2021 წლის ბრენდინგის 7 ყველაზე კრეატიული მიმართულება
ბრენდინგი არის ის, რაც პროდუქტს/მომსახურებას ნამდვილ ბრენდად აქცევს.
ბრენდის მთავარ მიზანს საზოგადოებაში საკუთარი პროდუქტის/მომსახურების მიმართ განსხვავებული და გამორჩეული ასოციაციები შექმნა წარმოადგეს.
დღეს, მარკეტინგის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება ბრენდი და ბრენდინგი, ამიტომაც ბრენდების მსგავსად, ბრენდინგის ტენდენციები დროდადრო უნდა განახლდეს, რომ არ დაიკარგოს მისი რეალობასთან კავშირი.
ბრენდინგისას აუცილებელია, წინასწარ შეიქმნას ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგია, რომელსაც შემდეგ ეტაპებზე დაეყრდნბით, ხოლო ამ ეტაპის დაწყებამდე თქვენ უნდა იცოდეთ ბრენდინგის ყველა ის ახალი მიმართულება, ტენდენცია რომელიც 2021 წელს გელოდებათ.
იმისათვის, რომ ახალი წლიდან თქვენ აუდიტორიიასთან კავშირი წარმატებით გაძლიეროთ გაეცანით 2021 წლის ბრენდინგის 7 ყველაზე კრეატიული მიმართულებას:
1. დაამატეთ სახე ბრენდის სიმბოლიკაში
ადამიანებს სიამოვნებთ სხვა ადამიანების თვალიერება, ყურება- განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ბოლო დროს ბრენდის დიზაინერებმა შეამჩნიეს ეს ტენდენცია და ამიტომაც დაიწყეს ბრენდის სიმბოლიკაში ადამიანების სახეების გამოყენება. ეს მიდგომა ბრენდის ჰუმანიზებას ახდენს, რაც თავის მხრივ მის მიმართ ნდობის დონეს ამაღლებს.
კომპანიები ამ ტენდენცის განხორციელების დროს ხშირად იყენებენ რეალური ადამიანების სხაეებს. ეს მეთოდი არამარტო საბოლოო იერსახის უკეთ წარმოჩენის საშუალებას იძლევა, არამედ შესაძლებლობას გაძლევთ სხვადასხვა მხატვრულ სტილს გამოყენებით უკეთესად დახასიათოთ, გადმოსცეთ თქვენი ბრენდის სტილი, ხასიათი.
2. "უცნაური" სტილი quirky art
თუ თქვენ სამიზნე აუდიტორიას ახლაგაზრდები წარმოადგენენ, მაშინ ეს სტილი თქვენთვისაა. მსგავსი სტილი ხაზს უსვავს თქვენი ბრენდის უნიკალურობას. უნიკალური გამოსახულების, განსაკუთრებით საყვარელი, მხიარული ან ახირებული პერსონაჟების გამოყენება - ბრენდს ადვილად დასამახსოვრებელს და ცნობადს გახდის- ეს ორი მახასიათებელი კი კარგი ბრენდინგის ქვაკუთხედია.
ამ სტილის შესაქმნელად ყველაზე ხშირად ბრენდები ხელით ნახატ ილუსტრაციებს იყენებენ.რა შეუსინდეთ ექსპერიმენტებს.
პოპულარობით სარგებლობენ ლამაზად ჩაცმული ანთროპომორფული ცხოველები.
3. გამოიყენეთ უჩვეულო ფერები
ტრადიციული ბრენდინგის წესები ამბობს, რომ უნდა გამოიყენოთ მარტივი და თანმიმდევრული ფერები, რადგან მომხმარებლებისთვის გარკვეული ფერები სწორედ კონკრეტულ ბრენდებთან ასოცირდება- ეს სიმართლეა, მაგრამ მსგავსი მიდგომა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. რა უნდა ქნათ, თუ თქვენი ბრენდის ხასიათის გადმოსაცემად გჭირდებათ რთული და მრავალფეროვანი ფერთა გამა ? გამოსავალი ერთია- ბრენდის ფერის პალიტრის გაფართოება, მრავალფეროვან- არაჩვეულებრივ ფერთა კომბინაციების შექმნაა.
2021 წელს თამამი და ძლიერი ფერები თვითგამოხატვის საშუალება გახდება.
სულ უფრო მეტი და მეტი ბრენდები დაიწყებენ არატრადიციული, არაბუნებრივი ფერების ტესტირებას. მსგავს ფერებს ბრენდზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლიათ.
4. იქონიეთ მკვეთრი პოზიცია- მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით
მოდი პირდაპირ ვთქვათ: თანამედროვე სამყაროში ბევრი ცუდი რამ ხდება და კომპანიებსაც, როგორც ადამიანებს უკვე უჭირთ ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა. მომხმარებლები ელოდებიან, რომ მათ მიერ არჩეული ბრენდები დაიკავებენ და გამოხატავენ მკაფიო პოზიცებს, მნიშვნელოვან სოციალურ, ეკოლოგიურ თუ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2021 წლის ბრენდინგის ერთ-ერთი ტენდენციაა მნიშვნელოვანი საკითხისადმი პოზიციონირება, რადგან ბრენდები, რომლებიც არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას კარგავენ აქტუალობას. უფრო მეტიც, კარგი იქნება თუ თქვენს პოზიციას ბრენდის იდენტურობის ნაწილად აქცევთ, რათა ხალხმა იცოდეს რისთვის იბრძვით.
ისაუბრეთ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში. ეს მუშაობს ისევე, როგორც კომუნიკაცია პოპულარულ ფიგურასთან, რომელსაც გარკვეულ საკითხებში მისი გულშემატკივრების დამოკიდებულებას და აზრს იზიარებს.
ბრენდის დიზაინი ასევე უნდა ასახავდეს თქვენ პოზიციას. მაგალითად გამოიყენეთ მწვანე ფერები ეკო სისტემის მხარდასაჭერად, აჩვენეთ მომხმარებლებს თქვენი პოზიცია სხვადასხვა სახის კონტენტის( ფოტო, ვიდე და სხვა) გამოყენნებით.
5. გამოიყენეთ გეომეტრიული ფიგურები
2021 წლის ბრენდინგის ერთ-ერთი საოცარი ტენდენცია- გეომეტრიის თქვენი ბრენდის უნიკალურობის ასამაღლებლად გამოყენებაა. ეს სტილი პასუხობს ადამიანების სწრაფვას წესრიგისკენ. გეომეტრიული ფორმები არ ცვლის ლოგოს ან მთავარ გამოსახულებას. მისი მეშვეობით ხდება დიზაინისთვის დამატებითი სიღრმის, აბსტრაქტულობის და მიმზიდველობის შეძენა.
6.უხეში, არასრულყოფილი სტილი
გარკვეული აუდიტორიისთვის სრულყოფილება არასრულყოფილებაშია. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელ მოსწონს: ასიმეტრია, არასტანდარტული ფიგურები, კარიკატურები, არასტანდარტული გამოსახულებები, ხაზები.
განზრახ არასრულყოფილი ბრენდის დიზაინი, რომელიც ჩვეულებრივ ილუსტრაციებთან და ხელნაწერ ტიპოგრაფიასთან არის შერწყმული.
ეს ტენდენცია შეიქმნა , როგორც სრულყოფილი დიზაინის ალტერნატივა. თუ თქვენი კომპანია მიზნად ისახავს არასტანდარტულ ბაზრებზე გასვლას, მაშინ თავის დასამკვიდრებლად ბრენდინგის ეს ტენდენცია თქვენთვისაა.
7. შესთავაზეთ მომხმარებლებს შთამბეჭდავი გამოცდილება
ბრენდინგი არ არის მხოლოდ თქვენი ლოგო, ვებსაიტი ან პროდუქტის შეფუთვა. 2021 წელს ხალხს სურს არა მხოლოდ კარგი პროდუქტი/მომსახურება, არამედ ასევე შთამბეჭდავი გამოცდილებაც. თუ გსურთ ნამდვილად მოხიბლოთ თქვენი მომხმარებლები, მიეცით მათ ის რაც სურთ.
ონლაინ შოპინგის ზრდასთან ერთად პროდუქტის შეფუთვა უფრო მნიშვნელოვანი გახდა. 2021 წელს ბრენდები და დიზაინერები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეფუთონ თავიანთი პროდუქცია ისე, რომ მომხარებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინონ. როდესაც მომხმარებელი შეკვეთას იღებს და იწყებს მის გახსნას ამ დროს უმცირეს დეტალსაც კი შეუძლია მასზე დიდი ზეგავლენის მოხდენა.
გააოცეთ თქვენი მომხმარებლები - ბედნიერი მომხმარებელი წარმატებული ბრენდი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01