რატომ ვერ მუშაობს მკაცრი ტონი? - გამოცდილება და პრაქტიკა
მძიმე სამუშაოები, პროექტების ვადები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხშირად გვაფიქრებინებს, რომ პროცესის მართვა მხოლოდ მკაცრი ტონით არის შესაძლებელი. თითქოს სიმკაცრე შედეგის მიღწევის ერთადერთი გზაა. თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს - ზედმეტად მკაცრი კომუნიკაცია პროცესს აჭიანურებს, ამცირებს ხარისხს და ადამიანებს მოტივაციას უკარგავს. იქ, სადაც ტონი ზეწოლაზეა დაფუძნებული, შედეგი იშვიათად არის ისეთი, როგორსაც ველოდებით.
რატომ არ მუშაობს მკაცრი ტონი?
ბევრ დამკვეთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მკაცრი ტონი პროცესს აჩქარებს, გადაწყვეტილებებს ამარტივებს და შედეგი უფრო სწრაფად მოაქვს. თითქოს სიმკაცრე კონტროლს, დისციპლინასა და ეფექტურობას ნიშნავს. რეალობაში კი პრაქტიკა ხშირად საპირისპიროს გვიმტკიცებს. როდესაც კომუნიკაცია აგრესიულ ან ზეწოლაზე დაფუძნებულ ფორმას იღებს, სამუშაო პროცესი ნელდება. ჩნდება გაუგებრობები, იკარგება მოტივაცია, ხარისხი ეცემა და ორივე მხარე მუდმივ დაძაბულობაშია.
სიმართლე ისაა, რომ ადამიანები უკეთესად მუშაობენ მაშინ, როცა მათ პატივისცემითა და თავაზიანი ტონით მიმართავენ. სწორად შერჩეული კომუნიკაცია ქმნის ნდობას, ამცირებს შეცდომებს და ხელს უწყობს შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
ყველაზე გავრცელებული შეცდომა: "მომთხოვნი“ ტონი
ხშირად კომუნიკაცია იწყება ასე:
• „ეს დღეს უნდა იყოს მზად“
• „რატომ არ არის ჯერ დასრულებული?“
• „ასეთი რთული რა არის?“
ამ მომენტში ყურადღება გადადის არა საქმეზე, არამედ ტონზე. ადამიანი ცდილობს სწრაფად შეასრულოს დამკვეთის მოთხოვნა და აღარ ფიქრობს ხარისხზე.
შედეგად ვიღებთ:
• ზედაპირულ შესრულებას
• მინიმალურ ხარისხს
• შეცდომების დაშვებას
რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს აგრძნობინებ, რომ არ არის ღირებული?
კომუნიკაციის დროს ტონი გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქმეზე, არამედ დამოკიდებულებაზეც. როცა ადამიანს არ უსმენენ და მხოლოდ მოთხოვნებს უყენებენ, ის თავს პროცესის ნაწილად აღარ გრძნობს.
ასეთ პირობებში:
• პასუხისმგებლობის გრძნობა იკარგება
• ჩნდება დისტანცია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის
• ჩართულობა მინიმუმამდე დადის
როცა დამკვეთი ზედმეტად ერევა ყველა დეტალში და აკონტროლებს თითოეულ ნაბიჯს, შემსრულებელი კარგავს ინიციატივას. მას აღარ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ხედვა და გამოცდილება პროცესში ჩადოს - სწორედ ის ღირებულება, რის გამოც ის აირჩიეს.
შედეგად, ადამიანი მუშაობს „როგორც საჭიროა“, მაგრამ არა „როგორც შეუძლია“.
ხოლო იქ, სადაც დამკვეთი აძლევს თავისუფლებას, უსმენს და არ ერევა ზედმეტად, იქ ჩნდება პასუხისმგებლობაც, ჩართულობაც და ბევრად უკეთესი შედეგიც.
მეგობრული ტონი არ ნიშნავს სისუსტეს
ერთ-ერთი გავრცელებული შიშია, რომ რბილი ტონი ავტორიტეტს ამცირებს. რეალურად კი ავტორიტეტი სიმშვიდეში უფრო იგრძნობა და არა სიმკაცრეში.
შეგიძლია იყო:
• პირდაპირი
• შედეგზე ორიენტირებული
• პასუხისმგებლობის მომთხოვნი
და ამავე დროს ადამიანური, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას ქმნის.
ცუდი და კარგი კომუნიკაციის შედეგები
ცუდი კომუნიკაცია:
• აჩენს გაუგებრობას
• ზრდის დაძაბულობას
• ანელებს სამუშაო პროცესს
კარგი კომუნიკაცია:
• ამარტივებს მუშაობას
• ზრდის ჩართულობას
• აძლიერებს პარტნიორულ დამოკიდებულებას
სხვაობა ისევ და ისევ ტონში და დამოკიდებულებაშია.
როცა მკაცრი დამოკიდებულება სისტემურ პრობლემად იქცევა,
ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია Apple-სა და GT Advanced Technologies-ის ურთიერთობა. Apple მოქმედებდა როგორც მკაცრი დამკვეთი და არა როგორც პარტნიორი. მოთხოვნები იზრდებოდა, რეალურ სირთულეებზე საუბარი არ ხდებოდა და საბოლოოდ შემსრულებელი კომპანია გაკოტრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება არ გვაძლევს უკეთეს შედეგს.
თუ გინდა, რომ შემსრულებელმა მეტი ჩართულობა გამოიჩინოს, პასუხისმგებლობა გაზარდოს და ხარისხი გააუმჯობესოს, საჭიროა არა ტონის გამკაცრება, არამედ კომუნიკაციის სწორად წარმართვა.
კარგი შედეგები მოდის არა ბრძანებით, არამედ მეგობრული და სწორად შერჩეული ტონით.
იდეები ბევრს აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებები - მხოლოდ Lemons.ge-ს!
Lemons.ge-ს გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით არის, როცა გჭირდებათ კრეატიული ხედვა და რეალური შედეგები.
მისამართი: წერეთლის გამზ. 117ა
კონტაქტი: ( 995) 032 2 45 01 01