UI და UX დიზაინი: როგორ შევქმნათ ვებ საიტი, რომელის გამოყენებაც მოგინდება
კომპანიის ან ბრენდის ვებ გვერდი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ის მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი, რის გამოც მისი შექმნის პროცესი უნდა დაიწყოს მაშინვე, როგორც კი თქვენს მომავალ ბრენდს ექნება სახელი, ლოგო და კორპორატიული იდენტობა.
უზადოდ ფუნქციონირებადი, ინტუიციური ვებსაიტი შეიძლება გახდეს ბრენდის სერიოზული კონკურენტული უპირატესობა და მიიზიდოს ის მომხმარებლები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი პირდაპირი კონკურენტის საიტის ნავიგაციით, ფუნქციონალით ან ხელმისაწვდომობით.
UI (მომხმარებლის ინტერფეისის) და UX (მომხმარებლის გამოცდილება) დიზაინი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენად გასაგები, ფუნქციონალური და ესთეტიურად მიმზიდველი იქნება თქვენი ვებ გვერდი მომხმარებლებისთვის.
User experience (მომხმარებლის გამოცდილება) — არის მომხმარებლების დადებითი გამოცდილების გათვალისწინება: საიტის არქიტექტურაში, ნავიგაციის სიმარტივეში, გარკვეული ელემენტების, ბლოკების გამოყენების სიმარტივეში და ა.შ. UX აანალიზებს ადამიანების ქცევას და განზრახვებს, პროდუქტს გამოყენების პროცესში. UX დიზაინის მიზანია, გააუმჯობესოს მომხმარებელთა კმაყოფილება და თავისი მოქნილობითა და დახვეწილობით, მიანიჭოს მათ როგორც პრაქტიკული, ისე ესთეტიკური სიამოვნება. სწორედ ამიტომ ვებ გვერდის შემუშავებისას, პირველ რიგში, თქვენ უნდა იფიქროთ მომხმარებლის გამოცდილებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ ვიზუალურ დიზაინზე.
UX დიზაინის შემუშავებისთვის საჭიროა მომხმარებელთან ახლო კონტაქტში ყოფნა, რათა ზუსტად იცოდეთ მათი სურვილები.
User interface (მომხმარებლის ინტერფეისი) — არის ვებ გვერდის გრაფიკული სქემა. ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ, სურათებს და ვიდეოებს, რომლებსაც აღვიქვამთ ვებ გვერდის გამოყენებისას. ანუ ყველა სახის ვიზუალური ელემენტი და ანიმაცია, რომელიც საიტზეა დაკავშირებულია UI დიზაინთან.
UX-სა და UI-ს შორის ურთიერთობა შეიძლება აიხსნას მეტაფორის სახით. თუ ვებ გვერდი სახლია, მაშინ UX არის საძირკველი, კედლები, ოთახის განლაგება და ა.შ., ხოლო UI არის ინტერიერის დიზაინი და დეკორის ელემენტები, რომლებიც სახლს დამატებით სიმყუდროვეს სძენს: ფერადი ბალიშები, ფარდები, ექსტრავაგანტული, მაგრამ ელეგანტური ვინტაჟური სკამი კუთხეში.
მათი ასეთი მჭიდრო კავშირისა და UX-ისა და UI-ის მნიშვნელობის გამო ვებ გვერდის შემქმნისას თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ორივე მხარე.
რა როლს თამაშობს UX ვებ გვერდის შექმნაში ?
ვებ საიტის შემუშავების დაწყებისას დიზაინერმა უნდა ჩაატაროს მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, გამოიკვლიეთ როგორ მოიქცევიან რეალური მომხმარებლები ვებ გვერდზე შესვლისას.
გარდა გრაფიკული ბლოკებისა და ღილაკების მოწყობისა, არ დაივიწყოთ ტექსტი, რომელთან კონტაქტიც ქმნის მომხმარებლის გამოცდილების სხვა დონეს. უფრო მეტიც, ტექსტი უმეტეს შემთხვევაში ხდება A/B ტესტირების ცალკეული ობიექტი. ამიტომ, ვებ საიტის შემუშავებისას, მჭიდრო ურთიერთქმედება გუნდის ყველა წევრს, დიზაინერებს, დეველოპერებს, UX ქოფირაითერებს , პროდუქტის მენეჯერებს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. როდესაც ისინი ერთად მუშაობენ საიტის შესაქმნელად, მათ უნდა იპოვონ სრულყოფილი ბალანსი ბიზნეს მიზნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს შორის.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01