR- ის მიზნები:

  • კომპანიის და მისი  პერსონალის იმიჯის შენარჩუნება და დროულად შესწორება;
  • შეცვლილ საბაზრო პირობებთან ადაპტირება;
  • კრიზისის  უარყოფითი შედეგების განეიტრალება და ბიზნესის რეპუტაციის აღდგენა.

PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

კრიზისების ტიპები
კომპანია ან მისი თანამშრომლები შეიძლება შეეჯახონ სხვადასხვა ტიპის კრიზისს- ეს შეიძლება იყოს:

  • რეპუტაცია- როდესაც კომპანიის საქმიანი რეპუტაცია ზარალდება ხელმძღვანელობის და თანამშრომლის გამო, ან კონკურენტების მიერ შემუშავებული აგრესიული ანტირეკლამის გამო;
  • კონფრონტაცია- როდესაც კომპანიას აკრიტიკებს გარკვეული სამიზნე ჯგუფები, რამაც შესაძლოა კომპანიის პროდუქციის მიმართ ბოიკოტიც კი გამოიწვიოს;
  • მენეჯმენტი: ხელმძღვანელობის ავტორიტეტის შემცირება, საწარმოს დეპარტამენტების და მომსახურებების კოორდინირებული მუშაობის დარღვევა, შიდა კონფლიქტები;
  • გამიზნულად არასწორი ქცევა –მაგალითად, საიდუმლოებების გამჟღავნება, ჭორების განზრახ გავრცელება,ინფორმაციის დროულად არ გაცემა და სხვა;
  • ტექნიკური: სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემები.

კრიზისისთვის მზადება
კრიზისის, როგორც სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილება უფრო მარტივია ვიდრე მისი «მკურნალობა». რისკების წინასწარი შეფასება და შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნა კრიზისული სიტუაციების უმრავლესობის წინასწარ პროგნოზირების საშუალებას იძლევა. 

კრიზისისთვის მზადება მოიცავს:

  • შესაძლო სცენარების გამოვლენას: საჭიროა მოიძებნოს კომპანის ყველაზე სუსტი და დაუცველი ადგილები;
  • ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავებას: ყველა კრიზისული სიტუაციის მიმართ უნდა დაისვას ობიექტური კითხვები და მათი მიხედვით მოიძებნოს ადეკვატური და ეფექტური პასუხები; 
  • ნაბიჯების თანამიმდევრობის განსაზღვრა: უნდა განისაზღვროს კრიზისის დასაძლევი ეტაპების  თანმიმდევრობა.

კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლის შესაძლებლობა ხშირად ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციისა და იმიჯის გაუმჯობესებას, ვინაიდან საზოგადოება აფასებს კომპანიას მისი მოქმედების საფუძველზე- მისთვის  არახელსაყრელ პირობებში. 

შიდა PR
შიდა PR -ეს არის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს კომპანიის ”გაგების სისტემის” შექმნას, რომლის დახმარებითაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის. 

ეს გულისხმობს თანამშრომელთა "შინაგანი" ურთიერთობების კონტროლს, ადამიანური ფაქტორის მართვას- თანამედროვე კომპანია შეკრული გუნდის გარეშე, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის დაინტერესებული, საიმედო ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია.  საბოლოო ჯამში, ნებისმიერი საწარმოს კეთილდღეობა, მისი საქმიანობის ეფექტურობა და ფინანსური წარმატება დამოკიდებულია ამ ფუნდამენტურ პუნქტებზე.

შიდა PR -ის დროს შემუშავებული უნდა იყოს:

  • პერსონალის გაერთიანება ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო მიზნის მისაღწევად;
  • კომპანიის ზოგადი იდეოლოგიის ფორმირება;
  • კომპანიის პოზიტიური იმიჯის ფორმირება და პერსონალისთვის სტიმულის მიცემა ამ იმიჯის შესანარჩუნებლად;
  • მენეჯმენტსა და პერსონალს შორის ურთიერთგაგების მიღწევა;
  • მაღალი პროფესიონალიზმის კულტივაცია;
  • მიზნების შესაბამისი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა.

შიდა PR -ის მთავარ მიზანს  კორპორატიული კულტურის განვითარება წარმოადგენს.

შიდა PR-ის ინსტრუმენტები:

  • ინფორმაციული (მედია, საიტი, სტენდი, ფლაერები, შეტყობინებები) - პირველ რიგში, იქმნება კომპანიაში ერთიანი საინფორმაციო ველის ფორმირებისთვის;
  • ანალიტიკური  (ანონიმური საფოსტო ყუთი, ფარული გამოკითხვა, საუბრები ცალკეულ თანამშრომლებთან და თანამშრომელთა ჯგუფებთან, მონიტორინგი) -გამოიყენება პერსონალისგან უკუკავშირის მისაღებად, კომპანიაში კომუნიკაციური სივრცის შესაქმნელად, ინიციატივების წახალისებისთვის, მოსაზრებების გამოხატვის მიზნით;
  • კომუნიკაციური (კორპორატიული ღონისძიებები, ტრენინგები, პროფესიული შეჯიბრებები და ა.შ..) - გამოიყენება კომპანიის შიდა პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად, თანამშრომლების ჩართულობის ასამაღლებლად;
  • ორგანიზაციული (შეხვედრები, თათბირები,მენეჯმენტის გამოსვლები,კორპორატიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.) - გამოიყენება ორგანიზაციის მენეჯმენტის პოზიციების, ორგანიზაციის პოლიტიკის და სტრატეგიების თანამშრომლებამდე მისატანად. 

შიდა PR -ი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფს  ორმხრივი კომუნიკაციის ორგანიზებას, რომლის პროცესში განისაზღვრება კომპანიის და თანამშრომლების საერთო იდეები და  საერთო ინტერესები. 

მასალის გამოყენების პირობები

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

PR მენეჯერი - პროფესიის თავისებურებები და სამუშაოს აღწერა

სხვა სიახლეები