WOM - მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!

როგორ უზრუნველყოთ ფირმის წარმატება - პოპულარობა ისე, რომ რეკლამაში ფული არ დავხარჯოთ? როგორ მოვიქცეთ,  რომ   მომხმარებლებმა თქვენზე უამბონ მეგობრებს, ნაცნობებს და გამვლელებსაც კი... ეს ყველაფერი  ძალიან მარტივია! რაშიც  WOM - მარკეტინგი დაგეხმარებათ.
ენდი სერნოვიცი  თავის  გახმაურებულ ბესტსელერში  «Word of Mouth Marketing»- ში აღწერს თუ როგორ "აიძულებენ" ჭკვიანი კომპანიები მომხმარებლებს მათზე საუბარს. WOM - მარკეტინგი  ყოველთვის არსებობდა, მაშინაც კი როცა  არ არსებობდა ბლოგები, ფორუმები და სოციალური ქსელები, მაგრამ ზუსტად ონლაინ სივრცის  განვითარების შემდეგ კომპანიები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ  საუბარის  (თუნდაც უარყოფითის) კონტროლირება და  მათი  თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება.
რა არის WOM - მარკეტინგი?

«Word-of-mouth  — არის საუბარი ადამიანებს შორის, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობს . Word-of-mouth marketing - ის მიზანი არის , რომ ამ საუბრის დროს ლაპარაკობდნენ თქვენზე»

Word-of-mouth marketing- დაფუძნებულია ოთხ მარტივ  წესზე:
  • იყავით საინტერესო;
  • იყავით მარტივი;
  • გახადეთ ხალხი ბედნიერი;
  • მოიპოვეთ ნდობა და პატივისცემა.

ხალხის საუბარი —   Word-of-mouth მარკეტინგის  ძირითადი კომპონენტია.  რატომ უნდა ისაუბრონ თქვენზე ან თქვენ პროდუქციაზე?   არსებობს რამდენიმე მიზეზი.

1. უყვართ ის, რასაც თქვენ აკეთებთ კარგი პროდუქცია, უმაღლესი დონის მომსახურება, უნიკალურობა და ა.შ.  მიზანი  ერთია —მომხმარებლები უნდა  აღფრთოვანდნენ თქვენით! მაგალითად, კომპანია  Apple- ზე  მილიონობით ადამიანი  საუბრობს, მიუხედავად იმისა სარგებლობენ თუ არა ამ კომპანიის პროდუქციით.
 გაინტერესებთ რატომ?  იმიტომ, რომ მათი პროდუქცია არის კარგი და ხალხს უნდა მასზე საუბარი.  
2. მნიშვნელოვანი, ღირებული, ჭკვიანი ემოციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრძნობინეთ მომხმარებლებს, რომ თუ ისინი თქვენ პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე  ისაუბრებენ  ამით უფრო ჭკვიანები  გამოჩდებიან. ხაზი გაუსვით თქვენთვის მათ მნიშვნელობას.
3. იდენტიფიკაციის საჭიროება თქვენი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი.  ეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ თქვენი კომპანიის მომოხმარებლები გაერთიანდნენ  ერთგვარ  სუბკულტურაში—  ამის მეშვეობით ისინი იგრძნობენ ჩართულობას  და გაავრცელებენ ინფორმაციას, როგორც ჯგუფში ასევე ჯგუფის გარეთაც.

 

Word-of-mouth მარკეტინგი  მოიცავს 5 ელემენტს:

1. ორატორი

საუბარი— Word-of-mouth მარკეტინგის  მთავარი ინსტრუმენტია, ამიტომ  თქვენ უნდა დაადგინოთ ვინ უნდა ისაუბროს თქვენზე და ამის გარკვევის შემდეგ კი როგორ  დაამყაროთ მათთან კონტაქტი.
პირველ ეტაპზე თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • ვინ არიან თქვენი ორატორები?
  • ვისთან საუბრობენ?
  • რაზე საუბრობენ?
  • როგორ მოვძებნოთ ისინი?

ორატორები შეიძლება იყვნენ თქვენ  არსებულ და ახალ მომხმარებლებს შორის. ორატორები ასევე შეიძლება იყვნენ თქვენი თანამშრომლები ან უბრალოდ იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებული არიან თქვენ საქმიანობასთან. ორატორების  გარკვევის შემდეგ უნდა გაარკვიოთ რამდენად ავტორიტეტულები არიან ისინი. გახსოვდეთ,რომ ამ დროს ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა! როდესაც უკვე შეარჩევთ ორატორებს დაუკავშირდით  და  მიეცით მათ სასაუბრო თემა!

«რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით ორატორებს_ მით უფრო  ბევრს ისაუბრებენ .»

2. თემები

კარგი თემა უნდა იყოს მარტივი, ორგანული, მოულოდნელი და რაც ყველაზე მთავარია  ადვილი გასავრცელებელი.

«იყავით საინტერესო ან უჩინარი

როგორ მივხვდეთ, რომ თემა ადვილად გავრცელდება? თემის მოფიქრების შემდეგ  დასვით შემდეგი კითხვები:

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თქვენ შეძლებთ  ხარვეზების აღმოფხვრას ან ახალი და უფრო კარგი თემის მოფიქრებას.

«დაიმახსოვრეთ : ის რაც  კარგია პრესრელიზისთვის, ბუკლეტისთვის  ან რეკლამისთვის -  ყოველთვის კარგი არ არის  Word-of-mouth მარკეტინგისთვის.  »

3.ინსტრუმენტები

ნუ დაელოდებით როდის დაიწყებენ თქვენზე საუბარს. გადადგით პირველი ნაბიჯი. თხოვეთ მომხმარებლებს  ისაუბრონ თქვენ შესახებ. მაგალითად, განათავსეთ ვებ გვერდზე  ღილაკები - " გააზიარე", "მოუყევი მეგობარს" .
 Word-of-mouth მარკეტინგისთვის დიდი  მნიშვნელობა აქვს გაზიარების ღილაკებს.  Word-of-mouth -ი  ხშირად იყენებს  e-mail-მარკეტინგს. სწორი დაგზავნის შემთხვევაში თქვენ ორატორებს სწორ ინფორმაციას მიაწვდით, რომელსაც ისინი თავიანთ აუდიტორიას გაუზიარებენ.  

4. მონაწილეობა

მიიღეთ მონაწილეობა საუბრებში. თქვით მადლობა თბილი სიტყვებისთვის, პასუხი გაეცით დასმულ კითხვებს, გადაწყვიტეთ არსებული პრობლემები. მთავარია ისაუბროთ კომპანიის სახელით, ამით თქვენ მათ ნდობას და კეთილგანწყობას მოიპოვებთ. თუ წააწყდით უარყოფით შეტყობინებებს, არ დატოვოთ ისინი უპასუხოდ, პირიქით ეცადეთ მათ  დახმარებას და გამოსწორებას.  მომხმარებლები, რომლებსაც დაეხმარეთ აუცილებლად გაავრცელებენ თქვენ შესახებ დადებით ინფორმაციას.

«პრობლემების აღმოფხვრა — ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ტექნიკა თქვენ განკარგულებაშია.»

5. თვალყურის დევნება

მონიტორინგი აუცილებელია.  ინტერნეტის გაჩენასთან ერთად მონიტორინგი გამარტივდა. უბრალოდ გამოიყენეთ  Google.

«უარყოფითი გამოხმაურება  — ეს თქვენი შანსია. მოისმინეთ  და გამოიტანეთ  თქვენთვის სასარგებლოდ დასკვნა »    

უპირატესობები

Word-of-mouth მარკეტინგი მუშაობს, ეს ფაქტია!  
  • მომხმარებლები  თვითონ მოდიან თქვენთან;
  • ხალხის საუბარი— უფასო რეკლამა;
  • ძლიერდება ტრადიციული რეკლამის ეფექტს;
  • იზრდება თანამშრომლების პროდუქტიულობა;
  • იზრდება მომხმარებლების რაოდენობა;
  • იზრდება მომხმარებლების მომსახურების ხარისხი;
  • კომპანია ძლიერდება, ბრენდი კი პოპულარული ხდება.

«საუბარი უკვე დაიწყო. თქვენ გაქვთ ერთი გზა —ჩაერთოთ დისკუსიაში.»

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

WOM - მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!

სხვა სიახლეები