ქართული მწარმოებლების პრობლემები - ყურადღებით კოლეგებო!
10 მარტს ჩავერთე პროექტში ქართულია & kar.ge-ა!, ხოლო 2012 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ კომპანიებთან ინტერნეტ პოპულარიზაციის თემებზე საკუთარი კომპანიით Lemons.ge.
ამ წლების მანძილზე ხშირად ვფიქრობდი, ახლა კი ვწერ რასაც ვფიქრობ:
●რატომ უნდა დაარქვა საკუთარ კომპანიას საკუთარი სახელი? - შპს "სოსო". ან რატომ უნდა დაარქვა კომპანიას ისეთი დიდი და რთულად წარმოსათქმელი სახელი რომელსაც ვერც თავად ამბობთ სწორად და ვერ თქვენი ცხელი ხაზის ოპერატორი, ჩვენ მომხმარებლები ხომ საერთოდ :)
●რატომ უნდა გაუკეთო კომპანიას ლოგო გუგლში ნაპოვნი სურათით, მითუმეტეს "watermark" - ით.
●რატომ არ უნდა გახადო შენი საყვარელი ბიზნესი იმის ღირსი რომ თუნდაც 1 გვერდიანი ვებგვერდი შეუქმნა ინტერნეტ სივრცეში?
●თუ გაიგე რომ ვებსაიტი მნიშვნელოვანია, ისიც მოგეკითხა რომ კომპანიის საიტი მისსავე იმიჯზე რამდენად მოქმედებს? საიტი რომელზეც არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული თქვენს საქმიანობაზე, თქვენს ადგილმდებარეობაზე, თქვენს პრივილეგიებზე, საიტი რომელიც მიტოვებულია ობოლი ბავშვივით - რისი მაქნისია? ხომ არ ჯობდა თქვენს არ გქონოდათ სხვების მსგავსად?
●კომპანიის სახელი დიდია, დადგა ჯერი ვებგვერდის შექმნაზე :) და საფიქრალი დომეინია? დომეინი არ შეიძლება იყოს უსაშველოდ გრძელი და რთული ინგლისური სიტყვების კომბინაცია. დამიჯერეთ ასე თქვენ შესაძლოა დაკარგოთ არა მხოლოდ პოტენციური სავარაუდო მომხმარებლები, არამედ მუდმივიც კი. (დააკვირდით როგორ იწერება თქვენი კომპანიის დომეინი, როგორ წერენ ამას ის ადმიანები ვინც არ იცის ინგლისური, არ იცის თვენი კომპანიის შესახებ და მალევე მიხვდებით რაშია პრობლემა). დიდი დასახელების მქონე კომპანიებს კი ვურჩევდი სიმბოლოების გამოყენებას :)
●კარგი ვებგვერდი ვერ გააკეთე :( მინიმუმ საძიებო სისტემებში რატომ არ არეგისტრირებ შენს ბიზნესს, საიდანღაც შენ შესახებ ხომ უნდა გაიგონ?
●ვებგვერდს და საძიებო სისტემებს თუ არაფრად აგდებ, სოციალური ქსელი მინიმუმ რატომ გენანებათ საკუთარი კომპანიისთვის?
●ეს ყველაფერი კარგი, არ ხარ არსად ინტერნეტში, მაგრამ შეფუთვა? შეფუთვა ხომ მაინც შეიძლება იყოს ორიგინალური? მიმზიდველი, მადის აღმძვრელი, ყიდვის მაპროვოცირებელი, პროდუქტი რაღაცამ ხომ უნდა გაგაყიდინოს? თავად ხომ მხოლოდ შეფუთვით იღებ ყიდვის გადაწყვეტილებას?
●ერთი, მინიმუმ ერთი კორპორატიული მეილის შესახებ ხომ მაინც გსმენიათ სანამ ბიზნესს დაიწყებდით? რატომ Mail.ru, yahoo.com, ან თუმდაც Gmail, მითუმეტეს posta.ge?
●თუ საიტიც გაქვს, ლოგოც და მეილიც და სოციალური ქსელის გვერდიც - ერთი ხარისხიანი (ზოგ სარეკალმო ბანერს საერთოდ არ გქონდეს ის ჯობია) სარეკლამო ბანერი რა გახდა, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ სადმე შენს საიტზე დადო, აჩვენო შენს მომხმარებელს, როგორი კარგი ხარ.
●საიდანღაც გაიგეთ სოციალური ქსელის საჭიროებაზე, დაარეგისტრირეთ ან ვინმე ღვთისნიერმა დაგირეგისტრირათ კომპანია - დღეში 1 პოსტი თუ არა 2-3 დღეში ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება გაამზადოთ თქვენვე, თუ ჯერ კომპანიას ცალკე კადრის ფუფუნება არ აქვს. "რა აზრი აქვს გზას რომელიც ღვთისმშობლის ტაძართან არ მიგიყვანთ".
●ბევრი მინახავს ისეთი სოციალური ქსელის კომპანიის გვერდები სადაც მთავარი მოთხოვნაა უარყოფითი კომენტარის სასწრაფო წესით წაშლა... ეს დანაშაულია, თუ არ გსურთ უარყოფითი კომენტარი და ტალახის სროლა, კეთილი ინებეთ და კომენტარების წაშლაში დახარჯული დრო, პროდუქციის ან მომსახურების გაუმჯობესების გზებზე ფიქრში დახარჯეთ, ის უკმაყოფილო მომხმარებელი კი კიდევ ერთხელ დაარწმუნეთ იმაში, რომ ეს იყო დროებითი, ეხლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. წაშლა სირაქლემას სინდრომია, რომელიც პრობლემას არ აგვარებს.
●კომპანიის დაფუძნებიდან მოყოლებული გადახეთეთ ისტორიას - რამდენჯერ გამოიკითხეთ თქვენი მომხმარებლის აზრი, რამდენჯერ გაითვალისწინეთ, რამდენჯერ სთხოვეთ მათ რომ მუდმივად მოგაწოდონ, როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური განწობილებები? და თუ ამას არ აკეთებთ თქვენ ვერასდროს გახდებით ბრენდი. :(
●რატომ შეიძლება თქვენი სერვისმენი (გაყიდვები, კონსულტანტი, ოპერატორი, ფრონტ ოფისის ნებისმიერი თანამშრომელი) იყოს წარბშეკრული, უღიმღამო, მოუწესრიგებელი გარეგნობით, სამყაროზე გაბოროტებული და თქვენ ამას ვერ ამჩნევდეთ? გიფიქრიათ რამდენს კარგავთ ასეთი კადრების არსებობით?
●როცა საქმიანი შეხვედრა გაქვთ, შეგიძლიათ გაუთავებლად ისაუბროთ თქვენი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, თქვენს მიერ შესრულებული საამაყო პროეტების შესახებ, თქვენი მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ, თუ რა საოცრებაა და როგორ გაგვიმართლა რომ თქვენთან მოვხვდით და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, ამას ვერ იმეორებს ვერც ერთი თქვენს მიერ დასაქმებული ადამიანი, ამის შესახებ არ წერია არსად, არ უთქვამს არავის? დაფიქრდით, ჩაიწერეთ თქვენი საუბარი და ეს აქციეთ კონტენტად, რომელსაც სხვებიც გაიმეორებე, დააკოპირებენ, თქვენვე გეტყვიან სიტყვასიტყვით...
●რატომ შეიძლება თქვენი კომპანიის პირველი პირი თქვენ შემდეგ, აგზავნიდეს მეილებს, რომელსაც არ აქვს სათაური, აგზავნიდეს ოფიციალურ შეთავაზებას პირადი მეილიდან ან მეილის გაგზავნის დროს გამორჩეს მთავარი, მნიშვნელოვანი ფაილის მიბმა თანდართულ ფაილად.
●რატომ უნდა წედრეთ თქვენ ან ნებისმიერი თქვენი თანამშრომელი შეთავაზებას, სარეკლამო პოსტს, მოთხოვნას, ინგლისური სიმბოლოებით, როდესაც თქვენი სასაუბრო ენა ქართულია. ალბათ თუ გავაგრძელებ თავსაც შეგაძულებთ :) და არ მეყოფა ინტერნეტ სივრცე, დანარჩენი შემდგომში იყოს, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი ალბათ ერთხელ კიდევ გადახედავთ ამ პოსტის მერე თუ რა არის გასაკეთებელი კომპანიაში იმისთის, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო წარმოსადეგი იყოთ.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01