15 საინტერესო ფაქტი რეკლამის შესახებ, რომელიც არ იცოდით
1. ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში თქვენ ვერ შეხვდებით გარე რეკლამას. ქალაქის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, 2007 წლიდან ქალაქის მერმა ქუჩაში გარე რელამის განთავსება აკრძალა!
2. ყველაზე ძვირადღირებული რეკლამა გადაიღო Chanel- მა. ბიუჯეტი 33 მილიონი იყო. ნიკოლ კიდმანს,რომელიც მთავარი პერსონაჟია 3 მილიონი გადაუხადეს.
3. ფარმაცევტული კოპანიები მარკეტინგზე და რეკლამაზე ორჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე კვლევების ჩატარებაზე. შემოსავლების 24 % იხარჯება მარკეტინგზე ხოლო 13 % კი კვლევების ჩატარებაზე.
4. მაჯის საათის რეკლამის შექმნის დროს ისრებს ყოველთვის აყენებენ 10 საათზე და 10 წუთზე ან 8 საათზე და 20 წუთზე აჩერებენ. ამ შემთხვევაში ისრები არ ფარავს ბრენდის სახელს - ემბლემას. სხვათაშორის ისრების ესეთი განლაგება ჰგავს ღიმილს, რაც მომხმარებლის კეთილგანწყობას იწვევს.
5. მარკეტოლოგების უმრვლესობა ძირითადად კვების მრეწველობაში მოღვაწეობს.
6. პირველი რეკლამა 1900 წელს შეიქმნა ამერიკაში.
7. ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალის "Super Bowl" -ის დროს 30-წამიანი რეკლამის ღირებულება 3 მილიონი დოლარია.
8. საბავშვო პროდუქციის რეკლამაში ყოველთვის ასაკით უფრო დიდ ბავშვებს იღებენ,ვიდრე მათი რეკლამირებადი პროდუქციის აუდიტორიაა, რადგან ისინი პატარებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდნენ.
9. პირველ წერილობით რეკლამად ითვლება ეგვიფტური პაპირუსი, რომელიც ლონდონის მუზეუმში ინახება.
10. კომპანია Dove-ს რეკლამა «სილამაზის ევოლუცია» ვირუსული სენსაცია გახდა — ერთ ღამეში ის მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
11. ყველაზე ძველი გარე რეკლამა უძველეს ეგვიპტური ქალაქის მემფისის ნანგრევებში აღმოაჩინეს , ქვის სვეტზე ეწერა «აქ ვცხოვრობ მე, მინოსი კიპრის კუნძულიდან, ღმერთების წყალობით მე შემიძლია სიზმრების ახსნა საკმაოდ მოკრძალებულ საფასურად».
12. პირველი გამოჩნდა Hotwired- ის ონლაინ ჟურნალში 1994 წლის 27 ოქტომბერს. ბანერის ზომა - 468 X 60 (პიქსელი) -რაც მოგვიანებით ბანერის ყველაზე პოპულარული ზომა გახდა.
13. 65 წლისთვის ადამიანს დაახლოებით 2 მილიონი სარეკლამო ვიდეორგოლი ექნება ნანახი.
14. საკვების რეკლამაში არ იყენებენ ნამდვილ საკვებ პროდუქტებს.
15. ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს კომპანიები რეკლამაში 500 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01