2018 წლის გრაფიკული დიზაინი: ახალი ტენდენციები და პროგნოზები

გრაფიკული დიზაინი — ეს არის ციფრული დიზაინის ყველაზე შემოქმედებითი  ნაწილი, მაგრამ ფანტაზიისა და შემოქმედებითობის გარდა მნიშვნელოვანია იცოდეთ ყველა ის  ტენდენცია, რომელიც 2018 წელს გველოდება.

1. მთავარი ტენდენცია ღია ფერები

2018 წელს ღია ფერების სიუხვე  გახდება გრაფიკული დიზაინის მთავარი ფასეულობა. ფერს ვებ დიზაინის შემუშავების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან  მან  უნდა მიიქციოს მომხარებლის ყურადღება  და ამავდროულად   არ უნდა შეუშალოს ხელი დიზაინის ადექვატურ აღქმას.

Яркие цвета как главная тенденция


2. დეტალიზაცია და  სირთულეები

2017 და  2016 წლები მინიმალიზმის და შავი ფერის  განვითარების პერიოდი იყო. შავს და მის დამხმარე ფერებს დიზაინერები  ძირითად  ფერად იყენებდნენ და მოდაშიც ფორმალური სტილი იყო. ახლა ყველაფერი პირიქით იქნება - სიმარტივიდან დეტალიზაციისკენ. საინტერესო გრაფიკული გამოსახულებები,რომლებიც მიიზიდავს თქვენ ყურადღებას,  ხოლო  ნამუშევრის დეტალები  გაიძულებთ უყუროთ მას დიდი ხნის განმავლობაში.

3. Complementary Reality.

Complementary Reality — ეს არის ტენდენცია, რომელიც  წინა წელს  გახდა აქტუალური.  გრაფიკა,რომელიც ასახავს რეალურ ობიექტებს, რაც  ყოველთვის იქცევს ყურადღებას. რა არის CR? სურათი რომელიც შედგება  ორი ობიექტისგან: სადაც ერთი გამოსახულება  არის  სკევომორფის ( დიზაინი, რომელიც ქმნის განსხვავებული მასალის ან ტექნოლოგიის იმიტაციას) სტილში ხოლო მეორე კი  — ციფრული მეტაფორის. როგორც ცნობილია, ყველაზე ეფექტური ურთიერთქმედება ხდება ვიზუალური საშუალებებით - ხოლო გრაფიკული  დიზაინი კი არავერბალური  კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

Комплементарная реальность (CR)

4. ექსკიზები და ილუსტრაციები

ეს არის კიდევ  ერთი ტენდენცია,რომელმაც განვითარება  2017 წელს დაიწყო.  უნიკალური  გრაფიკა  და  ილუსტრაციები  ყოველთვის  დიდ ყურადღებას იქცევს. ხელით შექმნილი ექსკიზები  ძირითადად გამოიყენება პროდუქციის ან სერვისის  პრეზენტაციისთვის. იქნება ეს ფილმი, წიგნი ან ლენდინფეიჯი. ყველაზე კარგად ეს მეთოდი  ფოტოებთან ერთად მუშაობს. 2018 წელს ხშირად შეგხვდებით  ილუსტრაციებით გაფორმებულ გრაფიკულ პროექტებს. არააქვს მნიშვნელობა იქნება ეს 3D თუ გლუვი ფორმატის დიზაინი.

Эскизы и рисованная иллюстрация

5. სტილის გადაკვეთა

2018 წლის გრაფიკული დიზაინის მთავარი ტენდენცია  უნიკალურობაში და შემოქმედობითობაში მდგომარეობს. როგორც წესი, მსგავსი ტენდენციების   მაგალითს  დიდი საერთაშორისო ბრენდისგან იღებენ ,როგორიცაა Etsy, Nike და  Adidas-ი.  ამ წელს თქვენც გირჩევთ  აქცენტის ნამდვილ  ხელოვნებაზე გაკეთებას. სხვადასხვა სტილის გადაკვეთა  და შერწყმა  ერთ პროექტში — ეს არის  გამოწვევა თქვენი დიზაინერებისთვის! ნათელი ფერები  გრადიენტებით და  ექსკიზებით, ხელით შექმნილი ილუსტრაციები და  ფოტოები,  გააერთიანეთ სხვადასხვა ვარიანტები  და  შექმენით რაღაც ახალი და მშვენიერი.

Пересечение стилей

2018  წლის გრაფიკული დიზაინის ტენდენციები, რომლებიც წლებს უძლებენ.

1. ტიპოგრაფია

თუ თქვენ დიზაინერი ხართ ალბათ გაგიკვირდებოდათ, რომ ჩამონათვალში საუბარი არ არის შრიფტზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხარისხიანი ტიპოგრაფია ყოველთვის აქტუალურია. რთული  შრიფტები გამოიყენება  სხვადასხვა სტილის დიზაინში. მაგრამ, მთლიანობაში, რომ  ავიღოთ ტიპოგრაფიკა —  გრაფიკული დიზაინი არაა, არამედ ის უფრო პრეზენტაციის სტილია.

2. ორი ფერი

ორი ფერის «დუეტი» —ცალკე ინსტრუმენტი სიაში.  ეს არის დიზაინერის ერთადერთი  ინსტრუმენტი,რომელიც დროის გასვლის მიუხედავად უცვლელი რჩება.


3. გრადიენტები და ფერების გადასვლები

როგორც გრაფიკულ დიზაინში ასევე ვებშიც ფერების გადასვლები და გრადიენტები  მუდმივი ტენდენციაა.  მათზე საუბარი პირველად  2014 წელს დაიწყეს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე  დიდმა კომპანიამ მათი გამოყენება დაიწყო. მას შემდეგ  გრადიენტს  დიზაინერების  არსენალში საპატიო ადგილი უჭირავს.


4. სიმეტრია და ასიმეტრია

სიმეტრია და ასიმეტრია ერთნაირად გამოიყენება,როგორც გრაფიკულ დიზაინში  ასევე ვებ დიზაინში საიტის მობილური ვერსიის დიზაინის  და რაიმე აპლიკაციის შექმნის  დროს. სიმეტრიის უპირატესობებს შორის არის:
  • ესთეთიკა;
  • მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ.
უარყოფითი მხარე— ორდინალურობა. გრაფიკულ დიზაინში ასიმეტრია  თამაშობს  საპირისპირო როლს, უმეტეს წილად მას  ესთეტიური  სამოვნება მოაქვს, მაგრამ ის ყოველთვის არ უხდება პერფექციონისტებს. ასიმეტრია — ექსტრავაგანტულობაა.

5. გეომეტრიული ფიგურები

გრაფიკული დიზაინის ტიპიური ტენდენციაა, მაგრამ მსგავსი  გამოსახულებები ყველაზე მეტად უხდება  დღეს არსებული ბიზნესის მიმართულებებს.  თუ ქსურთ იყოთ აქტუალური მაშინ გამოიყენეთ ეს მიმართულება 2018 წლისთვის.  


კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01
2018 წლის გრაფიკული დიზაინი: ახალი ტენდენციები და პროგნოზები

სხვა სიახლეები