ბრენდებისა და აბრევიატურების მიღმა ადამიანები არიან
ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავ.
ყველა ფერს, რასაც შენი თვალები აღიქვამს - აქვს სული.
რადგან უსულოდ ვერაფერს შექმნი - შენ შენს ნაწილს დებ მის შექმნაში.
იდეა!
იდეა ზოგჯერ ჩიტის ჭიკჭიკივით გაიელვებს, ზოგჯერ კი დღეებსა და ღამეებს გაგასწორებინებს.
სხვა ყველა ფიქრს დაგავიწყებს და მხოლოდ თავის თავზე გაფიქრებს.
ადამიანები მუდმივად შთაგონების ძიებაში ვართ.
ამიტომ ყველაფერი, რაც შენ გარშემოა - ადამიანის შექმნილია და მას აქვს სული.
ბრენდი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი:
ყველა ბრენდი პატარა სახელმწიფოა.
აქვს თავისი - ფერები, ფორმები, ბგერები და სალაპარაკო ენა.
ამის მიხედვით პოულობს ის თავის სეგმენტს.
სწორედ ასე ეკონტაქტება მომხმარებელს.
• თუ ერთხელ მაინც გიგრძვნია პოსტერზე დახატული ბურგერის გემო;
• თუ ერთხელ მაინც ცხადად გაგიგონია, როგორი ხმა ექნებოდა იმ მანქანას ახლა რომ გაჩერებული დგას;
• თუ ერთხელ მაინც მოუპარავს შენი მზერა ქუჩაში გაკრულ ბანერს.
მაშინ ზუსტად იცოდე, რომ - ბრენდმა შენს გულს მიაგნო!
ამ ყველაფრის მიღმა კი ადამიანები დგანან, რომლებმაც ამაზე - წინასწარ იფიქრეს, დაგეგმეს და "დაგიმიზნეს".
ბრენდის ლოგო ერთი შეხედვით შეიძლება უბრალოდ მონიშვნა გეგონოს.
მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ადამიანის ფიქრი - სიმბოლოდ გადაქცეული.
ერთი სიტყვა, ერთი ფორმა ან ერთი ფერი კი ზოგჯერ ერთ წელიწადზე მეტ ფიქრსა და კვლევას მოითხოვს.
არა იმიტომ რომ ლამაზი იყოს - არამედ იმიტომ, რომ რაღაც იგრძნოს.
რაღაც გაიხსენოს.
შეიკრას გონებაში ან გულში.
აბრევიატურა - ზოგისთვის უბრალოდ ასოების ნაკრებია.
მაგრამ მათ უკან შეიძლება დგანან ღამის სამ საათზე მოსმენილი მომხმარებლის უკუკავშირი, პირველივე პრეზენტაციაზე წამოსული უარყოფა, ან ის ერთი სიტყვა, რომელმაც გუნდი აიძულა ყველაფერი თავიდან დაეწყო.
ყველაზე ძლიერი ბრენდები იქმნება ადამიანების მიერ, რომლებიც ხედავენ რას გრძნობს სხვა რაღაც ფერის ან ბგერის დანახვაზე.
ისინი უსმენენ ჯერ ართქმულს.
ხედავენ დაუწერელს.
და იგებენ - სად მთავრდება უბრალოდ ლოგო და იწყება გავლენა.
ბრენდი არ იქმნება მაშინ, როცა დიზაინერი ფაილს ინახავს.
არც მაშინ, როცა ქოფირაითერი ბოლო წერტილს სვამს.
ბრენდი იქმნება მაშინ, როცა ვიღაც პირველად დაინახავს, შეჩერდება… და დაიჯერებს.
და ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მის მიღმა ადამიანი დგას - შრომით, ემოციით, დაკვირვებითა და გულით.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01