რა არის სასაუბრო მარკეტინგი და როგორ გამოვიყენოთ ის ბიზნესისთვის?
სასაუბრო მარკეტინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს ორმხრივ კომუნიკაციას ბრენდსა და მომხმარებელს შორის. სასაუბრო მარკეტინგი ჩვეულებრივ გამოიყენება ონლაინ კონვერტაციების გასაზრდელად. კონვერტაცია ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ან ვებ გვერდის ვიზიტორი ასრულებს მოქმედებას, რომლისკენაც მათ ბრენდი მოუწოდებს, მაგალითად როგორიცაა შესყიდვა.
სასაუბრო მარკეტინგის უპირატესობები და საჭიროება
სასაუბრო მარკეტინგი, ან დიალოგური მარკეტინგი (conversational marketing) არის მარკეტინგი, რომელიც აერთიანებს მომხმარებელს დიალოგში: ბრენდს სურს ისაუბროს თავის მომხმარებლებთან და აბონენტებთან და ამისთვის ამყარებს ორმხრივ კომუნიკაციას მათთან რეალურ დროში.
ეს საუბარი მხოლოდ ტელეფონით არ ხდება: ბრენდი მომხმარებელს აძლევს მრავალ არხს ურთიერთობისთვის და ის თავად ირჩევს მისთვის სასურველ პლათფორმას.
სასაუბრო მარკეტინგს აქვს მყიდველთან კარგი პირადი კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი:
1. ბაზრის ლიდერობა ციფრულ გამოცდილებაში
ციფრულ ტექნოლოგიებში ორიენტირებული კომპანიები არა მხოლოდ ამკვიდრებენ თავს, როგორც ინდუსტრიის ნოვატორები, არამედ ამაღლებენ მომხმარებლის გამოცდილებას. სასაუბრო მარკეტინგის მეშვეობით ონლაინ შოპინგის გაუმჯობესებული გამოცდილება ქმნის ხარისხის ახალ სტანდარტებს ინდუსტრიაში.
მომხმარებლების აზრის მოსმენით და მათი გათვალისწინება დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი თქვენი მომხმარებლების შესახებ და ამ ცოდნის საფუძველზე შეძლოთ კონკურენტებზე უკეთესი გამოცდილების მიწოდება.
2. ქოლ ცენტრის და გაყიდვების დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესება
სასაუბრო მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გააერთიანოთ ციფრული ლიდერობის მართვის სტრატეგიები: სწრაფად მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია, გადამისამართება და დახურვა.
3. კონვერტაციის კურსის გაზრდა
მყიდველთან საუბარი ზრდის შეძენის ალბათობას. პირადი კომუნიკაცია და ჩართულობა ეხმარება მომხმარებელს გადალახოს ყველა ბარიერი.
4.დიდი შესაძლებლობები გაყიდვისთვის
მყიდველთან ურთიერთობისას თქვენ გაიგებთ მის საჭიროებებს. ეს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ შესთავაზოთ მათ პროდუქტი უკეთ დამატებით მომსახურებასთან ან კომპლიმენტ პროდუქტთან ერთადაც კი.
5. გაზარდეთ მომხმარებლის კმაყოფილება
ხშირად პროდუქტზე და მომსახურებაზე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ადამიანზე მომხმარებლის გამოცდილება ახდენს.
როდესაც მომხმარებელს აქვს საშუალება დაგიკავშირდეთ მისთვის კომფორტული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით ეს ქმნის დამატებით კომფორტს და დადებით შთაბეჭდილებას კომპანიის მიმართ.
6. გაყიდვების ციკლის შემცირება
რაც უფრო მალე მოხდება დაინტერესებულ ლიდთან კომუნიკაცია, მით უფრო მარტივი იქნება მისი მომხმარებლად კონვერტირება.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01