Terms and conditions

ზოგადი პირობები

კომპანია, რომელიც გთავაზობთ მომსახურებას ვებ-გვერდზე [ჩაწერეთ ვებ-გვერდის მისამართი, მაგ: www.lemons.ge] და მობილურ აპლიკაციაში [Lemons Group] (შემდგომში – „პლატფორმა“), ისევე როგორც წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს (შემდგომში – „წესები და პირობები“), არის შპს „ლემონს გრუპი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით: 401965977 (შემდგომში – „სტუდიო ლემონი“ ან „ჩვენ“).

წინამდებარე წესები და პირობები, თქვენი თანხმობის მომენტიდან, წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას თქვენსა (შემდგომში – „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) და „ლემონს გრუპს“ შორის და არეგულირებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურების პირობებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ამ წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მოცემულ რომელიმე დებულებას, გთხოვთ, არ დაეთანხმოთ მას, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ პლატფორმაზე რეგისტრაციას, ანგარიშის გახსნას და მომსახურების მიღებას. თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ ჩვენს პლატფორმაზე და გაქვთ ანგარიში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედ წესებსა და პირობებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

1. მომსახურების პირობები

1.1. ჩვენი პლატფორმის საშუალებით, ჩვენ გთავაზობთ და გაწვდით ინფორმაციას თქვენი ბინებისა და გადახდების ისტორიის შესახებ (შემდგომში – „მომსახურება“). 1.2. თქვენზე მორგებული მომსახურების მისაღებად, აუცილებელია პლატფორმის შესაბამის ველებში შეიყვანოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია თქვენი მონაცემების შესახებ.

1.3. მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის.

1.4. პლატფორმაზე წარმოდგენილი პროგრამები/სერვისები მოცემულია აუდიო-ვიზუალური და/ან წერილობითი ფორმით. პროგრამები და სერვისები ექვემდებარება ცვლილებას. თითოეული მათგანის აღწერა და ღირებულება მოცემულია პლატფორმაზე. პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სერვისებსა და/ან პროგრამებს, წარმოადგენს მომსახურების ძირითად პირობებს და, შესაბამისად, არის წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილი.

1.5. თქვენ იხდით მომსახურების საფასურს პლატფორმაზე ინტეგრირებული გადახდის მომსახურების პროვაიდერის და/ან ბანკის დაცული არხის საშუალებით, შესაბამისად, ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ თქვენი საგადახდო ბარათის მონაცემებს.

2. ინტელექტუალური საკუთრება

2.1. მთლიანად პლატფორმა, ისევე როგორც მისი თითოეული კომპონენტი, ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია, მათი დიზაინი, არქიტექტურა და სხვა პროგრამული ელემენტები, ჩვენი ლოგო, სახელწოდება, სლოგანი, ასევე პლატფორმაზე ხელმისაწვდომი პროგრამები/კონტენტი, მეთოდები, აუდიო-ვიზუალური მასალა და ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომელსაც „ლემონს გრუპი“ იყენებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში, წარმოადგენს „ლემონს გრუპის“ საკუთრებას და/ან მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს. „ლემონს გრუპი“ გაწვდით მომსახურებას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, შეზღუდული ვადით და წინამდებარე შეთანხმება არ განიჭებთ რაიმე ლიცენზიაზე ან უფლებაზე წვდომას, სხვაგვარად გამოიყენოთ ზემოჩამოთვლილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები.

3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

3.1. ინფორმაციის სიზუსტე: ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, რათა უზრუნველვყოთ პლატფორმაზე ასახული ინფორმაციის (მათ შორის, შეძენილი ბინების, გადახდების ისტორიის, მიმდინარე დავალიანებებისა და ხელშეკრულებების შესახებ) სიზუსტე და სისწორე. თუმცა, პლატფორმა და მასზე განთავსებული მონაცემები მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე ნაჩვენებ მონაცემებსა და ოფიციალურ საბუღალტრო ჩანაწერებს ან თქვენსა და „ლემონს გრუპს“ შორის გაფორმებულ წერილობით ხელშეკრულებებს შორის აღმოჩნდება შეუსაბამობა, უპირატესობა ენიჭება ოფიციალურ საბუღალტრო ჩანაწერებსა და ორიგინალ წერილობით ხელშეკრულებებს.

3.2. ტექნიკური შეფერხებები: თქვენ აცნობიერებთ, რომ ინფორმაცია გადახდებისა და ნაშთების შესახებ შესაძლოა განახლდეს დაგვიანებით, რაც გამოწვეულია საბანკო სისტემებთან ტექნიკური სინქრონიზაციით ან შიდა დამუშავების პროცედურებით. „ლემონს გრუპი“ გამორიცხავს ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული დაგვიანებით გამოწვეულ, ასახული ფინანსური მონაცემების დროებით უზუსტობებზე.

3.3. სერვისის ხელმისაწვდომობა: ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა იმუშავებს შეუფერხებლად ან შეცდომების გარეშე ნებისმიერ დროს. „ლემონს გრუპი“ არ აგებს პასუხს ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც გამომდინარეობს პლატფორმის დროებითი მიუწვდომლობიდან, ტექნიკური ხარვეზებიდან ან მონაცემთა დაკარგვიდან, რაც გამოწვეულია ჩვენი გონივრული კონტროლის მიღმა არსებული ფაქტორებით (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, მესამე მხარის სერვერების გაუმართაობით ან კიბერ-შეტევებით).

3.4. მომხმარებლის პასუხისმგებლობა: თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი ავტორიზაციის მონაცემების (ლოგინი/პაროლი) კონფიდენციალურობის დაცვაზე. „ლემონს გრუპი“ პასუხს არ აგებს რაიმე სახის ზიანზე ან ინფორმაციის გაჟონვაზე, რაც შედეგად მოჰყვა თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებულ წვდომას თქვენი დაუდევრობის ან მოწყობილობის/პაროლის დაუცველობის გამო.

4. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

4.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან და/ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

5. ცვლილებები და დამატებები

5.1. „ლემონს გრუპი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს მომსახურების სახეები, პირობები და ფასები, თუმცა ცვლილებები არ შეეხება იმ პროგრამებსა და სერვისებს, რომლებიც უკვე შეძენილი გაქვთ.

5.2. „ლემონს გრუპი“ ასევე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. აღნიშნული დოკუმენტების განახლებული ვერსია აიტვირთება პლატფორმაზე და მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, რაც ჩაითვლება დოკუმენტის წინა ვერსიის ძალადაკარგულად გამოცხადების და ახალი ვერსიის ძალაში შესვლის თარიღად. აღნიშნული თარიღიდან, წესებისა და პირობების, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ახალი ვერსია გავრცელდება თქვენ მიერ სერვისით სარგებლობაზე, მიუხედავად იმისა, სერვისი შეიძინეთ დოკუმენტის განახლებული ვერსიის ძალაში შესვლამდე თუ მის შემდეგ. ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ შეტყობინება დოკუმენტებში შესული ცვლილებების შესახებ. გირჩევთ, დროდადრო შეამოწმოთ წესებისა და პირობების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიმდინარე მოქმედი ვერსია ჩვენს ვებ-გვერდზე და/ან მობილურ აპლიკაციაში.

5.3. წინამდებარე წესები და პირობები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეიძლება გამოქვეყნდეს სხვადასხვა ენაზე. დოკუმენტების ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტის ქართულ ვერსიას.