X, Y, Z - თაობების თეორია - როგორ უნდა ესაუბროს ბრენდი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს
ბრენდის შექმნა პირდაპირ დამოკიდებულია აუდიტორიასთან მუშაობაზე, მის გემოვნებაზე, ინტერესებსა და შეხედულებებზე. იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი სტუდენტს ან მის ბებიას მიყიდოთ, უნდა გესმოდეთ, როგორ და სად იღებენ ისინი ინფორმაციას, რა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას, რა არის მათი მსოფლმხედველობის თავისებურებები.
ამ გაგების მისაღწევად, პირველ რიგში საჭიროა აუდიტორიის სეგმენტირება. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა 90-იან წლებში შემუშავებული უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუს "თაობის თეორია".
სწორედ ამ თეორიიდან წარმოიშვა Millennials, Xers, Boomers და სხვა კლასიფიკაციები. ყველა ეს სიტყვა არ არის მხოლოდ ადამიანის ასაკთან დაკავშირების საშუალება, არამედ ისინი თითოეული აუდიტორიის თავისებურების გაგების შესაძლებლობა.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ თაობებს შორის არსებულ განსხვავებებზე და მათთან მარკეტინგის ურთიერთქმედების შესახებ.
როგორ უნდა მიაწვდინოს ბრენდმა ხმა სხვადასხვა თაობის ადამიანებს
"თაობათა თეორია" არის უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუს მიერ შემუშავებული თეორია, რომელიც აღწერს თაობათა განმეორებად ციკლებს, მათ შორის განსხვავებებსა და ურთიერთდამოკიდებულებებს. თეორიაზე , შტრაუსმა და ჰოუმ პირველად 1991 წელს ისაუბრეს , როდესაც გამოქვეყნდა მათი ერთობლივი წიგნი, "თაობები" («Generations»).
ამ თეორიის მიხედვით, თაობები იცვლება იმავე პრინციპით, როგორც ადამიანის ცხოვრების ეტაპები.
შტრაუსისა და ჰოუს აზრით ადამიანის ცხოვრება იყოფა ოთხ ძირითად ეტაპად და ყოველი მათგანი მოიცავს ცხოვრების 20 წელს:
- "წამოდგომა" (Baby boomers): ინსტიტუტები ძლიერია, ინდივიდუალიზმი სუსტია;
- „გამოფხიზლება“ ( თაობა X): ინსტიტუციებს ეწირება ინდივიდუალიზმს;
- „რეცესია“ (მილენიალები Y ): ინსტიტუტები სუსტდება, ინდივიდუალიზმი ყვავის;
- "კრიზისი" ( თაობაZ ): ძველი ინსტიტუტები ინგრევა და ხალხი ისევ ერთიანდება ახალი ინსტიტუტების შესაქმნელად.
X, Y, Z თაობების თეორია მოგვითხრობს თითოეული თაობის შესახებ. რომელ ეპოქაში და რა სოციალურ- კულტურულ პირობებში დაიბადნენ, რა მსოფლმხედველობა აქვთ, რა არის მათი მთავარი ხასიათის თვისებები და თუ როგორ უნდა ვეკონტაქტოთ მათ სწორად.
აქ ასევე საჭიროა მცირე ნიუანსების დაჭერაც, მაგალითად კლასიფიცირება ანუ თაობათა ამგვარი დაყოფა პირობითია და ცხადია რომ მაგალითად 1992 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც წესით მილენიალად უნდა ჩავთვალოთ, სინამდვილეში მენტალური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ახლოს დგას 1997 წელს დაბადებულ Z თაობასთან ვიდრე იგივე 1980 წელს დაბადებულ მილენიალთან. ამ კლასიფიკაციის თანახმად თაობის სულისკვეთების გასაგებად საჭიროა ათვლის წერტილად ავიღოთ არა ინდივიდის დაბადების წელი, არამედ ის თუ ამ ინდივიდის ბავშვობა ანუ ცხოვრების პირველი ეტაპი (დაბადებიდან -20 წლამდე), თაობათა რომელ კატეგორიაზე მოდის.
ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ბოლო სამ თაობაზე, როგორც ყველაზე აქტიურ აუდიტორიაზე დღევანდელ რეალობაში.
თაობა Z
დაიბადნენ 1964-1983 წლებში
მათი ცხოვრება გზამკვლევის წარმოადგენს ფრაზა „როგორ გავხდეთ ბედნიერი“ . უნივერსიტეტი, სამუშაო, ქორწინება, იპოთეკა, შვილები - მათთვის არაფერი არაა ტვირთი.
X თაობის მახასიათებლები
სსრკ-ში გაზრდილ თაობა - ახასიათებთ კონსერვატიზმი და ინფანტილიზმი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანას იმ დროს ჰქონდათ ყალბი სტაბილურობის შეგრძნება.
X-ები ბავშვობიდანვე საკუთარი თავის იმედად არიან, ამიტომ ყველაფერში დამოუკიდებლობას არიან მიჩვეულები. X - თაობა მზადაა იმუშაოს და ააშენოს კარიერა პირადი წარმატების მისაღწევად. Baby boomers-გან განსხვავებით, მათ აღარ სჯერათ კოლექტიური მუშაობის და ნათელი მომავლის.
X-ები ისწრაფვიან სტაბილური ცხოვრებისკენ. იციან ფულისა და დროის ფასი. თითოეულ გადაწყვეტილებას იღებენ ფრთხილად და აუჩქარებლად. მათ როგორც წესი აქვთ რამდენიმე პროფესია. მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება მარტივად იმუშაონ ერთ ადგილას.
როგორ ვესაუბროთ თაობა X
ამ თაობის წარმომადგენლების უმრავლესობას შეეხო სსრკ-ში არსებული საქონლის დეფიციტი, რაც აისახა მატერიალური რესურსისადმი მათ დამოკიდებულებაზე. მათზე მარტივად მოქმედებს რეკლამა და ისინი მარტივად ეჯაჭვებიან ბრენდებს, მაგრამ შენაძენის გაკეთებამდე ყურადღებით ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის პროდუქტს/მომსახურებას, აანალიზებენ კონკურენტულ შეთავაზებებს და უპირატესობებს.
X თაობის აუდიტორიას მოსწონს გრძელი სარეკლამო ტექსტები, რომლებიც პასუხობენ კითხვებს: "რატომ უნდა ვიყიდო ეს" ? "რითი ჯობია ეს პროდუქტი/მომსახურება სხვისას"?
X-ების კომუნიკაციაში ჩასართავად, თქვენ უნდა დაარწმუნოთ ისინი პროდუქტის/მომსახურების კონკურენტულ უპირატესობაში, მის უნიკალურობასა და გამძლეობაში. ამისთვის ბრენდები თავიანთი რეკლამისთვის ხშირად იწვევენ ცნობილ და ავტორიტეტულ ადამიანებს.
ამ თაობისთვის ხმის მისაწვდენად საუკეთესო საკომუნიკაციო არხებია: ტელევიზია და რადიო, გაზეთები და ჟურნალები, ბილბორდები, იმეილით გაგზავნილი პერსონალური შეთავაზებები.
თაობა Y
დაიბადნენ 1985-2002 წლებში
მილენიალები მიჩვეულები არიან თავისუფლებას. მათი სამსახურში შენარჩუნება რთულია, მათ მუდმივი მოტივაცია სჭირდებათ. დაინტერესებულნი არიან თვითგანვითარებით, არ ჩქარობს ოჯახის შექმნას.
Y თაობის მახასიათებლები
თაობის თეორიის კვლევა ამბობს, რომ მილენიალები გაიზარდნენ და განვითარდნენ ინტერნეტისა და ტექნოლოგიური პროგრესის აღზევების, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დროს, ამიტომ ისინი უკვე ნაკლებად ეყრდნობიან სახელმწიფოს და უფრო მეტად დამოკიდებული არიან საკუთარ თავზე. მზად არიან სცადონ თავიანთი ძალები სხვადასხვა სპეციალობაში, აითვისონ ცოდნა სხვადასხვა ახალი სფეროდან.
Y თაობა აქტიურად მიჰყვება ტენდენციებს, არ ეშინია სიახლეების მეგობრობს ტექნოლოგიებთან და გაჯეტებთან.
მილენიალები შეიძლება იყვნენ კონსერვატიულები (მაგალითად, ოჯახურ საკითხებში), მაგრამ ამავე დროს ისინი აღარ არიან დამოკიდებული სტაბილურობაზე - მათ შეუძლიათ ადვილად დაშორდნენ მიჩვეულ ადგილს, წავიდნენ მოგზაურობაში, შეცვალონ სამუშაო და ჰობიც კი.
ამ თაობის წარმომადგენლები გამოირჩევიან მოქნილი აზროვნებით, ინფორმაციის სწრაფი დამუშავებით, სიამოვნებისკენ ლტოლვით, სულიერების ზრდისკენ , საკუთარი გარეგნობისა და ჯანმრთელობისადმი ყურადღების მიქცევით. ისინი ხელმძღვანელობენ დევიზით „აქ და ახლა“.
როგორ ვესაუბროთ თაობა Y
ამ თაობის ყურადღების მისაპყრობად თქვენ მომენტალურად უნდა შეძლოთ მათი გაოცება და საერთო ღირებულებების (გარეგნობა, ეკოლოგია, რომანტიკა, სულიერი განვითარება.) დანახება.
ამ თაობას არ ყავს ავტორიტეტები.მათ უფრო მეტად სჯერათ თავიანთ მეგობრებს, ვიდრე ცნობადი სახების. ისინი ენდობიან ბლოგერებს. შენაძენის გაკეთებამდე კითხულობენ პროდუქტის/მომსახურების შეფასებებს და ადარებენ სხვადასხვა შეთავაზებებს.
მაგრამ ზოგჯერ ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ იმოქმედონ სპონტანურ და მიიღონ ემოციური გადაწყვეტილებები, თუ ბრენდი ახერხებს მათი ყურადღების მიპყრობას.
მილენიალები არც თუ ისე ხშირად ახორციელებენ დიდ შესყიდვებს (ისინი უფრო იქირავებენ ბინას ვიდრე შეიძენენ), ისინი ყიდულობენ ტექნიკას, გაჯეტებს, სპორტულ სამოსს და ვიტამინებს (ძირითადად ყიდულობენ ონლაინ). რეკლამაში მათზე მოქმედებს ემოციური მესიჯები, ინოვაციები და არასტანდარტული გადაწყვეტილებები.
საუკეთესო საკომუნიკაციო არხები: ინტერნეტი და სოციალური ქსელები, მათ შორის ინტერაქტიული რეკლამაც.
თაობა Z
დაიბადნენ 2003-2023 წლებში
ინტერნეტის განვითარების წყალობით, ამ თაობის წარმომადგენლები ბევრად ჭკვიანები არიან, მათ ესმით ყოველგვარი ახალი ტენდენციები და სწრაფადვე ითვისებენ მათ.
ამ თაობას არ ეშინია ხმის ამოღების, საკუთარი აზრის ღიად გაცხადების, თავს არ არიდებს უთანასწორობაზე და სხვა მტკივნეულ თემებზე საუბარს.
თაობის Z მახასიათებლები
ეს თაობა პირდაპირი მნიშვნელობით დაიბადა სმარტფონით ხელში. ისინი სხვა თაობებზე უკეთ ერკვევიან ტექნოლოგიებში, ინფორმაციულ გარემოში, მომენტალურად ერკვევიან სახლებში, მალევე არკვევენ იმას, თუ რა მოსწონთ და რა არა.
კითხვას ურჩევნიათ აუდიო და ვიდეო კონტენტი. მათთვის რთულია დიდი რაოდენობით ინფორმაციის აღქმა. ოღონდ არა სიზარმაცის გამო, არამედ თანამედროვე სამყაროს განვითარების სწრაფი ტემპის გამო.
მათ აინტერესებთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია, დანარჩენზე დროს არ ხარჯავენ.
არიან ეგოცენტრულები და კომუნიკაბელურები, მათ ძირითადად საზოგადოების აზრი აინტერესებთ, მაგრამ არის ისეთებიც, რომელსაც არ აინტერესებთ სხვისი შეხედულებები. მათ მოსწონთ საკუთარი თავის გამოწვევა, ძალების გამოცდა. ისინი ისწრაფვიან სამყაროსკენ, სადაც არ იქნება დისკრიმინაცია, სადაც ყველა თანასწორი და თავისუფალია, სადაც ეკოლოგია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკა.
ფიქრობენ უფრო გლობალურად, ვიდრე სხვა თაობები. მათ სურთ სარგებელი მოუტანონ მსოფლიოსა და საზოგადოებას და არა მხოლოდ თავიანთ თავს.
როგორ ვესაუბროთ თაობა Z
ამ თაობის წარმომადგენლები ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტიდან იღებენ.
მატ მოსწონთ ვირუსული ვიდეო კონტენტი. შეუძლიათ წამებში შეიძინონ YouTube- ზე ან TikTok-ზე ნანახი ნივთი.
იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტი/მომსახურება ამ თაობის წარმომადგენელმა შეიძინოს რეკლამა უნდა იყოს ორიგინალური და დასამახსოვრებელი.
თუ თქვენი აუდიტორია თაობა Z -ა ჩაატარეთ კრეატიული გამოკითხვები, ჩაერთეთ ბლოგერები, გააკეთეთ რაიმე ახალი და მოულოდნელი.
საუკეთესო საკომუნიკაციო არხები: სოციალური ქსელები, თამაშები, გარე რეკლამა.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01