როგორ შევქმნათ კარგი ლოგო?

რატომ არის ზოგიერთი ლოგო სხვებზე უკეთესი?

დიზაინერების აზრით ლოგო უნდა იყოს უნიკალური, მასშტაბური (მოქნილი), მარტივი და მონოქრომული. ეს არის სტანდარტული მოთხოვნები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს კიდე რამდენიმე კრიტერიუმი, რომლესაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ლოგოს შექმნისას.

დავიწყოთ თავიდან

რისთვის არის საჭირო ლოგო? 

იმის გასაგებად, თუ რომელი ლოგოა კარგი და რომელი არა, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რისთვის არის ის საჭირო. ლოგო — ეს არის საიდენტიფიკაციო ინსტრუმენტი. კომპანიას სჭირდება საკუთარი პროდუქტის/მომსახურების კონკურენტებისგან გამოყოფა, რისთვისაც ის იყენებს - შეფუთვის უნიკალურ სტილს, სარეკლამო საშუალებებს და სხვა ინსტრუმენტებს. 

ლოგოსა და ბრენდინგის გარეშე, თქვენ არ გეცოდინებოდათ რომელი კომპანიის პროდუქტს/მომსახურებას ყიდულობთ. პროდუქტის ასარჩევად მოგიწევდათ თითოეული მათგანის ანოტაციის წაკითხვა და არჩევანის მათი სარგებელის მიხედვით გაკეთება. ეს ერთგვარი "მარქსისტული ოცნებაა": წარმოიდგინეთ, რომ ყველა პროდუქტს, რესტორანსა და კომპანიას აქვს ერთი და იგივე ტიპის ლოგო იგივე ფერებში. სამყარო ძალიან მოსაწყენი გახდებოდა, რადგან სიახლე უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანის, ასევე  ბიზნესისა და ბრენდინგის განვითარებისთვის.

ასე რომ, ლოგო არის უნიკალური გრაფიკული ობიექტი, რომელიც ადასტურებს კომპანიის საკუთრებას პროდუქტზე ან სერვისზე. 

ურთიერთშემცვლელი პროდუქტები

წარმოიდგინეთ ორი გაზიანი სასმელი - "კოკა-კოლა" და "პეპსი". ისინი მომხმარებლისთვის დაახლოებით ერთნაირ ღირებულებას წარმოადგენენ, მათში სითხისა და შაქრის რაოდენობა თითქმის ერთნაირია, ასე რომ, მომხმარებლების უმეტესობა მათ გემოთიც კი ვერ ასხვავებს (ეს დადასტურდა კვლევაში). ასეთი პროდუქტებისთვის ბრენდინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შესყიდვის შესახებ ბევრი გადაწყვეტილება ემოციურია, ამიტომ ბრენდინგს კარგად ჩამოყალიბებულ  მოქმედების სქემასთან  ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი ცდილობს ღრმა ემოციური კავშირი დაამყაროს პროდუქტთან ან სერვისთან. როგორც წესი ამ კავშირს აყალიბებს რეკლამა სხვადასხვა ისტორიების მოყოლით, რომლებშიც კომპანიის, ბრენდის ვიზუალს იყენებენ.

დიზაინერები აკავშირებენ სტიმულებს ისტორიებთან – აი, რა არის ბრენდინგი სინამდვილეში. 

როგორი უნდა იყოს კარგი ლოგო?

1. მარტივი დასახატი მეხსიერებაში

თუ თქვენი ლოგო ადვილად შესამჩნევი, დასამახსოვრებელი და აღსაქმელია, ეს ძალიან კარგია. წარმოვიდგინოთ Nike -ს ლოგო , McDonald’s -ის არკები და Adidas -ის სამი ხაზი. ყველა მათგანი საკმაოდ მარტივი და კარგად დასამახსოვრებელია, ამიტომ გონებაში მათი დახატვა ადვილია. თუ ლოგოს რეპროდუცირება რთულია, ეს ნიშნავს, რომ ის „სტრუქტურულად“ არ არის შესაფერისი გრძელვადიანი მეხსიერებისთვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ლოგო ძალიან რთული ან ბანალურია.

რეპროდუცირების ტესტი ყველაზე რთული გამოცდაა, როგორც მომხმარებლისთვის ასევე დიზაინერისთვისაც. დაფიქრდით, რამდენი მარტივი ფორმა არსებობს, რომელიც უკვე წარმოადგენს რაიმე სახის ნივთს ან ასოციაციას რაიმე ქმედებასთან და ამის გათვალისწინებით დიზაინერებმა უნდა შექმნან რაღაც სრულიად უნიკალური, ისეთი გამოსახულება, რომელიც არ აგერევათ სხვაში. 

ვინმესთვის თავის დამახსოვრება განსაკუთრებით რთულია ციფრულ სამყაროში, მაშინ როდესაც ყოველდღე ახალი კომპანია ფუძნდება და კონკურენცია დღითიდღე იზრდება. თქვენ გიწევთ კონკურენცია ინფორმაციის დიდ ნაკადებთან, ამიტომ  თქვენი ლოგო უნდა იყოს ორიგინალური და გამორჩეული, რათა არ დაიკარგოს და გახდეს მარტივად დასამახსოვრებელი.  

მარტივი ლოგო

2. უნდა გამოიყურებოდეს როგორც მყარი კონსტრუქცია

სტრუქტურის საიმედოობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. წარმოიდგინეთ, რომ გრაფიკული ფორმა არის მატერიალური კონსტრუქცია. მყარად დადგება? არის  დაბალანსებული? სიმეტრიული? 

ხალხს იზიდავს სიმბოლოები, რომლებიც კარგად არის ორგანიზებული, გასწორებული და სიმეტრიული. სტრუქტურული საიმედოობა უტოლდება გააზრებულ დიზაინს, რასაც თავის მხრივ მივყავართ სრულყოფილებამდე. კომპანიების უმეტესობას კი სურს , რომ იდეალურად გამოიყურებოდეს.

გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს იზიდავთ "საიმედო" და ნაცნობი ფორმები  სიახლისკენ ლტოლვა მაინც აუცილებელია, განსაკუთრებით განსაკუთრებით დღეს არსებულ კონკურენტულ გარემოში.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — ლოგო უნდა იყოს ახალი და საიმედო.  მაშ ასე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ლოგო იყოს : აზრიანი, მარტივი და ამავდროულად უნიკალური? პასუხი ერთია — დაუთმეთ მის შემუშავებას ბევრი დრო და მოახდინეთ მისი კონცეპტუალიზაცია. 

თუ ლოგოს არ აქვს მკაფიო სტრუქტურა, დიდი შანსი  იმის, რომ კომპანია მომხმარებლებს თვალში სუსტად გამოიყურებოდეს.

logo

3. ლოგო უნდა მოსწონდეს პროექტის შემქმნელს

ლოგო კომპანიების დამფუძნებლისთვის ძალიან ძვირფასი რამა, რის გამოც მისი დამზადება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. 

საქმე წინასწარ განწირულია თუ არ არის კომუნიკაცია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ლოგოს შექმნის პროცესის სტრუქტურირება. იმისთვის, რომ დიზაინერმა დახატოს ის, რაც დამკვეთს მოეწონება საჭიროა მუდმივი და სწორი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა. 

პოლ რენდის მიერ შექმნილი NeXT ლოგო, რომელიც მან 1986 წელს სტივ ჯობსს 100000 დოლარად მიჰყიდა (230 000 დოლარი დღეის მდგომარეობით).

იმისთვის, რომ განსხვავებული გემოვნების გამო არ მოხდეს დედლაინების დარღვევა დიზაინერმა პატივი უნდა სცეს დამკვეთის გემოვნებას და შეხედულებებს, ხოლო დამფუძნებელმა პატივი უნდა სცეს დიზაინერის დროს.

დიზაინერმა უნდა დაარწმუნოს  დამკვეთი იმაში, რომ მისი ნამუშევარი პასუხობს მის ყველა მოთხოვნას. დიზაინი ყოველთვის შედგება შემოქმედებისა და დარწმუნებისგან. დიზაინერს უნდა შეეძლოს თავის  შემოქმედების, აზრის გაყიდვა. 

მარტივი

4. ლოგო უნდა გამოირჩეოდეს

კარგი ლოგოები ძირითადად არიან: ორაზროვანი, დამაინტრიგებელი და ყველასგან გამორჩეულები. ზოგი ფიქრობს, რომ ლოგო სიტყვასიტყვით უნდა გადმოსცემდეს პროდუქტს ან მომსახურებას, მაგრამ ეს ასე არ არის.

​არავინ არ უნდა შეხედოს ლოგოს და ზუსტად მიხვდეს რას აკეთებს კომპანია.

გახსოვდეთ: თუ თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ სხვადასხვა აბსტრაქტული ფორმები და ამასთან ერთად შეინარჩუნოთ სიმარტივე და ორაზროვნობა, მაშინ თქვენი ლოგო არ დარჩება შეუმჩნეველი. 

მთავარი ის არის, რომ ადამიანებს უყვართ იდუმალება და სიახლე. თუ თქვენ შეძლებთ შექმნათ ლოგოს ისეთი დიზაინი, რომელიც მიიპყრობს და შეაჩერებს ადამიანების ყურადღებას, მაშინ მისია შესრულებულია, რადგან თქვენ უკვე დაიკავეთ ადგილი მათ გონებაში. 

გამორჩეული დიზაინი, რეკლამა და ისტორია ყოველთვის ვირუსულად ვრცელდება

აი როგორ მუშაობს ბიზნესი: ადამიანები ხედავს ან იყენებს რაღაცას, შემდეგ ეუბნება მეგობრებს ისინი კი ტავის მხრივ აწოდებენ ამ ინფორმაციას სხვებს - სწორედ ასე ვრცელდება ვირუსული კონტენტი. 

რეკლამის შემქმნელები არ ჩამოთვლიან მხოლოდ პროდუქტის მახასიათებლებს და არ გეტყვიან მხოლოდ იმას თუ რატომ უნდა იყიდოთ იგი - ისინი ქმნიან რაღაც სახალისოს, საინტერესოს, დრამატულს და ძლიერს, რათა მაყურებლებს თავად გაუჩნდეთ მისი გაზიარების სურვილი. 

​ამ გზით ისინი თავს არიდებენ იმ აზრს, რომ კომპანია ცდილობს მხოლოდ დაგარწმუნოთ, იყიდოთ რაიმე მხოლოდ საკუთარი მოგებისთვის.

მარკეტერები ქმნიან გასართობ, მიმზიდველ კონტენტს, რომელშიც კომპანიის ლოგო ძირითადად გამოდის ბოლო მომენტში, რადგან შექმნან ქვეცნობიერი კავშირი მოყოლილ ისტორიასა და ბრენდს შორის.

როდესაც ლოგო იმდენად საინტერესოა, რომ ის მკვეთრად გამოირჩევა სხვებისგან -  ეს კარგია ბიზნესისთვის. ხალხი საუბრობს FedEx-ის ლოგოზე და მათ საინტერესო სარეკლამო კამპანიაზე, რადგან ის მიმზიდველი და გამორჩეულია. კრეატიულობა და ორი მნიშვნელობის ერთ ფორმაში მოქცევის უნარი შესანიშნავი გზაა რაიმე დამაინტრიგებელი და დასამახსოვრებლის შესაქმნელად. 

ასევე ლოგოს პოლისემია (მრავალმნიშვნელიანობა) მისი დიდხანს სიცოცხლის გარანტია.

როდესაც კომპანიის ლოგო არ ასახავს რაიმე კონკრეტული პროდუქტს/მომსახურებას მაშინ თქვენ აღარ მოგიწევთ ახალი პროდუქტის დამატებისას მისი შეცვლა. ამის კარგი მაგალითია Apple-ის ლოგო.

კარგი ლოგო

ამ კრიტერიუმების გარდა კარგი ლოგოს შესაქმნელად საჭიროა კომპანიამ მეტი დრო დაუთმოს კარგი დიზაინერის შერჩევას და მის პოვნის შემდეგ მისცეს მას თავისი საქმის კეთების საშუალება. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

როგორ შევქმნათ კარგი ლოგო?

სხვა სიახლეები