მედია მხარდაჭერა

TIA.GE - საინვესტიციო საკონსულტაციო ჯგუფის ლემონსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სწორედ ამიტომ ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეგიძლიათ ისარგებლოთ მედია მხადაჭერის შეთავაზების პაკეტით

მედია მხარდაჭერა

გახადე შენი ბიზნესი უფრო ცნობადი

 

TIA.GE კომპანიებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს საკუთარი კომპანიის/ბრენდის/პროდუქტის პოპულარიზაცია რეკლამირებისთვის.

Media support შეკვეთილი სტატია (100 ლარიდან)

საშუალება გაქვთ თქვენთვის სასურველ თემაზე, TIA.GE-ს ჟურნალისტის მიერ დაიწეროს სტატია ან სასურველ რესპოდენტთან ჩაიწეროს ინტერვიუ. ასევე, შესაძლებელია, საიტზე განთავსდეს თქვენს მიერ მოწოდებული, მზა ვერსია იმ ინფორმაციის, თუ რა გსურთ გააცნოთ ფართო საზოგადოებას.

Media support ბანერი (800 ლარიდან)

საიტზე განთავსებული ფოტო ან ანიმაციური სარეკლამო ბანერი საშუალებას გაძლევთ თქვენი კომპანიის ცნობადობა გაზარდოთ და დასამახსოვრებელი გახადოთ ყოველდღიურად TIA.GE-ს მკითხველისთვის. სწორად შერჩეული პოზიცია და სარეკლამო ბანერის სტილი ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის ზრდას ან/და კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაციას. ბანერის შექმნას და კონცეფციის განსაზღვრას, TIA.GE თავის მომხმარებლებს, 6 თვიანი კონტრაქტის შემთხვევაში, სთავაზობს უფასოდ. 

Media support თემატური სტატიები და ნატურალური რეკლამა (250 ლარიდან)

საიტზე არსებული რუბრიკების შესაბამისად, შესაძლებელობა გეძლევათ ერთად შევარჩიოთ თქვენთვის სარგებლიანი ყველა სფერო და სტატიებში, რომელიც უკვე განთავსებულია საიტზე TIA.GE ან/და დაიწერება სპეციალურად თქვენთვის, შესაბამის რუბრიკაში თქვენი რეკლამა განთავსდება შეფარულად, არაპირდაპირი გზით. ეს იქნება კომპანიის ბანერი, რჩევა/მოსაზრება/კრიტიკა და ა.შ.

მაგ: რუბრიკა მედიცინა - კოსმეტოლოგის რჩევები კანის მოვლასთან დაკავშირებით - შესაძლებელია განთავსდეს კომპანიის თემატური რეკლამა.

ამ გზით შეგიძლიათ მომხმარებელს მიაწოდოთ ტრადიციული რეკლამისგან განსხვავებული ინფორმაცია მათი ინტერესების შესაბამისად და მათზე მორგებული კონტენტის სახით.

Media support ფეისბუქის დღის პოსტის სპონსორი (500 ლარიდან)

სოციალურ ქსელში, სადაც დღის მანძილზე თავსდება სხვადასხვა თემატიკის საინტერესო პოსტერი, საშუალება გაქვთ გახდეთ აღნიშნული პოსტერის სპონსორი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პოსტერს დაერთვება თქვენი კომპანიის ლოგო ან ვებგვერდის მისამართი. 

„ფოტონიუსი“ შედარებით ახალი სერვისია სოციალურ სივრცეში, თუმცა, ამ მოკლე ხანში, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Media support FB LIVE (500 ლარი)

TIA.GE-ს მკითხველი მიჩვეულია, რომ ჩვენ არაერთ სოციალურ და აქტუალურ თემებზე ვთავაზობთ ლაივ ვიდეოებს. შესაბამისად, დაინტერესებულ კომპანიებს ან/და ფიზიკურ პირებს, გთავაზობთ ისარგებლოთ ჩვენი პორტალის სოციალური პლატფორმით, ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/webtiage/ , რომელსაც ჰყავს 600 ათასზე მეტი გამომწერი, 2 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური ფეისბუქმომხმარებელი, დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის/ბრენდის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ჩვენი სოცმედიის ლაივპლატფორმით, რათა უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელება უზრუნველყოთ.

Media support FB გავრცელება (100 ლარი)

დაინტერესებულ კომპანიებს გთავაზობთ თქვენი ფეისბუქ გვერდიდან ინფორმაციის გადაზიარება-გავრცელებას ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც ჰყავს 600 ათასზე მეტი გამომწერი, 2 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური ფეისბუქმომხმარებელი.

Media support FB Story (100 ლარი)

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი და პოპულარული სივრცეა სოციალურ ქსელში. თუ გსურთ, რომ 1 დღეში გაზარდოთ თქვენი საქმიანობის ცნობადობა და მინიმუმ 35 ათასზე მეტ ადამიანს, FB Story ამის საუკეთესო საშუალებაა. TIA.GE -ს FB Story-ს აქვს ყოველდღიურად მინიმუმ 35 ათასი ნახვა.

Media support Youtube ბლოგი (200 ლარი)

ვიდეო კონტენტი დღეს ყველაზე აქტუალურია მომხმარებლებისათვის და სწორედ ამიტომ, გეძლევათ შესაძლებლობა, გადაიღოთ ვიდეო და გაავრცელოთ ჩვენი მზარდი აუდიტორიის მქონე Youtube არხის საშუალებით. TIA.GE გთავაზობთ ვლოგების განთავსებას, თქვენთვის სასურველ თემაზე.

Media support Youtube ვიდეოს Pre Roll (500 ლარი)

ყოველდღიურად განახლებად Youtube არხზე თავსდება ყოველდღიურად 2-5 ვიდეო და მათ სხვადასხვა რეიტინგი აქვთ, მაყურებლების ინტერესებიდან გამომდინარე. TIA.GE  გთავაზობთ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, პოტენციური კლიენტების/მომხმარებლების დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით, განათავსოთ სარეკლამო პრეროლი, თვეში 5 ყველაზე ნახვად ვიდეოზე, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კომპანიის ცნობადობის ამაღლებას და პროდუქციის პოპულარიზაციას.

Media support ქუჩის გამოკითხვა (500 – 1000 ლარი)

TIA.GE-ს ჟურნალისტები საიტის მომხმარებლებს ვთავაზობთ ქუჩის გამოკითხვებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას დავგეგმოთ თქვენი კომპანიის/ბრენდის/პროდუქციის ჭრილში, სხვადასხვა თემატური გამოკითხვა და გავავრცელოთ ჩვენი Youtube არხის და ფეისბუქ გვერდის საშუალებით, როგორც LIVE რეჟიმში, ისე ჩანაწერის სახით. გამოკითხვა შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ზოგადი პრინციპით, ასევე, მოხდეს კონკრეტული სეგმენტის გამოკითხვა წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე.

Media support სიუჟეტის გადაღება (500-1500 ლარი)

დამკვეთის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე, TIA.GE უზრუნველყოფს ვიდეომომსახურებას და სიუჟეტის გადაღებას.

Media support სიუჟეტის ფბ გავრცელება (200 ლარი)

საიტზე განთავსებული არაერთი ვიდეო რჩება სოციალური სივრცის მიღმა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გთავაზობთ თქვენი საქმიანობის ამსახველი სიუჟეტის გავრცელებას ფეისბუქზე. 

Media support სიუჟეტის საიტზე გავრცელება (150 ლარი)

დამონტაჟებული სიუჟეტი განთავსდება საიტზე, შესაბამის კატეგორიაში.

საიტზე განთავსებული სიუჟეტი მუდმივად რჩება საძიებო სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომი.

Media support დრონით ვიდეო გადაღება (500 ლარიდან)

სასურველი ობიექტის, მოვლენის თუ პროცესის ვიდეო გადაღება დრონის საშუალებით რომელსაც გამოიყენებთ როგორც სოციალურ მედიაში ასევე ნებისმიერ PR აქტივობისას. გადაღება ხდება DJI Mini 2 დრონით, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ Full HD, 2.7K და 4K ვიდეო რეზოლუცია. ვიდეო გადაღების ღირებულება დამოკიდებულია ვიდეოს ქრონომეტრაჟზე და სცენარზე. ასევე შესაძლებელია დამატებით ვიდეო მონტაჟის სერვისით სარგებლობა.

Media support Back ლინკები (150 ლარი)

აღნიშნული სერვისი დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ვებგვერდის რეიტინგი საძიებო სისტემებში.

Media support სახელმწიფო ხელმომწერები (350 ლარიდან)

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, მათ დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, საშუალებას ვაძლევთ საიტზე განათავსონ და გაავრცელონ მათთვის სასურველი, მათი საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია TIA.GE-ს საშუალებით. თქვენ გეძლევათ შანსი, გახდეთ TIA.GE-ს ხელმომწერები, გამოგვიგზავნოთ პრესრელიზები სისტემატიურად და ასევე, თქვენი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალები,

E-Mail: info@tia.ge

ტელეფონი: 0 322 45 01 01

P.S. ფასები მოცემულია დღგ-ს გარეშე