რისთვის არის საჭირო ბრენდის პლატფორმა?

ბრენდის პლატფორმა - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ მახასიათებლებს, რომლებიც განასხვავებს ბრენდს მისი კონკურენტებისგან. ის მოიცავს ბრენდინგს, კორპორატიულ იდენტობას, გაყიდვის უნიკალურ შეთავაზებას, კონკურენტულ უპირატესობას, პოზიციონირებას, ბრენდის ენას, სამიზნე აუდიტორიის აღწერას, ბრენდის მისიას და ღირებულებებს.

რისთვის არის საჭირო ბრენდის პლატფორმა?

ბრენდის პლატფორმა არის ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლიათ მთელი თქვენი ბრენდის ინფორმაციის კონცენტრირება ერთ ადგილზე. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ შეხედოთ თქვენ კომპანიას გარედან და მკაფიოდ იფიქროთ განვითარების ვექტორებზე. დროდადრო ბრენდის პლატფორმის მითითებით, შეძლებთ თქვენი ქმედებებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესაბამისობას ბრენდის იდეალებთან და მისიასთან.
პლატფორმა დაგეხმარებათ განსაზღვროთ იდეები და შეტყობინებები, რომლებსაც ამა თუ იმ კამპანიის წარმოებისთვის გჭირდებათ და დაიცვან არჩეული ვექტორი (ან შეგნებულად შეცვალოთ იგი).
გარდა ამისა, ეს დოკუმენტი მოსახერხებელია ინვესტორების, პარტნიორების ან ახალი თანამშრომლების მიერ ბრენდის ძირითადი იდეების და მიზნების სწრაფად გასაცნობად.
პლატფორმაში არსებული დოკუმენტები შეტანილი უნდა იყოს კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომლის სამუშაო ბრიფში (ინფორმაციული ინსტრუქცია). საგულდაგულოდ, სწორად შემუშავებული ბრენდის პლატფორმით, მრავალი ორგანიზაციული პროცესი დაჩქარებაა შესაძლებელი.

მოდით გავიგოთ, რა ელემენტები შედის ბრენდის პლატფორმაში:

  • ბრენდის სახელი და ლოგო;
  • საფირმო სტილი;
  • სამიზნე აუდიტორიის აღწერა;
  • ბრენდის მისია;
  • ბრენდის მორალური ღირებულებები;
  • პროდუქტების ან სერვისების რაციონალური და ემოციური უპირატესობები კონკურენტების ანალოგებთან შედარებით;
  • ბრენდის ტონი ან ხმა, რომელიც განსაზღვრავს აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხასიათს;
  • კომპანიის ძირითადი ფუნქციები;
  • მიზნები, რომელთა მიღწევაც კომპანიას ბაზარზე  სურს;
  • კომპანიის კორპორატიული ღირებულებები.

ბრენდის პლატფორმა დამატებით შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ელემენტებს, რომლებიც დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის ზომაზე, ნიშაზე (B2B ან B2C) და ბაზარზე ყოფნის დროზე. თუ თქვენ ახლა იწყებთ ბიზნეს მაშინ ბრენდის მისიისა და ხედვის გაგება დიდ დროს და გულდასმით მუშაობას მოითხოვს.

Managing personal information - Explainer Video #1 | Interactive web  design, Explainer videos, Motion design animation

ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად, თქვენ უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები.

  1. გააანალიზეთ თქვენი კომპანია. შეეცადეთ მიუკერძოებლად შეხედოთ თქვენ პროდუქტებსა და სერვისებს, როგორ ატარებთ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს, SMM-ს, როგორ ურთიერთობთ მომხმარებლებთან. გაიხსენეთ, როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო თქვენი მიზანი - სწორედ ეს ინფორმაცი გახდება სამომავლო დოკუმენტის ფუნდამენტი.
  2. გააანალიზეთ თქვენი კონკურენტები. გაარკვიეთ, როგორ განსხვავდება თქვენი პროდუქტები და სერვისები, მიდგომები და ბიზნეს პრაქტიკა ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი ბრენდის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. ყურადღება მიაქციეთ ფუნქციონალურ განსხვავებებს , ანუ როგორ განსხვავდება პროდუქტები ემოციურ დონეზე - როგორი გამოცდილება აქვთ მომხმარებელს ბრენდთან ურთიერთობისას.
  3. განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია. გააანალიზეთ არსებული მომხმარებლები, მათი დემოგრაფიული მონაცემები- ასაკი, სქესი, გეოგრაფიული მდებარეობა, შემოსავლის დონე, ინტერესები და სხვა. სწორედ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული პოზიციონირება, ბრენდის ენა, რეკლამის მეთოდების შერჩევა და ა.შ.
  4. ჩამოაყალიბეთ ბრენდის ღირებულებები და მისია. გამოყავით ძირითადი იდეები, რომლებიც გამომდინარეობს წინა პუნქტებიდან. ბრენდის ღირებულებები- არის პრინციპები, რომლის მიხედვითაც კომპანია ახორციელებს თავის საქმიანობას, მორალური წესების ერთობლიობა, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს. ბრენდის მისია არის გლობალური მიზანი, რომლის მიღწევასაც კომპანია ცდილობს.
  5. შეარჩიეთ თქვენი ბრენდის ტონი. ეს არის ის,თუ როგორ ჟღერს თქვენი ბრენდი კომუნიკაციისას. მომხმარებლებთან კომუნიკაცია - ეს არის ლოგო, კომპანიის სახელი, სარეკლამო პოსტები, სერვისი ტექნიკურ მხარდაჭერა და ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ბრენდი თავის მომხმარებლებს ეკონტაქტება. ბრენდის ტონი ხელს უწყობს მომხმარებლებთან ერთ ტალღაზე ყოფნას. ის აერთიანებს კომპანიას და ადამიანებს, რომლებიც ამ კომპანიის პროდუქტით და მომსახურებით სარგებლობენ.
  6. მიეცით ყველანაირ ინფორმაციას დოკუმენტის სახე. ბრენდის პლატფორმა - ეს დოკუმენტია, რომელიც ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი. არაფერი ზედმეტი მხოლოდ საჭირო ინფორმაცია.

ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც სურს განვითარება უნდა შექმნას ბრენდის პლატფორმა, რომელშიც ასახავს მის მიერ წარმოებული პროდუქტის/მომსახურების სარგებელს და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს. მსგავსი პლატფორმა პირველი ნაბიჯია ბრენდის ჩამოყალიბებისთვის.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რისთვის არის საჭირო ბრენდის პლატფორმა?

სხვა სიახლეები

ტეგები: