10 გრაფიკული დიზაინერი თქვენი შთაგონებისთვის!
თუ თქვენ ხართ გრაფიკული დიზაინერი და ეძებთ შთაგონების წყაროს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც შთაგოგონებენ თავიანთი ნამუშევრებით და რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თანამედროვე დიზაინში.
1. ედი ოპარა (Eddie Opara)
მისი მრავალფეროვანი დიზაინი მოიცავს: სტრატეგიის, დიზაინის და ტექნოლოგიის ერთობლიობას. მის ნამუშევრებს შორის არის: ინტერაქტიული ინსტალაციები, ვებ საიტები, მომხმარებლის ინტერფეისები და პროგრამული უზრუნველყოფები, საფირმო სტილი, პუბლიკაციები, შეფუთვები და დიზაინ გარემო. 2010- წელს ის როგორც პარტნიორი შეუერთდა ნიუ-ორკის Pentagram -ის ოფისს.
2. სტეფან ზაგმეისტერი (Stefan Sagmeister)
ზაგმაისტერი – წარმატებული გრაფიკული დიზაინერი, ტიპოგრაფი და წარმატებული დიზინერული კომპანიის Sagmeister & Walsh -ის დამფუძნებელია (2012 ნიუ-იორკი) . მისი კლიენტები არიან:Rolling Stones, HBO, და გუგენჰაიმის მუზეუმი. ზაგმაისტერი ცნბილია თავისი კომპანია AIGA- ს პოსტერებით (მან მოიხატა მთელი სხეული და შემდეგ ფოტო გადაიღო) .
3. მილტონ გლეიზერი (Milton Glaser) მილტონ გლეიზერი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერი. ის არის პირველი გრაფიკოსი დიზაინერი, რომელმაც ხელოვნების ნაციონალური ჯილდო მიიღო (2009 წელს) . გლეიზერი – არის ჟურნალ «ნიუ-იორკის» ერთ ერთი დამფუძნებელი. მისი შექმნილია ლოგო- “I love NY".
4. ჩიპ კიდი (Chip Kidd) კიდი ცნობილია - წიგნების გარეყდების დიზაინის შექმნით. მისი ნამუშევრები Alfred A. Knopf- ისთვის, სადაც მას არტ-დირექტორის პოზიცია უჭირავს გახდა რევოლუციური მთელი ამერიკული წიგნების დიზაინებისთვის. Time Out New York _«წიგნების დიზაინის ისტორია შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად: ჩიპ კიდამდე და მის შემდეგ».
5. პაულა შერი (Paula Scher)
მისი შემოქმედება შედგება საფირმო სტილის დიზაინის, სარეკლამო მატერიალების, ეკო გრაფიკების, შეფუთვების დიზაინისა და პუბლიკაციებისგან ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან: New York Times Magazine, Target, Tiffany & Co., და Citibank. 2000 წელს მან მიიღო Chrysler-ის ჯილდო ინოვაციური დიზაინისთვის.
6. ელვინ ლასტიგი (Alvin Lustig)
ლასტინგი – ამერიკული წიგნების, გრაფიკის და ფონტების დიზაინერი. მისი დიზაინი არის თანამედროვე და ორიგინალური. ის მუშაობს წიგნების, ჟურნალების,ინტერიერის და ტექსტილის დიზაინზე. ის არის არტ-დირექტორების კლუბის წევრი.
7. მაიკლ ბიერუთი (Michael Bierut)
ბეირუთი სათავეში ჩაუდგა გრაფიკული დიზაინერების გუნდს, რომლებიც მუშაობენ -საფირმო სტილის, გარემოს დიზაინის და პრესის დიზაინზე კომპანია Pentagram- ში, ამ ფირმას ის,როგორც პარტნიორი 1990 წელს შეუერთდა. მას გრაფიკული დიზაინის სფეროში უამრავი ჯილდო აქვს აღებული, ხოლო მისი ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების და Peter Cooper-ის სახელობის დიზაინის მუზეუმების სამუდამო ფლობელობაშია.
8. დევიდ კარსონი (David Carson)
კარსონი ცნობილია თავისი გრაფიკული დიზაინის სტილით და ფონტის განლაგებით. მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია.
9. ლილიან ბასმენი (Lillian Bassman)
ბასმენი იყო ფოტოგრაფი, არტ დირექტორი, მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი. მან დიდი წვლილი შეიტანა მოდური ფოტოების გადაღებაში და ახალი სტილის ჩამოყალიბებაში მისი სტილი თანამედროე გრაფიკულ დიზაინში, კერძოდ Junior Bazaar- ის გამოცემებში დღესაც იგრძნობა.
10. ჟაკლინ კეისი (Jacqueline Casey)
კეისი ცნობილი გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შექმნილი პოსტერებით. მის ნამუშევრებში არის სანახაობრივი სურათები და თამამი ტიპოგრაფია. ის ასევე ცნობილია ტიპოგრაფიული სიტყვათა თამაშით და ვიზუალური კალამბურებით.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01