როგორ დავიწყოთ ქოფირაითინგი?
გზამკვლევი დამწყებთათვის
„სიტყვებს შეუძლიათ გაყიდონ ყველაფერი - თუ მათ სწორად აარჩევ.“ - ჯო შუგერმანი, ლეგენდარული ქოფირაითერი.
ქოფირაითინგი მხოლოდ ტექსტის წერა არ არის. ეს არის ხელოვნება, რომელიც მყიდველს აწყვეტინებს - იყიდოს, დააწკაპოს, დაგიკავშირდეს. ქოფირაითერი არის ის, ვინც ტექსტით არწმუნებს და ამყარებს ნდობას.
რა არის ქოფირაითინგი?
ბევრ დამწყებს ჰგონია, რომ ქოფირაითინგი ნიშნავს ლამაზად წერას. სინამდვილეში კი ქოფირაითინგის მიზანია მოქმედების გამოწვევა. ქოფირაითერი წერს არა მხოლოდ იმისთვის, რომ მკითხველმა
წაიკითხოს, არამედ იმისთვის, რომ გარკვეული ნაბიჯი გადადგას - შეიძინოს პროდუქტი,
დააჭიროს ბმულს, დარეგისტრირდეს ან დაგიკავშირდეს.
ქოფირაითინგი აერთიანებს:
- ფსიქოლოგიას;
- მარკეტინგს;
- სტრუქტურირებულ წერას;
- მკაფიო მიზანს.
- დაიწყე სწავლა - გაამახვილე ყურადღება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ მაგალითებზეც
ქოფირაითინგის შესასწავლად ათასობით რესურსი არსებობს, მაგრამ მათთან მუშაობა ქაოტურად არ ღირს. აი, როგორ შეიძლება სწორი სტარტი:
გააანალიზე ცნობილი რეკლამები - როგორ იწყება ტექსტი? როგორ ასრულებს გაყიდვებს?
გააკეთე ანალიზი - რა მოქმედებას ითხოვს ტექსტი მკითხველისგან?
არსებობს უამრავი უფასო კურსი, იუთუბის ვიდეოები, სადაც შეგიძლია ბაზისური ინფორმაცია მიიღო ამ სფეროზე.
თუმცა მთავარი გაკვეთილი მხოლოდ შენ ხარ, შენ შეგიძლია ისწავლო ყველაფერი საკუთარ თავზე დაკვირვებით, ყოველდღე ივარჯიშე - წერე რეალურ თემებზე..
წერის უნარი ტექნიკურადაც და კრეატიულადაც იხვეწება მხოლოდ პრაქტიკით.
გაინტერესებს როგორ შეგიძლია დასაწყისისთვის ვარჯიში?
დააწერე პროდუქტის აღწერა იაფფასიან პასტას ისე, თითქოს ის მაღალი კლასის ბრენდი იყოს.
გადაყევი ფეისბუქზე ან Google-ზე რეკლამებს და სცადე მათზე უკეთესი ვერსიის დაწერა.
ისწავლე სტრუქტურა - ქოფირაითინგი მხოლოდ „ინსპირაციაზე“ არ გადის
ყველა ძლიერ ტექსტს აქვს ძლიერი სტრუქტურა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქოფირაითინგის მოდელია AIDA:
- Attention (ყურადღების მიპყრობა) - საინტერესო სათაური;
- Interest (ინტერესის გაღვივება) - პრობლემის ან საჭიროების ჩვენება;
- Desire (სურვილის შექმნა) - პროდუქტის ან სერვისის აუცილებლობის ახსნა;
- Action (მოქმედებისკენ მოწოდება) - მკაფიო „დაწკაპე აქ“, „დაგვიკავშირდი“ ან „შეუკვეთე ახლა“
ნუ შეგეშინდება უკუკავშირის - ის შენი ზრდის მთავარი ძალაა
შენი შექმნილი პირველი ტექსტი იდეალური არ იქნება. მთავარია, მოუსმინო მკითხველს, კომენტარებს, მომხმარებლის რეკომენდაციებს და გააუმჯობესო საკუთარი ტექსტები. ყოველი უკუკავშირი = ახალ შესაძლებლობას.
ქოფირაითინგი არის პროფესია, რომელიც სიტყვებს აქცევს ბიზნესის შემოსავლებად. მის დასაწყებად საჭიროა სწავლა, ანალიზი, ვარჯიში და მოთმინება. თუ ყოველდღე 1 საათს მაინც დაუთმობ წერის უნარის განვითარებას, ძალიან მალე შენც შეგეძლება თქვა: „მე ვწერ ტექსტებს, რომლებიც ყიდიან.“
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01
