როგორ შევქმნათ სლოგანი, რომელიც ყველას დაამახსოვრდება?

სლოგანი არის მოკლე ფრაზა, რომელიც ასახავს ბრენდის მთავარ გზავნილს. ეს არის დევიზი, რომლითაც ბრენდი იზიდავს მომხმარებლებს, ამიტომ ის რაც შეიძლება ლაკონური, გასაგები და ემოციურად დატვირთული უნდა იყოს. სლოგანის შექმნა ბრენდის შემდგომ წარმოჩენას ძლიერ აადვილებს.
კარგი სლოგანი ხელს უწყობს კომპანიის ან პროდუქტის პოპულარიზაციას. ეს ზრდის ცნობადობას და აადვილებს ბრენდის დამახსოვრებას. ადამიანს შეიძლება არ ახსოვდეს სად ნახა სლოგანი, მაგრამ დაიმახსოვროს თავად ფრაზა და დაუკავშიროს ის პროდუქტს.

მოდით გავარკვიოთ, როგორ შევქმნათ სარეკლამო სლოგანი, რომელიც მომხმარებლებს დაამახსოვრდებათ

რა არის სლოგანი?

სლოგანი არის მოკლე გზავნილი ბრენდის სახელით მისი მომხმარებლებისთვის. მას სარეკლამო ფრაზასაც უწოდებენ.
სლოგანის მთავარი ამოცანაა აუდიტორიისთვის ემოციური კავშირის შექმნაა. რაც უფრო მიმზიდველია ის, მით უფრო ძლიერია პირველი შთაბეჭდილება.
ნათელი, მიმზიდველი მიმართვა იპყრობს ყურადღებას და ადვილი დასამახსოვრებელია. ყველა წარმატებული დევიზი მარტივი და ლაკონურია.

სლოგანი, დევიზი, მისია და USP: რა განსხვავებაა მათ შორის?

კომპანიის ან პროდუქტის სახელისგან განსხვავებით, სლოგანი ყოველთვის არ არის საჭირო. ის შეიძლება შეიქმნას კომპანიისთვის, პროდუქტის ხაზისთვის, გარკვეული პროდუქტისთვის ან მიმართულებისთვის.
თუ სლოგანი გამოიგონეს პერსონალის მოტივაციისთვის, მაშინ ეს არის დევიზი. ზოგჯერ დევიზი შერწყმულია სლოგანთან, რადგან ის ასევე გადმოსცემს მესიჯს. და თუ გზავნილი პერსონალისა და მომხმარებლებისთვის იგივეა, მაშინ დევიზი შეიძლება იყოს სლოგანი.
სლოგანი არ ჰგავს კომპანიის მისიას. მისია არის კომპანიის დაარსების მიზეზი. ის ასახავს ბრენდის მიზნებსა და პრინციპებს.

მაგალითად: ფეისბუქის მისია - „მიეცეს ადამიანებს კომუნიკაციის შესაძლებლობა და გახადონ სამყარო უფრო ღია და ერთიანი“. ფეისბუქის სლოგანი: Sign up. It’s quick and easy ("რეგისტრაცია. სწრაფი და მარტივია").

სლოგანი ასევე არ ჰგავს  UPS-ს  (Unique selling proposition). შეთავაზებაში კომპანია ასახავს იმ ღირსებას, რომელიც გამოარჩევს მას სხვებისგან. USP შეიძლება შევიდეს სარეკლამო ფრაზაში, მაგრამ არ შეიძლება იყოს თავად სლოგანი.

აი, რას აკეთებს KFC: „არავინ ამზადებს ქათამს ისე, როგორც KFC“.

სლოგანი

როგორი უნდა იყოს კარგი სარეკლამო სლოგანი?

სლოგანი, რომელიც იზიდავს აუდიტორიას:

  • ადვილად დასამახსოვრებელი

კომპანიის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია სლოგანი იყოს ლაკონური, ემოციური, დინამიური ფორმულირებით. თუ ხალხს დიდი დრო დასჭირდება ფრაზის დასამახსოვრებლად, მაშინ სლოგანი არ არის  არის კარგი.

მაგალითად: Nike – Just Do It  ადვილი დასამახსოვრებელია

  • შეიცავს უპირატესობას

სლოგანში კომპანია მიუთითებს უპირატესობაზე, რომელიც გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებაზე.

მაგალითად: Adidas – Impossible is Nothing - აწარმოებს პროდუქციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან სირთულეების დასაძლევად.

  • გამოირჩევა კონკურენტებისგან

კომპანიები ტექსტში მიუთითებენ იმ სარგებელს, რომელიც მომხმარებლებს დაამახსოვრდებათ.

მაგალითად: Apple – “Think Different” 

  • ქმნის პოზიტიურ ასოციაციებს

გახსოვდეთ, რომ ადამიანებს ემოციური კონოტაციის მქონე ფრაზები უკეთ ამახსოვრდებათ.

მაგალითად: McDonald’s – I’m lovin’ it 

კრისტოფერ გრეივზის სტატიიდან : ჩვენ არ ვართ მოაზროვნე მანქანები. ჩვენ ვართ მგრძნობიარე მანქანები, რომლებიც ფიქრობენ »  ( “We Are Not Thinking Machines. We Are Feeling Machines That Think.”)

სლოგანი შეიძლება იყოს

სარეკლამო ფრაზები კლასიფიცირებულია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 

  • მიზნების მიხედვით: საიმიჯო და საქონელო;
  • ფორმულირების მიხედვით: განცხადება, შეკითხვა, მიმართვა;
  • ხანგრძლივობის მიხედვით: სტრატეგიული და ტაქტიკური;
  • აუდიტორიაზე ზემოქმედებით: ემოციური და რაციონალური;
  • მეთოდებით: მეტაფორები, იუმორი, ჰიპერბოლა და ა.შ.

დადებითი ემოცია

  • საიმიჯო და საქონელო

საიმიჯო სლოგანი ქმნის გარკვეულ დადებით, ღირებულ სურათს მომხმარებლების გონებაში. ასეთი შეტყობინებების დახმარებით ბიზნესი ზრდის ცნობადობას, ნდობას და ლოიალობას. 
ბრენდები საიმიჯო სლოგანში ასახავენ მისიას ან ღირებულებებს, აჩვენებენ თავიანთ უპირატესობებს  ამის ყველაზე კარგი მაგალითია კომპანია Nike – Just Do It. 

    • განცხადება, შეკითხვა, მიმართვა

    ეს დაყოფა პირობითია, რადგან განსხვავება მხოლოდ მხოლოდ სასვენ ნიშნებშია. 

    მაგალითად: McDonald’s – I’m lovin’ it
    Maybelline – “Maybe She’s Born With It, Maybe It’s Maybelline”
    L’Oreal – “Because You’re Worth It”

    კითხვითი ფორმატის სლოგანს არ სჭირდება პასუხი აუდიტორიისგან- ეს რიტორიკული კითხვაა.

    მაგალითად: BMW- სლოგანში კითხულობს: « სჭირდება სრულყოფილებას რეკლამა?»
    არა. სრულყოფილებას რეკლამა არ სჭირდება- სწორედ ეს აზრი ჩნდება მომხმარებლის გონებაში და აქედან გამომდინარე იქმნება ასოციაცია  BMW- მარკის ავტომობილსა და სრულყოფილებას შორის. 

    რაც შეეხება სლოგან მიმართვას - ის უბიძგებს მომხმარებლებს გარკვეული ქმედებისკენ. მაგალითად: «არ შეჩერდე წაუსნიკერსე!» — ასოციაციური სერიას ქმნის არა მხოლოდ სლოგანს, არამედ რეკლამის ვიზუალიც. 

    • სტრატეგიული და ტაქტიკური 

    სარეკლამო ფრაზებს, რომლებიც დროში შეუზღუდავია, სტრატეგიული ეწოდება. ხოლო კონკრეტული სარეკლამო კამპანიისთვის მოგონილი სლოგანი კი ტაქტიკური. 

    მაგალითები: De Beers — "ბრილიანტები სამუდამოდ" ეს ფრაზა 1948 წელს გამოჩნდა და ის დღესაც აქტუალურია.
    Adamas — "სილამაზე მოითხოვს". სლოგანი შექმნეს 8 მარტისთვის სამკაულების კოლექციის პოპულარიზაციისთვის.

      სლოგანის უკეთ დასამახსოვრებლად, მისი შექმნისას ავტორები იყენებენ სხვადასხვა სტილისტურ ხერხებს - მეტაფორას, ანაფორას (გამეორებას) და ჰიპერბოლას.

      მაგალითად:  Disneyland-ი (იყენებს ჰიპერბოლას) საკუთარ თავს უწოდებს ყველაზე ბედნიერ ადგილს დედამიწაზე, ადგილს, სადაც ოცნებები ხდება. 

      კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

      მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

      მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

      ელ. ფოსტა: info@lemons.ge 

      ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

      როგორ შევქმნათ სლოგანი, რომელიც ყველას დაამახსოვრდება?

      სხვა სიახლეები