როგორ შევარჩიოთ კომპანიის სახელი

კარგი ნეიმინგისთვის აუცილებელია ბაზრისა და მომხმარებლების სიღრმისეული ანალიზი, რადგან ბრენდის ან პროდუქტის სახელი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტი, რომლის სახელწოდებაც იწვევს უარყოფით ასოციაციებს, არ გაიყიდება.

განვიხილოთ ნეიმინგის 6 კრიტერიუმი, რომელიც კარგი სახელის მოფიქრებაში დაგეხმარებათ

სახელის შესაქმნელად, უნდა გესმოდეთ კრიტერიუმები, რომლითაც მიხედვითაც თქვენ მარტივად მიხვდებით  შეესაბამება თუ არა ესა თუ ის სახელი  კომპანიას, ბრენდს ან პროდუქტს.

მოგონილი სახელი კარგია, თუ ის არის:

ჟღერადი
ბრენდის ან პროდუქტის სახელი  უნდა იყოს  ადვილად ჩასაწერი, გასაგები, ლაკონური და სასურველია მოკლე.

დასამახსოვრებელი
კარგს სახელს მომხმარებელი გაგონებისთანავე მარტივად დაიმახსოვრებს, თუ მისი წარმოთქმა და გამეორება ადვილია დამახსოვრებაც მარტივი იქნება.

კომპანიასთან ასოცირებული
იდეალურ შემთხვევაში, სახელი უნდა აერთიანებდეს არა მხოლოდ სილამაზეს და სიმარტივეს, არამედ უნდა ასოცირდებოდეს კომპანიასთან.

აზრიანი
უბრალოდ ლამაზი, აზრის არ მქონე ასოების ერთობლიობა არ გამოიწვევს კომპანიასთან ასოცირებას. სიტყვის ან ფრაზის შექმნისას იფიქრეთ სიტყვის მნიშვნელობაზე, ეტიმოლოგიაზე, წარმომავლობაზე, არ შეხედოთ მხოლოდ მის ჟღერადობას. 

ნეგატიური ასოციაციების არმქონე
თუ სიტყვაში ან ფრაზაში არის რაიმე უარყოფითი კონოტაცია ან თარგმანი სხვა ენიდან, უმჯობესია დაუყოვნებლივ შეამოწმოთ ის ასოციაციებზე, რომელიც შეიძლება მან გამოიწვიოს. ესეთი სახელი შეიძლება მარტივად დასამახსოვრებელი იყოს, მაგრამ არა დადებითი კუთხით. 

უნიკალური
ანუ სიტყვა ან ფრაზა უნდა ეკუთვნის ერთ ბრენდს და არა რამდენიმეს. სახელი უნდა გამოირჩეოდეს და არ უნდა იკარგებოდეს კონკურენტებში.

სახელის მოფიქრება, როგორც სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტები მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

ბაზრის ანალიზი
ეტაპი მოიცავს კონკურენტების ანალიზს, სამიზნე აუდიტორიის კვლევას, მათ თავისებურებების განსაზღვრას.

ვარიანტების შემუშავება
ამ ეტაპზე ხდება სხვადასხვა ვარიანტების თავმოყრა. სახელის მოფიქრებისას ხდება სხვადასხვა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება. 

ანალიზი და ვარიანტების შერჩევა
მოფიქრებული სახელების ერთმანეთთან და კომპანიის, ბრენდისადმი შესაბამისობის დადგენა. 
ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტების შემოწმება შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში, რათა ნახოთ, არის თუ არა ესა თუ ის სახელი თავისუფალი. 

შემოწმება
ამ ეტაპზე არსებული რამოდენიმე ვარიანტი უნდა გაუზიაროთ მომხმარებლების მცირე ჯგუფს ან თანამშრომლებს, რომელთა ღირებულებები და შეხედულებებიც ემთხვევა თვენი აუდიტორიისას და მათ მოსაზრებაზე დაყრდნობით აირჩიოთ ყველაზე კარგი ვარიანტი. 

შემოწმება და რეგისტრაცია
როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი შერჩეული სახელი არცერთი კომპანის საკუთრება არ არის დაარეგისტრირეთ ის, რათა თქვენს გარდა მის გამოყენება ვერავინ შეძლოს. ასევე შეგიძლიათ იყიდოთ იგივე სახელწოდების დომეინი საიტისთვის.

ნეიმინგი

სახელის შერჩევის მეთოდები:

  • ასოციაციები

ასოციაციური სახელები კარგია იმით, რომ მომხმარებლების უმეტესობაში საყვარელი ბრენდის სახელი ქვეცნობიერში სწორედ რაიმე ნაცნობთან და დადებითთან ასოცირდება.

  • აბრევიატურები

ეს არის სახელი, რომელიც მიიღება ორი ან რამდენიმე სიტყვის შემოკლებით. ასეთი მეთოდით მიიღება საკმაოდ ჟღერადი სახელები. 
მაგალითად: Adidas- ი არის მის შემქმნელის ადოლფ დასლერის სახელის და გვარის აბრევიატურა. 

  • სახელები

სახელში სახელების ან გვარების გამოყენება. ეს მეთოდი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მანამ სანამ ბაზარზე პერსონალური ბრენდები გამოჩნდებოდნენ. 
მაგალითად: კომპანია ხმოვანი სახელწოდებით Johnson & Johnson, რომელიც დააარსეს ძმებმა ჯონსონებმა.

  • ფსევდონიმები

ეს მეთოდი საკმაოდ ორიგინალურია, რადგან თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ფსევდონიმი იმ სიტყვიდან, რომელიც დაკავშირებული იქნება პროდუქტთან.

  • ნეოლოგიზმები (ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები)

ნეოლოგიზმები არის შედგენილი სიტყვები, რომლებიც ახლახან გამოჩნდა ენაში. ეს სიტყვები შეიძლება იყოს გამოგონილი ან შედგენილი. ზოგიერთი სიტყვა, მაგალითად: „ავატარი“, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებმა გასულ საუკუნეში შექმა.

  • ფრაზები

სიტყვების კომბინაცია, რომელიც ასოცირდება კომპანიასთან. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ასოციაცია პროდუქტთან, აქტივობასთან ან სხვა რეზონანსულ კომბინაციასთან, რომელიც მოეწონება სამიზნე აუდიტორიას.

  • რითმები

რითმული სიტყვები, ფრაზები ან თუნდაც ნეოლოგიზმები რიტმული ბგერით ყოველთვის მარტივად დასამახსოვრებელია. 

  • ნასესხები

უცხო ენიდან ნასესხები სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც შეეფერება ადგილობრივ ბაზარს, რომელზეც თქვენი ბრენდი მოღვაწეობს. 

  • ალიტერაცია

ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში. იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ალიტერაცია ქმნის ლექსის კეთილხმოვნებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკური თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას. 
მაგალითად: Tic-Tac -ი

  • მეტაფორები

მეტაფორები არის სიტყვები, რომლებიც გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით. ასოციაციური რიგის სიტყვები ან ფრაზები რომლებიც ადამიანებში დადებით პარალელებს იწვევენ. მაგალითად, კაფე Oasis, როგორც მეტაფორა ადგილისთვის, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, დალიოთ ან ჭამოთ.

როდესაც შეარჩევთ სახელს იმისთვის, რომ ბოლომდე დარწმუნდეთ არჩევანის სისწორეში გაატარეთ ის შემდეგ "ჩეკლისტში"  

ყველა ამ კომპონენტის დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეული სახელი უკვე მზადაა აუდიტორიისთვის გასაცნობად. 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge  

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ შევარჩიოთ კომპანიის სახელი

სხვა სიახლეები