10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

  1. ბელფასტი — 280 ათასი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

ქალაქმა ბელფასტმა 2008 წელს შეცვალა ქალაქის ლოგო. გულის ფორმის «В» ასოში ჩასმული ქალაქის სახელი 280 ათასი დოლარი დაჯდა. ლოგო არის სიყვარულის სიმბოლო.

  1. მელბურნი — 625 ათასი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

ქალაქი მელბურნის რებრენდიგზე 2009 წელს  კომპანია  Landor Associates-ი მუშაობდა. ქალაქის ახალი, თანამედროვე ლოგოს შექმნა 625 ათასი დოლარი დაჯდა.

  1.  2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა — 625 ათასი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

ლოგო შექმნა  კომპანიამ  Wolff Olins-მა  2007 წელს. ბევრი აკრიტიკებდა მას უხეში დიზაინის გამო, მაგრამ ის მაინც არ შეცვალეს. მისი შექმნა 625 ათასი დოლარი დაჯდა.

  1. Pepsi — 1,2 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

2008 წელს Arnell ჯგუფის დიზაინერებმა კომპანია  Pepsi-ის მთლიანი რებრენდინგი გააკეთეს, რაშიც 1,2 მილიონი დოლარი აიღეს.  მიუხედავად ამისა ბევრი თვლიდა, რომ ეს ფულის უაზროდ  დახარჯვა იყო, რადგან Pepsi ვერასდროს შექმნის ისეთივე მარადიულ ლოგოს როგორიც Coca-Cola-ს აქვს.

  1. BBC — 1,8 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

კომპანია  BBC- ის ლოგო  1997 წელს შეიქმნა. უმსხვილესი სამაუწყებლო კომპანიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო. ახალ მონოქრომულ ლოგოს მთელი მსოფლიო იცნობს.

  1. ANZ — 15 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

ახალი ზელანდიის და ავსტრალიის საბანკო ჯგუფმა გააკეთა რებრენდინგი, რომელსაც ორი წელი და 15 მილიონი დოლარი დასჭირდა. ფული დაიხარჯა ახალი მარკეტინგულ სტრატეგიის დაგეგვმაში, ლოგოს შექმნაში და კორპორატიული სტილის შემუშავებაში. რებრენდინგმა გაამართლა.

  1. Posten Norge — 55 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

Posten Norge -ნორვეგის საფოსტო მომსახურების კომპანიაა.  2008 წელს კომპანიამ სრული რებრენდინგი განახორციელა, რაც მას 55 მილიონი დოლარი დაუჯდა, ეს თანხა დაიხარჯა ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში და ლოგოს განახლებაში. კომპანიამ  უფრო პოზიტიური და ცნობადი ბრენდი შექმნა.

  1. Accenture — 100 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

Landor Associates-მა შექმნა უბრალო,მაგრამ  ძლიერი ლოგო კომპანია Accenture-სთვის. ეს იძულებითი რებრენდინგი იყო, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდა.

  1. British Petroleum — 211 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

2008 წელს კომპანია British Petroleum-ს ლოგო 211 მლნ დოლარი დაუჯდა. სარეკლამო სააგენტო Landor Associates -ი მუშაობდა ლოგოს და სლოგანის  შეცვლაზე, რომლის საშუალებითაც მათ სურდათ  "შეექმნათ კომპანია, რომელსაც შეიძლება ენდო და დაუჯერო".

  1. Symantec — 1 მილიარდ 280 მილიონი დოლარი

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

ის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ძვირადღირებული და უშედეგო რებრენდინგი. კომპანია Symantec-ის  წლიური ბრუნვა შეადგენს  6, 508 მილიარდ დოლარს (2015 წლის მონაცემებით) კომპანიის საქმიანობის სფეროა კიბერ უსაფრთხოება და დაცვითი პროგრამების შემუშავება.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

10 ყველაზე ძვირადღირებული ლოგო მსოფლიოში

სხვა სიახლეები

ტეგები: