რა უნდა ვიცოდეთ რეკლამის შესახებ?

რეკლამა –ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის,  ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით. ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი,ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც წინასწარ განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია ცვალებადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მაგრამ ამავე დროს სახიფათო მარკეტინგული ელემენტია.  ღირებული, კარგი რეკლამის შექმნა ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს  და საქმე მხოლოდ ფულში როდია.

პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირებისას შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:

შედარება თუ რეკლამირებადი პროდუქტი ან/და მომსახურება  ჰგავს რამე სხვა სახის პროდუქტს ან/და მომსახურებას ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ შედარებისთვის, მაგრამ  გახსოვდეთ, რომ  შედარება აუცილებლად დადებითი და პოზიტიური უნდა იყოს. მაგალითად სპორტული ავტომობილი უნდა შეადაროთ იაგუარს.

გადაჭარბება თუ პროდუქტს ან/და მომსახურებას აქვს რამე დადებითი თვისებები, მაშინ  რეკლამის დროს ისინი უფრო უნდა გააზვიადოთ.  მაგალითად ჩიფსების მწარმოებელი ამაყობს, რომ მისი პროდუქცია ძალიან მწარეა, სწორედ ამიტომ  რეკლამაში მისი გასინჯვისას ყველას პირიდან ცეცხლის ალი გამოდით.

შეუცვლელობა რეკლამაში ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ,  თუ რამდენად  საჭიროა თქვენი პროდუქციის ქონა. ასევე იმის ჩვენებაც შეიძლება, თუ რისი დათმობა შეიძლება ამ პროდუქტის გამო. მაგალითად რეკლამაში მომხმარებელი შედის მაღაზიაში რძის საყიდლად, მაგრამ ბოლოს არჩევანს მაინც თქვენ  პროდუქციაზე აკეთებს,რომელიც შეიძლება არ სჭორდებოდა.

შიში შიში –სარეკლამო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტია.  შეაშინეთ თქვენი მომხმარებლები და ისინი თქვენ ხელში აღმოჩნდებიან. აჩვენეთ მათ, რომ ისინი საფთხის წინაშე არინ და ხსნა მხოლოდ  თქვენ პროდუქციაშია , აუღწერეთ რა მოუვათ თუ მას არ იყიდიან.  მაგალითად აჩვენეთ რა მოსდის ადამიანს,რომელიც დაზღვევის გარეშე ხვდება ავარიაში.

უპირატესობები აჩვენეთ თქვენი პროდუქციის უპირატესობა, ამისთვის  შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარება. მაგალითად: "ავიღოთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და თქვენი პროდუქცია... დაანახეთ  მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის უპირატესობები.

კონტრასტი ძალიან ეფექტური რეკლამის ტიპია, მაგრამ  ის  ყველა პროდუქციის რეკლამირებისთვის არ გამოდგება.  კონტრასტული რეკლამის ყველაზე კარგი მაგალითია პეფსი და კოკა-კოლა,  მათი მრავალწლიანი "ომი" დღემდე დიდ ყურადღებას იქცევს.

ავტორიტეტი ყველაზე მარტივი და ძვირადღირებული რეკლამის ტიპი.  ამ დროს საჭიროა აირჩიოთ ისეთი  ცნობილი პიროვნება, რომლიც ყველას უყვარს და რომლის აზრსაც ბევრი ითვალისწინებს.

სიტყვების თამაში იშვიათად გვხვდება ვიდეო რეკლამაში, მაგრამ ხშირად გამოიყენება გარე რეკლამის დროს.

საკუთარი სამყარო ამ ხერხს რეკლამაში ძალიან ხშირად იყენებენ. ამის  ყველაზე კარგი მაგალითია  – M&M.  ორი შოკოლადის ბურთი, რომლებიც თავიანთ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ.  მსგავსი რეკლამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ  ყოველ ჯერზე რამე სიახლის  მოფიქრება არ დაგჭირდებათ.

პრობლემის გადაწყვეტა როდესაც რეკლამირებადი პროდუქტი მომხმარებლებს ევლინებათ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტურ საშუალებათ.  პრობლემის მოგვარების პროცესი  უნდა იყოს სახალისო და მოულოდნელი, რათა მომხმარებლებს დიდხანს დაამახსოვრდეთ. რეკლამის შექმნის დროს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს: ქვეყანას, რომელშიც იღებთ მას, სააგენტოს, რომელსაც ავალებთ მის გადაღებას და სხვა უამრავ ფაქტორს. იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი და წარმატებული რეკლამის შექმნაში.   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა უნდა ვიცოდეთ რეკლამის შესახებ?

სხვა სიახლეები

ტეგები: