რა გველოდება 2020 წელს ვებ დიზაინიში
მაღალტექნოლოგიური თავბრუდამხვევი ვიზუალი – სამი სიტყვა, რომელიც ახასიათებს 2020 წლის ვებ – დიზაინს. ხელოვნების გაერთიანება მაღალტექნოლოგიებთან ვებ გვერდის ვიზუალს უფრო შთამბეჭდავს და დასამახსოვრებელს გახდის. ვიზუალური მხარე – არის მომავლის მიმართულება, რომელიც მოითხოვს ახალ არასტანდარტულ დიზაინერულ გადაწყვეტილებებს.
წელს ველოდებით ახალი იდეების და ფეთქებადი გრაფიკის მაღალტექნოლოგიებთან შერწყმას. დიზაინერების ამოცანაა – შექმნან ფართო ფუნქციონალური ვიზუალი - გადატვირთვის გარეშე.
2020 წლის ვებ დიზაინის ტენდენციები და მათი გამოყენების მაგალითები:
1. ფოტოების და ილუსტრაციებს შერწყმა
ახალი ვიზუალი მოიცავს – ფოტოს და ხელით დახატულ 2D-ილუსტრაციის სინთეზს. ილუსტრაციის ელემენტები ემატება ფოტოს და იქმნება ერთიანი დასრულებული სურათი. «ორი რეალობის ნაზავი» გზას უხსნის შემოქმედებითობას და მერკეტინგულ იდეებს.
2. შაბლონები
საინტერესო შაბლონები ყოველთვის იყო და იქნება აქტუალური. შაბლონებიდან გარკვეული დეტალების გამოყენება წელს ძალზე აქტუალური იქნება. ამის მეშვეობით დიზაინერები შეძლებენ საჭირო ადგილებზე აქცენტის გაკეთებას, რისი მეშვეობითაც საიტის დიზაინი უფრო ემოციური ხდება.
მაგალითი
3. შავ-თეთრი კრეატივი
შავ-თეთრი დიზაინი უბერებელი კლასიკაა. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი ეფექტური გადაწყვეტილებაა ელექტრონული კომერციისთვის და შემოქმედებითი რესურსებისთვის. ველოდებით ახალ შავ – თეთრ გადაწყვეტილებებს: უარყოფითი სივრცის, დიდი შრიფტებისა და line-art- ის ელემენტებით.
4. გიგანტური შრიფტები, უზარმაზარი ეტიკეტები და მინიმალიზმი
გიგანტური შრიფტები და დიდი (მაგრამ არაგაბარიტული) წარწერები გამოარჩევენ 2020 წლის დიზაინს. დიდი ტიპოგრაფია, რომელიც შეიცავს კომპაქტურ და მოკლე სათაურებს, არ გამოიწვევს ქაოსს მინიმალისტურ დიზაინში ან მობილურ ეკრანებზე. მაგალითად, წარწერა გაფართოვდა არასტანდარტული ზომით:
- იზიდავს მზერას
- ქმნის საინტერესო ვიზუალურ "დეფორმაციას"
- აძლიერებს დიზაინის კონცეპტუალურ გზავნილს
5. თანამედროვე რეტრო სტილი
ახალი ვებ ტექნოლოგიებისა და ტენდენციების მოახლოებასთან ერთად, დიზაინერებს უჩნდებათ წარსულის ნოსტალგია. 2020-წელს პოპულარული იქნება «მოძველებული» დიზაინი: გაცვეთილი, შავ-თეთრი, ფოტოები, მდუმარე რეტრო ტონები და ხმაურიანი / მტვრიანი ტექსტურა. მაღალტექნოლოგიური რეტრო განსაკუთრებულად მომხიბვლელია.
6. line-art: კრეატიულობა და ვიზუალური სისუფთავე
2020 წელის აბსოლუტური ჰიტი გრაფიკული დიზაინის ყველა სფეროში. კონტურული გრაფიკის ლაკონიზმი და კრეატიული LineArt-ის ილუსტრაციები დიზაინს უფრო სუფთას და უფრო პროფესიონალურ იერს შესძენს.
7. ხელოვნება და დიზაინი
დიზაინი მხატვრული ილუსტრაციებით 2020 წლის ცხელი ტენდენციაა. ველოდებით კრეატიულ, კონცეპტუალურ იდეებსა და ხელოვნების ნიმუშებს – პასტელის და აკვარელის ნახატებიდან დაწყებული თანამედროვე და უცნაური ( არაპროპორციული , უსახო და არასტანდარტული) ნახატებით დასრულებული.
# ინტერაქტიული საიტი + მოძრავი გრაფიკა
მომხმარებლის საიტთან ურთიერთქმედება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის ხელს უწყობს ურთიერთგაგებას. ზუსტად ამიტომ დიზაინერები იყენებენ ანიმაციურ ილუსტრაციებს და მრავალდონიან გრაფიკულ კლიპებს.
8. სამგანზომილებიანი გრაფიკა/ 3D- Motion ეფექტები
უახლოეს მომავალში 3D გრაფიკისა და ვებ დიზაინის მთავარი მიმართულება გახდება. სხვა ტექნოლოგიებით ვერ შეძლებთ მიიღოთ ასეთივე სიღრმე და რეალიზმი. 2020 წელს ელოდეთ ახლ 3D დიზაინებს – სტატიკურს, ანიმაციურს და ინტერაქტიულს.
# ინტერაქტიული 3D ეფექტებიმოძრაობა გახდა უფრო საინტერესო, ვიდრე ოდესმე. ინტერაქტივის ამოცანა სამიზნე აუდიტორიის დაჭერა და გაჩერებაა.
# 3D-ანიმაციები
მოუშენ დიზაინერებისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ანიმირებული 3D-გრაფიკის ვიზუალი აღფრთოვანებას იწვევს
# სტატიკური 3D გრაფიკა
სამგანზომილებიანი გრაფიკა იზიდავს გლუვი ფორმებით და ფერებით, ხოლო მაღალი ხარისხის 3D - Art კი საიტს უფრო ცნობადს ხდის. ჩვეულებრივ, დიზაინერები სამგანზომილებიანი ელემენტის გამოყენების შემთხვევაში მთლიან დიზაინს ამარტივებენ, რისი მეშვეობითაც იცავენ ბალანსს და დიზაინი არ გამოდის გადატვირთული და რთულად აღსაქმელი.
# 3D-რენდერინგი და მაღალი რეალისტურობა
3D-რენდერინგი და მაღალი რეალისტურობა - აქტუალურია ელექტრონული კომერციისთვის დ პრომო საიტებისთვის. 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაამარტივებს Wow-ეფექტის მიღებას.
9. 2020 ინოვაციები
მოწინავე ტექნოლოგია ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ვებ-დიზაინზე. რომელი ვებ ინოვაციები იქნება ყველაზე აქტუალური 2020 წელს?
# ჩატბოტი
2020 წელს უფრო მეტი ვებ რესურსი გამოიყენებს ჩატბოტების მომსახურებას. 24/7 - რეჟიმში ის უპასუხებს ხშირად დასმულ კითხვებს, საიტზე ყოფნის განმავლობაში დაგეხმარებათ ყველაფერში. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩატბოტებს თქვენი საქმიანობის შეუცვლელ ნაწილად აქცევს.
# ხმოვანი ინტერფეისი & ავტომატიზებული ასისტენტი
2020-ში საიტთან დიალოგი ჩვეულებრივ თემად იქცევა, ხოლო ავტომატიზებული ასისტენტები ვებ სერვისით იქნება. ხმოვანი ძიება – გლობალური ტენდენცია. საიტთან ხმოვანი ბრძანებებით ურთიერთქმედება – სრულიად ახალი გამოცდილება. დროა ბიზნესმა გაითვალისწინოს ახალი ტექნოლოგიები, ხოლო მომხმარებელმა შეიძინოს ვებ კომუნიკაციის უნარები.
და ბოლოს
2020-წელი შთამბეჭდავი იქნება არა მხოლოდ ვიზუალის მხრივ, არამედ მაღალტექნოლოგიური ინტერფეისით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და კრეატიული გადაწყვეტილებებით.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01