პიარ კონსულტაცია - PR-ის წარმოშობა, განმარტება, განვითარების ისტორია და არსი
PR-ის წარმოშობა, განმარტება, განვითარების ისტორია და არსი საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა და ზეგავლენა ანტიკური ხანიდან მოდის, გაჩნდა თუ არა პირველი საზოგადოება, გაჩნდა მოთხოვნილება მასთან მუშაობისა.
PR – ის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. PR მოიცავს ისეთ სფროებს, როგორიცაა: კორპორაციული კომუნიკაციები, მენეჯმენტის პრობლემები, პროდუქციის ფაბლიცისტი , ინვესტორებთან დამკიდებულება, ფინანსური კომუნიკაციები, ლობირება, საზოგადოებრივი ურთიერთობა, მასმედიასთან დამოკიდებულება, კომუნალური პრობლემები, კრიზისების მენეჯმენტი, სპონსორობა, სამსახურების სფეროს პრობლემები.
PR არის ექსპერტი, რომელიც აწარმოებს კონსულტაციებს საზოგადოებასთან. ის ცდილობს განსაზღვროს თავისი დამკვეთის სოციალურიად მნიშვნელოვანი მახასიათებლები, გამოკვლევების საფუძველზე გამოავლინოს თავისი დამკვეთისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებას შორის მოქმედების შესაბამისობა ან შეუსაბამობა. ურჩევს დამკვეთს, შეცვალოს მოქმედების მოდელი, პოზიციბი, საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს. PR სწავლობს ადამიანებსა და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს.
PR ის ფუნქციებს ცნობილი ავტორები შემდეგნაირად განსაზღვრავენ:
- PR, როგორც მენეჯმენტის ნაწილი, აწარმოებს გეგმაზომირ და მუდმივ მუშაობას:
- ამყარებს კავშირებს ორგანიზაციას და მასთან კავშირში მყოფ საზოგადოებას შორის:
- აწარმოებს შემეცნების, აზრების, დამოკიდებულებისა და ქცევის მონიტორინგს ორგანიზაციის შიგნით და ასევე მის გარეთ;
- ახდენს პოლიტიკის გავლენის ანალიზს საზოგადოებაზე;
- კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს პოლიტიკის ახალი მიმართულების განსაზღვრაში;
- ახდენს პოლიტიკის ელემენტების მოდიფიცირებას, როცა კონფლიქტი აქვს საზოგადოების ან ორგანიზაციის ინტერესებთან;
- ხელს უწყობს საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის კეთილგანწყობილ ატმოსფროს შექმნას;
- აწარმოებს სპეციალურ ცვლილებებს ორგანიზაციის შიგნით და გარეთ აზრების შეჯერებისათვის;
- ზემოქმედებას ახდენს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის არესბულ ან ახალ ურთერთდამიკიდებულებაზე.
პიარის მართვის ფუნქცია მოიცავს: ა) საზოგადოების აზრის განჭვრეტას, იმ საკამათო საკითხების ანალიზს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზაციის მუშაობასა და გეგმებზე; ბ) ორგანიზაციის ყველა დონის ხემძღავნელობას კონსულტაციას უწევს მისაღებ გადაწყვეტილებაზე. განსაზღვრავს მოქმედების მიმართულებას და საზოგადოებასთან მუშაობის შედეგებს; გ) კომუნიკაციის პროგრამების დამუშავებას, შეფასებას, როემლიც საჭიროა ორგანიზაციისათვის, რათა ხალხი, საზოგადოება ინფორმირებული იყოს. კომუნიკაცია წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. პროგრამები შეიძლება იყოს მარკეტინგის, დაფინანსების, სახსრების შეგროვბის, მომსამსახურეებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან დამოკიდებულებისა; დ) ორგანიზაციების დაგეგმვას და იმ ძალების რეალიზაციას, რომელიც მიმართულია სოციალური კაპიტალის დახვეწისაკენ; ე) მიზნის განსაზღვრას, გეგმებისა და ბიუჯეტის შედგენას, კადრების მომზადებას და შერჩევას, სახსრების გამოძებნას ან, სხვა სიტყვებით, რესურსების მართვას ზემოაღნიშნულის შესასრულებლად.
კომპანია lemons.ge გთავაზობთ პიარ კონსულტაციას და მასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს:
PR კონსულტაცია: პიარ სტრატეგია - არსებული ბრენდის იმიჯის დიაგნოსტიკა - ანუ თქვენი მომსახურებისა და პროდუქციის შედარება - თქვენსავე კონკურენტების მომსახურებასთან.
ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ხარისხს, ფასს, მრავალფეროვნებასა და სხვა ასპექტებს, და კონკურენტებთან მიმართებაში, თქვენს უპირატესობებს ვავლენთ.
ბრენდ პლატფორმა - ინსტრუმენტია ბრენდის უნიკალური და კონკურენტებისგან განსხვავებული მახასიათებლების საფორმირებლად. პლატფორმის ძირიტადი ელემენტებია:
- ბრენდის ხედვა და მისია;
- ბრენდის ღირებულებები;
- პერსონიფიკაცია და სტილი;
- ბრენდთან ურთიერთობის მოტივები;
- დიფერენტატორი;
- ბრენდის ძირითადი არსი;
- ბრენდის კონკურენტული უპირატესობა და ძირითადი დაპირება.
ბრენდის პოზიციორინება - პოზიციონირება არის თქვენი იდენტობა ბაზარზე – როგორ გსურთ, რომ ბაზარი და თქვენი კონკურენტები ხედავდნენ თქვენს ბრენდს, პროდუქტს ან მომსახურებას. თქვენი პოზიციონირება გავლენას იქონიებს თქვენი მიზნობრივი სეგმენტის ქცევაზე.
ბრენდის პრომოუშენი - სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და საკომუნიკაციო არხების შერჩევა; მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და ბრენდის წარმოჩენისათვის მიმართულ მოქმედებების ერთობლიობას აღნიშნავს. პრომოუშენი შეიძლება ახდენდეს ძველი იმიჯის გამყარებას, ახალი იმიჯის შეძენას, ახალი გაფორმების, პროგრამის, გამოცემის პრეზენტაციას, ახსენებდეს მომხმარებელს პროდუქტის ღირსებებს, უპირატესობას და ა.შ. პრომოუშენის მიზანი მაყურებლის შენარჩუნება და მოზიდვაა. პრომოუშენი მჭიდროდაა დაკავშირებული პოზიციონირებასთან, რეკლამასთან, გასაღების სტიმულირებასთან (Sales Promotion) და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობებთან (Public Relations).
რებრენდინგი - თუ თქვენს ბრენდს იმიჯის განახლება სჭირდება, ჩვენ არსებულ მიზეზებს შევისწავლით და მომხმარებლის წინაშე ახლებურად წარდგენის გზებს შეგირჩევთ;
ბრენდბუქი - არათანმიმდევრულობის თავიდან ასაცილებლად, ასევე გრძელვადიან პრესპექტიკაში, თანხის, დროისა და შრომის დაზოგვის მიზნით იქმნება ბრენდის სახელმძღვანელო. რისგან შედგება ბრენდბუქი: დოკუმენტების (მაგ. ბლანკი,საქაღალდე), საბეჭდი ნიმუშები (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზიანისგან. თუმცა ეს ჩამონათვალი ყოველ კონკტერულ შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირიც იყოს, რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, კომპანიის საჭიროებისამებრ.
ანტიკრიზისული PR და კრიზისის მართვა - კრიზისული სიტუაციის რისკის განსაზღვრა და კრიზისის მართვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება; საინფორმაციო ნაკადების მართვა და ნეგატიური ინფორმაციის განეიტრალება;
სოც. მედია მენეჯმენტი, დაგეგმვა, მართვა - სოციალური მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მისი გავლენა საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. საინფორმაციო დანიშნულების გარდა იგი კონკრეტული მოვლენების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დამოკიდებულების დადგენის საშუალებაცაა. საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნის გამო სოციალური მედიის მენეჯმენტი არც თუ ისე იოლი საქმეა.
ჩვენი შემოთავაზებებია:
- სოციალური ქსელების (Facebook, Twitter, Forums, google ) მართვა;
- ბრენდირებული არხების შექმნა და მართვა (YouTube, Myvideo);
- სოციალურ ქსელებში გათამაშებების და კონკურსების მოწყობა;
- სოციალური ქსელებში ღონისძიებების დაგეგმა, მოწყობა.
კვლევა - ბაზრის შესწავლა, მომხმარებლის შესწავლა, კონკურენტი ბრენდების შესწავლა;
კონტენტ ანალიზი - მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ანალიზს ემსახურება. კვლევის მიზანია აღწეროს რა ხდება და ახსნას თუ რატომ ხდება ასე;
Pest ანალიზი - ფართოდ გამოიყენება სტრატეგიულ მენეჯმენტში და პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლას გულისხმობს. ჩვენ განვსაზღვრავთ არსებულ გარემოს, რაც თქვენი ორგანიზაციის წარმატებისათვისაა მნიშვნელოვანი;
SWOT ანალიზი - ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისათვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა. SWOT ანალიზის საშუალებით ჩვენ დაგიდგენთ თქვენი კომპანიის სუსტსა და ძლიერ მხარეებს, ასევე განგისაზღვრავთ სავარაუდო საფრთხეებსა და წინსვლის შესაძლებლობებს;
ტექსტების მომზადება - ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან წარმოუდგენელია მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული ტექსტების გარეშე. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება სხვადასხვა საშუალებებითა და ინსტრუმენტებით, სადაც ყველაზე დიდი ადგილი საიმიჯო სტატიებს, სარეკლამო ტექსტებს, ვებგვერდებსა და სხვა ტექსტური ინფორმაციის მატარებლებს უჭირავს. ვებ. კონტენტის, საიმიჯო სტატიების, სარეკლამო განცხადებების დაწერა, ჩვენი ერთ-ერთი მომსახურებაა, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება უფრო ეფექტურად მართონ საზოგადოებასთან და მიზნობრივ აუდიტორიებთან კომუნიკაციის სტრატეგია.
ინტერნეტ მონიტორინგი - ინტერნეტ მონიტორინგი ორგანიზაციას საკუთარი და კონკურენტი ორგანიზაციების შესახებ საჭირო ინფორმაციის გაგებაში ეხმარება. ჩვენ მოვიპოვებთ და გავაანალიზებთ ინტერნეტ სივრცეში არსებულ მონაცემებს თქვენი და თქვენი კონკურენტი კომპანიების შესახებ.
ნიუსლეთერები - ნებისმიერი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტი თავად ორგანიზაციის თანამშრომლებია, რომლებიც სისტემატურად უნდა იღებდნენ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას. ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ გამონახოთ თქვენს თანამშრომლებთან შესაბამისი მიმართვის ფორმა ნიუსლეთერების სახით.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01