ლოგოს შექმნა - რა ეტაპებს გადის ლოგო დამზადებამდე

ლოგო კორპორატიული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ასახავს კომპანიის იმიჯს, განასხვავებს მას კონკურენტებისგან და ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობას. ადამიანების უმრავლესობასაც  პირველ რიგში  სწორედ კომპანიის  ლოგოს იმახსოვრებენ.  ეს ნიშნავს, რომ ეფექტური ლოგოს შექმნა ბიზნეს საკვანძო ამოცანაა.  

ლოგოს შექმნისას პირველი რიგში უნდა შეარჩიოთ მისი ტიპი. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით ლოგო იყოფა 3 ჯგუფად:

  1. მხოლოდ ფონტი (ტექსტური);
  2. გრაფიკა;
  3. ფონტი + გრაფიკა (კომბინირებული). 

მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა და 99designs - ის რედაქტორმა ლოგო 7  ტიპად  დაყო: 

მხოლოდ ფონტი

ტექსტური ლოგო არის ასოებით გამოხატული ბრენდის იმიჯი. მას არ აქვს  გრაფიკული კომპონენტი. ბიზნესის მასშტაბებიდან და დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, ფონტი შეიძლება შეიქმნას ნულიდან ან შერჩეული უკვე არსებული. მეორე შემთხვევაში, უმჯობესია არ გამოიყენოთ ძალიან გავრცელებული ფონტები.

თავის მხრივ ფონტიანი ლოგო იყოფა ორ ტიპად:

  1. აბრევიატურა (სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ორი ან რამდენიმე სიტყვის შემოკლებას);
  2. მონოგრამა (ორი ან რამდენიმე ასოსაგან შეთხზული ნიშანი).

ბევრ კომპანიას აქვს გრძელი სახელები, რომლებიც შედგება რამდენიმე სიტყვისგან. მათი მთავარი მინუსი დამახსოვრების სირთულეა. გარდა ამისა, ლოგოში 3-4 სიტყვისგან შემდგარი სახელის გამოყენება საკმაოდ რთული ამოცანაა. მსგავსი ლოგო ბილბორდზე შეიძლება ლამაზად ჩანდეს, მაგრამ სავიზიტო ბარათზე მისი გარჩევა არც ისე მარტივი იქნება.

სწორედ ასეთი შემთხვევების დროს იყენებენ კომპანიები სახელის აბრევიატურებს.  ეს ტექნიკა ხელს უწყობს როგორც ლოგოს ესთეტიური მხარის გაუმჯობესებას ასევე სახელიც უფრო მარტივი დასამახსოვრებელი ხდება.  NASA, IBM, P&G, HP  და უამრავი სხვა ბრენდი იყენებს  თავიანთი სახელების აბრევიატურებს ლოგოში, რადგან აბრევიატურები გრძელი სახელების შემოკლების პოპულარული მეთოდია მთელ მსოფლიოში.  

ლოგო

სიტყვები

ასეთი ლოგოები ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც კომპანიას აქვს მკაფიო, ადვილად წარმოსათქმელი სახელი, რომელიც შედგება ერთი არც თუ ისე გრძელი სიტყვისგან.  
სხვადასხვა ფონტის და ფერების კომბინაციით შეგიძლიათ ლოგო ბრენდის გარკვეული თვისებების ხაზგასასმელად გამოიყენოთ.  ამ ტიპის ლოგოს მაგალითებია: BRAUN, MANGO, VISA, Google და ა.შ.

გრაფიკული ლოგოები 

არსებითად, ეს არის გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც განსხვავდება სტილით და, რაც მთავარია, სიუჟეტში. ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, ყველა სახის გრაფიკული  ლოგოები იყოფა სამ ჯგუფად.

1. ფოტო-ვიზუალური ლოგოები 

ასეთი ლოგოების დიზაინი არის გრაფიკა მისი სუფთა სახით. თუმცა, შეუძლებელია ამ ტიპის ლოგოს მხოლოდ სურათი ეწოდოს. მიუხედავად აშკარა სიმარტივისა, მას აქვს ღრმა მნიშვნელობა, ასახავს ბრენდის მთავარ იდეას და ხასიათს, იზიდავს სამიზნე აუდიტორიას და იწვევს მათში სწორ ემოციებს.
გრაფიკული ლოგოების უპირატესობა მათი დამახსოვრების და ცნობადობის სიმარტივეშია.  ამ ტიპის ლოგოებია:  Apple,  World Wildlife Fund, The Rolling Stones, Playboy და სხვა. 

2. აბსტრაქცია

ამ ტიპის ლოგო დაფუძნებულია არა რომელიმე სიმბოლოზე (ვაშლი, ჩიტი, პანდა), არამედ აბსტრაქტულ სურათზე. ყველაზე ცნობილი ბრენდები, რომლებმაც აირჩიეს ამ ტიპის ლოგო არიან: პეპსი თავისი სამფეროვანი წრით და Nike თავისი Swoosh-ით, რომელიც 1971 წლიდან თითქმის უცვლელი დარჩა.
აბსტრაქტული სურათების უდავო უპირატესობა  უნიკალური ვიზუალური გამოსახულების შექმნის შესაძლებლობაა. ფორმისა და ფერის გონივრულად გამოყენებით, შეგიძლიათ ლოგოში ჩართოთ, როგორც ბრენდის ხასიათი, ასევე პოზიციონირება და იდეოლოგიის სხვა კომპონენტები. 

ლოგოები

3. მასკოტები (ბრენდის თილისმა)

დახატული ადამიანი, ცხოველი ან ზღაპრული პერსონაჟი უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან, ქმნის სწორ განწყობას და იწვევს დადებით ემოციებს. როგორც წესი, ასეთ ლოგოებს იყენებენ კომპანიები, რომელთა სამიზნე აუდიტორია ბავშვებიანი ოჯახებია. მაგრამ სხვა ჯგუფებში დროდადრო შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი სიმბოლოს მქონე ლოგოები.  გაიხსენეთ MICHELIN-ის საბურავის კაცი ან  M&M -ის შოკოლადის  პერსონაჟები, KFS. 

კომბინირებული ლოგოები 

ტექსტური და გრაფიკული ლოგოები

როგორები არიან ისინი? გამოსახულება + ასოები + აბრევიატურა + სიტყვა. ბევრი ბრენდი სწორედ ასეთ ლოგოს იყენებს:  Lacoste, Microsoft, Puma და სხვა. 

ტექსტურ-გრაფიკული ლოგოების უპირატესობა ის არის, რომ მასში შემავალი ეს ორი ელემენტი მჭიდროდ კავშირშია ერთმანეთთან, რაც მას უნიკალურ და მარტივად დასამახსოვრებელი იერს სძენს. სურათი იპყრობს ყურადღებას, ტექსტი კი აწვდის  ინფორმაციას კომპანიის შესახებ. ამის წყალობით ლოგო მაშინვე იწყებს ბრენდთან ასოცირებას.

ლოგო

ემბლემა

ზემოთ განხილული ტექსტურ-გრაფიკული ლოგოებისგან განსხვავებით, ემბლემა აგებულია გერბის პრინციპით, რომლის მიხედვითაც წარწერა  გამოსახულების შიდა მხარეს ექცევა . ეს ლოგოები საკმაოდ უნივერსალურია. მათ იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Harley-Davidson, Warner Bros, Harvard, NFL, Alfa Romeo , Porsche და სხვა ცნობილი ბრენდები. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

ლოგოს შექმნა - რა ეტაპებს გადის ლოგო დამზადებამდე

სხვა სიახლეები