მარკეტინგის ახალი ერა- ბიზნესის გაციფრულება​ 

ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა ბევრი კომპანია დააყენა არჩევანის წინაშე "ან გააკეთე - ან დაიხურე". მსგავსმა ვითარებამ  და ოპტიმალური გამოსავლის ძიებამ ბიზნესი "აიძულა" ახლებურად შეეხედა თავისი საქმიანობისთვის. პირველი რაც ამ დროს გაირკვა იყო ის, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებაში ბიზნესს გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა აქვს - ეს სწრაფი რეაგირების და გადაწყობის უნარია, რაც  დღეს ბიზნესის გაციფრულების გარეშე შეუძლებელია. 

რას ნიშნავს ბიზნესის გაციფრულება? 

გაციფრულება - ეს არის ბიზნესის ღრმა ტრანსფორმაცია, რომელიც გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის, კომპანიის პროდუქტიულობის გაზრდისთვის და მომხმარებელთა ურთიერთქმედების გაუმჯობესებისთვის. 
გაციფრულების ერთ-ერთი მთავარი საფეხური მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, (ადამიანების სურვილები და მოთხოვნები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება)კერძოდ კი ადამიანსა და კომპანიას შორის უფრო კომფორტული, ახლო და ეფექტური ურთიერთქმედების შექმნა.

ბიზნესის გაციფრულების მიზანი მოიცავს:

  • პროდუქტის/ სერვისის  გაუმჯობესებას: ხარისხი, მიმზიდველობა, გამოყენებადობა და მიწოდება;
  • წარმოების და სხვა შიდა პროცესების ავტომატიზაციას;
  • შიდა და გარე კომუნიკაციების გამარტივებას.

გაციფრულების მნიშვნელობა
დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნეს ლიდერი და მეწარმე აცნობიერებს თავიანთი ბიზნესის ცვლილების აუცილებლობას. 
პროგრესთან ბრძოლა ან მისი შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ რაც უფრო მალე მიხვდება ბიზნესი გაციფრულების აუცილებლობას მით უფრო სწრაფად შეძლებთ წინ სვლას და საკუთარი პროდუქციის/მომსახურების გაუმჯობესებას.  სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიური გარღვევას გლობალურ ეკონომიკაში.  
კომპანიებს, რომლებიც არ დაიწყებენ გაცირფულებას დღესვე შეექმნებათ უამრავი პრობლემა ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად, რადგან ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას უკვე გაციფრულებული კომპანიებს და ბაზარზე წარმოქმნილ ახალ გამოწვევებს. 

ლოგისტიკა
არის მომხმარებელი A, რომელიც ყიდულობს 10 შეკვრა A4 ფურცელს ყოველთვიურად  და არის მომხმარებელი B, რომელიც ყიდულობს 1 შეკვრა  A4 ფურცელს ერთჯერადად. 
თუ ამ სცენარის მასშტაბს გავზრდით და გვეყოლება ერთის ნაცვლად 1000 მომხმარებელი, გვექნება 5-10-მდე პროდუქტი/მომსახურება და 1000-ზე მეტი შეკვეთა, მაშინ დაგჭირდებათ სპეციალისტი, რომელიც გააანალიზებს მომხმარებლების ქცევას და გააკეთებს პროგნოზებს. 

Digital Intelligence GIFs - Get the best GIF on GIPHY

ასე იყო გუშინ
დღეს დეპარტამენტის მუშაობა შეიძლება გაანალიზდეს ერთი ალგორითმით, რომელიც ყოველ წუთს აანალიზებს მყიდველების ქცევას, პროდუქტის/მომსახურების სეზონურობას, შესყიდვების რაოდენობას და რეგულარობას და გააკეთებს პროგნოზს: თუ როგორი შეიძლება იყოს შემდეგი თვე. ლოგისტიკაში პროცესების გაციფრულება არის შესანიშნავი შესაძლებლობა კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.

შიდა პროცესები
ბიზნეს პროცესის გაციფრულება მოიცავს შიდა და გარე კომუნიკაციების ავტომატიზაციას. 
შიდა პროცესების ავტომატიზირებით თქვენ თავიდან აირიდებთ შეცდომებს და დროის ფუჭად დახარჯვის რისკებს. 

ადრე შიდა პროცესები გამოიყურებოდა ასე:

  • შეკვეთის გაფორმება;
  • ბუღალტერიაში გაფორმება;
  • შეკვეთის დამუშავების დადასტურება;
  • შეკვეთის გამზადება/მიწოდება.

დღეს ამ პროცესებში ადამიანების ჩართულობა მინიმუმამდე დაყვანილი, რაც ამცირებს შეცდომის დაშვების და დროის დაკარგვის რისკები.  

არ დაივიწყოთ უმცროსი ძმები
Big data, ხელოვნური ინტელექტი, რობოტები -ეს ტერმინები გაიძულებთ თქვენი "საფულის" დამალვას, განსაკუთრებით მაშინ თუ  მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ხართ. ეს ლოგიკურია, რადგან  2010 წლის დასაწყისში მსგავსი ტექნოლოგიები მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი  დღეს კი  მათი გამოყენება ყველა მსურველს თავისუფლად შეუძლია.  დღევანდელი ინსტრუმენტები შექმნილია ისეთი ტექნოლოგიებით, რაც  გზას უხსნის ნებისმიერი ტიპის ბიზნესს გაციფრულებისკენ.

ერთი შეხედვით: რისთვის სჭირდება გაციფრულება სილამაზის სალონს? 

  • მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებებისთვის;
  • სალონის სამუშაო გრაფიკის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად;
  • თანამშრომლების გრაფიკის და დატვირთვის გასაგებად;
  • მომხმარებლებისთვის მომსახურებების საჩვენებლად;
  • ვიზიტის დასაგეგმად, დასაჯავშნად.

როგორ გამოიყურება ეს პროცესი ციფრულ მოდელში:

  • მომხმარებელი ავსებს განაცხადს ვებსაიტზე, სადაც მითითებულია:
    - სასურველი სერვისი;
    - სასურველი დროის დიაპაზონი.
  • პროგრამა აჩვენებს მას თავისუფალ დროს და შემსრულებელს;
  • მომხმარებელი ადასტურებს შეთავაზებულ დროს;
  • პროგრამას შეყავს  მომხმარებლის მიერ შერჩეული დრო კალენდარში.

Reinvently Insights 3.0 by George Frigo for Provectus Design on Dribbble

სირთულეები გაციფრულების პროცესში 
კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთგვარი გარდასახვა, სახეცვლილება, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ორგანიზაციის საქმიანობის წესს და გავლენას ახდენს მის სამუშაო პროცესზე, საკომუნიკაციო არხებზე, სამართლებრივ სისტემებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და კულტურაზე სწორედ ამიტომ, არავინ მოგცემთ ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გაციფრულდეთ - ეს  არის მხოლოდ პირადად თქვენი  პასუხისმგებლობა. 
მხოლოდ ბიზნესის შიდა სტრუქტურის თითოეული დეტალის ზუსტად ცოდნით შეგიძლიათ სწორად დასახოთ მიზნები და განავითაროთ ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია.
შეცდომები ნებისმიერი ცვლილების სტანდარტული ნაწილია, ამიტომ ისინი არ უნდა გახდნენ დაბრკოლების მიზეზი, რადგან პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ტრანსფორმაცია. 

ზოგადად, რა ეტაპებს მოიცავს ბიზნესის გაციფრულება:

  1. კომპანიის ანალიზი, მიზნების დასახვა და სტრატეგიის შემუშავება
    პირველ რიგში, თქვენ უნდა გააანალიზოთ კომპანიის ყველა ბიზნეს პროცესი და სტრატეგიული აქტივები: დაადგინეთ მისი ყველა განყოფილების, წარმოების, შიდა და გარე კომუნიკაციების ეფექტურობა. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
    ამ ეტაპზე აუცილებელია მკაფიო მიზნის დასახვა, რომლისკენაც კომპანია გაციფრულების  დახმარებით უნდა მივიდეს.  რისკების შესამცირებლად,  ეს საკითხი საგულდაგულოდ უნდა განიხილოთ.  სტრატეგიის შედგენისას გახსოვდეთ, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მთლიანად არ უნდა შეცვალოს ბიზნესი, მათი მთავარი მიზანი ბიზნეს პროცესების გამარტივებაა.
  2. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა 
    მას შემდეგ რაც დაადგენთ მკაფიო გზას და აირჩევთ თქვენთვის საჭირო ციფრულ ხელსაწყოებს უკვე მზად ხართ მოქმედებისკენ.
    თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული დრო ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ტესტირებისთვის, ტექნიკური შეცდომების გამოსწორებისთვის და პერსონალის გადამზადებისთვის. ამიტომ შედეგების სანახავად თქვენ გარკვეული დრო დაგჭირდებათ.
  3. შედეგების ანალიზი 
    თითოეული ციფრული გადაწყვეტის დანერგვის შემდეგ აუცილებელია მისი ეფექტურობის ანალიზი, რათა  დარწმუნდეთ, რომ მას მოაქვს დამატებითი მოგება ან რაიმე სხვა სარგებელი კომპანიისთვის და არა დანაკარგი.

დაიმახსოვრეთ: ციფრული გარდასახვა კომპანიის, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის ტრანსფორმაციას გულისხმობს და არა მხოლოდ მისი განყენებული, რომელიმე ერთი ნაწილის ცვლილებას. ასევე ტრანსფორმაცია ხდება არა დროის კონკრეტულ მომენტში, არამედ იგი მუდმივ და უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია კომპანიის მუდმივი განვითარებისკენ.

concept digital eye future futuristic Interface iris security Technology vision

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მარკეტინგის ახალი ერა- ბიზნესის გაციფრულება​ 

სხვა სიახლეები

ტეგები: