ბრენდის იმიჯის ელემენტები - რითი ექმნება პირველი შთაბეჭდილება მომხმარებელს?
ბრენდის იმიჯი არის მომხმარებლის მიერ თქვენი ბრენდის აღქმა, მათი ურთიერთქმედების საფუძველზე. ეს არის შთაბეჭდილება, რომელიც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს აქვთ კომპანიებზე.
კევინ კელერი განსაზღვრავს ბრენდის იმიჯს, როგორც აღქმას მის შესახებ, რომელიც ასახულია როგორც ასოციაციები მომხმარებელთა გონებაში.
მომხმარებლები იქმნიან შთაბეჭდილებას თქვენი ბიზნესისა და ბრენდის შესახებ სხვადასხვა ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა თანამშრომლების ჩაცმულობა, ვებ-გვერდი (ui/ux), სავიზიტო ბარათები, მაღაზიის სისუფთავე და სხვა.
მოგვწონს თუ არა, ხალხი მაინც აფასებს წიგნს ყდის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ თავად სავიზიტო ბარათი არ ყიდის, ის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ბრენდის მოსალოდნელ დაპირებაზე.
„სავიზიტო ბარათის ქონა თავისთავად აჩვენებს მომხმარებლებს, რომ თქვენ ხართ ბრენდი, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდონ“, - თქვა Forbes-მა.
ბრენდის პოზიტიურ იმიჯს შეუძლია გაზარდოს გაყიდვები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში, რაც გაზრდის ბრენდის ლოიალობას და გაზრდის განმეორებით გაყიდვებს. ბრენდის ლოიალობის ზრდა შექმნის ბარიერს კონკურენტებისთვის ბაზარზე შესვლისთვის. მაგალითად, Apple-ის ერთგული მომხმარებლები ვერ წარმოიდგენენ ვერცერთი სხვა გაჯეტის გამოყენებას.
ბრენდის იმიჯის შექმნა შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგალითად Coca-cola ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით დოლარს ბრენდის იმიჯის შესანარჩუნებლად. ასევე, მრავალი წლის განმავლობაში აგებული რეპუტაცია შეიძლება ერთ წამში დაიკარგოს, მაგალითად, ის ცნობილი მომენტი, როდესაც კრიშტიანო რონალდუმ მილიონობით მაყურებლის წინაშე კოკა-კოლას ნაცვლად წყალი აირჩია. კოკა-კოლამ დაკარგა მილიარდების ღირებულება.
ბრენდის იმიჯის შექმნა:
- მომხმარებლის ანალიზი, შედეგად - ბრენდის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა;
- რითი გამოირჩევა - რა პროდუქტს ქმნის, რისთვის, რატომ და მიზანი რა არის;
- მარკეტინგული სტრატეგიის დაწერა, რომელიც შედგება ბრენდის დანაპირებებისგან, მესიჯებისგან, რომელიც გზას უკვალავს კომპანიას მომხმარებლის გულებამდე.
ბრენდის იმიჯის ელემენტები
მატერიალური ელემენტები:
- გაყიდული პროდუქტი/სერვისი;
- რეკლამა;
- მარკეტინგული კომუნიკაციები;
- სახელი და ლოგო;
- შეფუთვა და ეტიკეტი;
- თანამშრომლები;
- ოფისი.
არამატერიალური ელემენტები:
- კორპორატიული კულტურა;
- მედია რეპორტები;
- კორპორატიული პერსონალი - რწმენა, იდეალები, ქცევა.
რას ქმნის ბრენდის იმიჯი ორგანიზაციისთვის?
- ზრდის ცნობადობას;
- Word of mouth;
- ზრდის შემოსავალს.
რას ქმნის ბრენდის იმიჯი მომხმარებლისთვის?
- თავდაჯერებულია ადამიანი თავისი შენაძენის სისწორეში;
- ნაკლებ დროს ხარჯავენ შესაფერისი პროდუქტის შერჩევაში;
- დაზღვეულია იმედგაცრუებისგან;
- საზოგადოებაშიც მიღებულია მისი გადაწყვეტილება.
ბრენდის ელემენტები
სახელი - სალაპარაკო ელემენტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ფრაზებს, ასოებს, ციფრებსა და სიტყვებს. მაგალითად: Pepsi, 7Up, Reebook, Nokia. სახელის მოფიქრების პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. მას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ ბრენდის სახელის ვარიანტები კარგად უნდა გამოიკვლიოთ.
ლოგო - ცნობილი როგორც ბრენდის ნიშანი. ეს არის ვიზუალური ელემენტი, შეიცავს ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც განიხილება პროდუქტისა და სერვისის იდენტიფიკაციის ღირებულ საშუალებად, რომელიც ქმნის ბრენდს. ამასთან ერთად, ლოგო შეიძლება იყოს აბსტრაქტული დიზაინი, როგორიცაა Rolex Crown ან სავაჭრო ნიშანი, როგორიცაა Kit Kat.
URL - ნიშნავს ვებ მისამართს. უმეტესად აგებულია იმაზე, თუ რა არის ბრენდი ან მისი სახელი, რათა დააკავშიროს მომხმარებელი თქვენი კომპანიის მიერ გაზიარებულ კონტენტთან.
პერსონაჟი - ორი ტიპისაა: ანიმაციური, როგორიცაა ჩესტერ ჩიტა და ცოცხალი მოქმედების ფიგურები, როგორიცაა რონალდ მაკდონალდი. ისინი ნაჩვენებია რეკლამის სახით. პერსონაჟები მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის, რადგან ისინი მარტივად იპყრობენ ყურადღებას.
სლოგანი - ფრაზა, რომელიც გამოხატავს თქვენი ბრენდის ვაიბებს. ის აძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას. ის სიტყვები, რომელსაც აარჩევთ უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის ინტერესებს. მაგალითად, Apple-ის სლოგანი: “Think Different”, რომლის მთავარი იდეაც არის ინოვაციები.
Jingles - ცნობილი, როგორც ბრენდის ხმა. ჯინგლები მიზნად ისახავს ბრენდის მნიშვნელობისა და სარგებლის ირიბად გადმოცემას, რათა გამოიწვიოს გარკვეული გრძნობები შეთავაზებული პროდუქტებისა თუ სერვისების მიმართ. "I'm lovin it" არის მაკდონალდსის ჯინგლის ცნობილი მაგალითი, რომელიც დიდიხნის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ხალხის გულში. ეს მიუთითებს იმ წარმატებაზე, რომელსაც მაკდონალდსმა მიაღწია ხალხის აზრებსა და ქმედებებზე ზემოქმედების კუთხით.
შეფუთვა - პროდუქტის შეფუთვა არის დიზაინის პროცესი. შეფუთვის კომპონენტები ფრთხილად უნდა იყოს შერჩეული მარკეტოლოგების მიერ.
ბრენდის ელემენტები ყველა ერთად მუშაობენ ბრენდის იდენტობისა და ცნობადობის შესაქმნელად. თითოეული ელემენტი არჩეულია სხვა ელემენტებთან შესაბამისობაში და ბრენდის საერთო იმიჯის შესასრულებლად.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01