2023 წლის გრაფიკული დიზაინის 12 მთავარი ტენდენცია
გრაფიკული დიზაინი მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოების ცნობიერებასთან: ის არის ადამიანებთან სურათების, ტექსტის ან ილუსტრაციის გამოყენებით კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება. მომხმარებლებთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი საშუალებას გაძლევთ ასახოთ მსოფლიოში მიმდინარე ყველა კულტურულ და სოციალურ ტენდენციას.
გრაფიკული დიზაინის ახალი ტენდენციები მოგვცემს ესთეტიკური აღორძინების კიდევ ერთ წელს და ახალ შემოქმედებით ექსპერიმენტებს. მაგრამ რით განსხვავდება 2023 წლის ტენდენციები წინა წლებისგან?
მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი ხელოვანი და კეატიული ადამიანების მიერ იქმნება მასზე დიდ გავლენას დროის ფაქტორი ახდენს. მაგალითად, წინა წელს, როდესაც მსოფლიო კოვიდისგან რეაბილიტაციას ცდილობდა გრაფიკულმა დიზაინმა მყუდრო, ნოსტალგიური და თვითგამოხატვისკენ სწრაფვის ელემენტები შეიძინა. ამ ტენდენციების უმრავლესობა კვლავ გაგრძელდება 2023 წელსაც, მაგრამ ამ ტენდენციებზე გავლენა მოახდინა ინფლაციამ, კლიმატის კრიზისის გაუარესებამ და საერთაშორისო კონფლიქტებმა.
დიზაინერები ამ გარემოებებს სხვანაირად აღიქვამენ. ზოგი ღელავს და ელოდება რა იქნება მომავალში. ისინი ელოდებიან ახალ ტექნოლოგიებს, იკვლევენ ჯერ უცნობ არეალებს. სხვები კი ეწინააღმდეგებიან არსებულ შეზღუდვებსა და განწყობებს. ცვლიან მუშაობის სტილს, ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც საშუალებას აძლევთ მათ გაექცნენ რეალობას. სწორედ ამიტომ 2023 წელს ჩვენ ვიხილავთ განსხვავებული სტილის ნარევს.
მაშ ასე, დავიწყოთ:
1. მისტიციზმი
დიზაინის კონტექსტში, მისტიკა მოიცავს იკონოგრაფიას, რომელიც დაკავშირებულია ასტროლოგიასთან და მკითხაობასთან. ეს ტენდენცია დიდწილად ეყრდნობა პოპულარული სიმბოლოების გამოყენებას - ზოდიაქოს ნიშნები, ყოვლისმხედველი თვალი, ლოტოსის ყვავილი და საკრალური გეომეტრია. როგორც გასულ საუკუნეებში, ეს სიმბოლოები მოქმედებენ როგორც თილისმა, ავსებენ ფიზიკურ და სხვა სამყაროს უფრო ღრმა მნიშვნელობით.
ვიზუალური თვალსაზრისით, ეს დიზაინი ხასიათდება "სირბილით": წვრილი ხაზები და ორგანული გადასვლები მსუბუქად და დელიკატურად გამოიყურება, ხოლო მდუმარე ფერები ამშვიდებს. მთვარის, ვარსკვლავებისა და დაფიქრებული სახეების გამოსახულებები აღვიძებს სიმშვიდეს, ათავისუფლებს მიწიერ საზრუნავს, აძლევს იმედს და ნუგეშს. ეს ყველაფერი მიმზიდველს ხდის ტენდენციას ფართო აუდიტორიისთვის: არ არის საჭირო ტაროს ბარათების გჯეროდეთ, რომ იგრძნოთ მისტიკური დიზაინის სიმშვიდე.
2. Risoprint-ის ახალი სახე
Risograph იყო 80-იანი წლების შუა პერიოდის ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც შეიქმნა Riso Kagaku Corporation-ის მიერ იაპონიაში. ამ გამოგონებამ გზა გაუხსნა იაფ და მასობრივ ბეჭდვას წერტილებისა და გაჯერებული ფერების გამოყენებით. ასეთი გამოსახულებები ხშირად გამოდიოდა მარცვლოვანი და უნებურად სტილიზებული, როგორც ორმაგი ექსპოზიცია.
2023 წელს Risoprint-ია აღიქმება, როგორც ციფრული აბსტრაქტული გრაფიკა: მისი მარცვლოვანი ტექსტურა მინიმალისტურ ფორმებს მატებს სიღრმეს. მან შთააგონა ბევრი დიზაინერი ვინტაჟური ელემენტებით სურეალისტური აბსტრაქტული კომპოზიციების შესაქმნელად.
3. პანკის აღორძინება
პანკი — სუბკულტურა, რომელიც გაჩნდა 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. პანკი თავისთავში მოიცავს იდეოლოგიების და მოდის მრავალფეროვან მასივს, ასევე გამოხატვის სხვა ფორმებს — სახვით ხელოვნებას, ცეკვას, ლიტერატურასა და ფილმებს.
2023 წელს ჩვენ ვიქნებით მისი პოპულარობის აღორძინების მოწმენი, რადგან ახლა პროტესტის უამრავი მიზეზი არსებობს.
ვიზუალური თვალსაზრისით, პანკს ახასიათებს მიდგომა "გააკეთე შენით": განსხვავებული ასოებით დაწერილი ტექსტები, ამოჭრილი ასოები, შეუსაბამო შრიფტები, ქაოტური კოლაჟები.
პანკ-დიზაინი მიმართულია ფუფუნებისა და წესრიგის სრული უარყოფისკენ. ის არის რეალური ცხოვრების ანარეკლს.
4. ხაზოვანი რეტრო დიზაინი
2023 წელს იუმორისტული სახალისო ილუსტრაციების შესაქმნელად ბევრი დიზაინერი მიმართავს მინიმალისტური line art- ის ხელოვნებას. ეს არის რეტრო სტილი, რომელიც იწვევს ნოსტალგიის განცდას იმ დღეების მიმართ, როცა ფლომასტერებით ვხატავდით.
რეტრო დიზაინისთვის მეტი სიღრმის შესაძენად დიზაინერები იყენებენ მოცულობით ფონტებს და ვინტაჟური ჟურნალები დიზაინის ელემენტებს -ოვალური ჩარჩოებს, ვარსკვლავის ფორმის სტიკერებდა და ა.შ.
5. Airbrush სიურრეალიზმი
სიურრეალიზმი არის დიზაინის ტენდენციაა, რომელიც თავისი ორიგინალურობისა და სიახლეებისკენ სწრაფვის გამო დღემდე არ კარგავს პოპულარობას.
2023 წელს ჩვენ ვიხილავთ სიურეალიზმის კომბინაციას 80-იანი წლების Airbrush- ის ტექნიკასთან. როდესაც რბილი რეტრო ფილტრები უცნაურ, ფანტასტიკურ სურათებს ედება.
შედეგად, გრაფიკა დაფარულია გამჭვირვალე "ნისლით", რაც იწვევს დეზორიენტაციას – თითქოს ვცდილობთ გავიხსენოთ სურათი ნახევრად დავიწყებული სიზმრიდან. ზოგიერთ შემთხვევაში, ფერის "ჩაქრობა" ქმნის რბილ ბზინვარებას, რაც გამოსახულებას მიმზიდველ და იდუმალ იერს სძენს.
6. Folk ბოტანიკა
შაბლონები გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ისინი კონტენტის გასაფორმებლად გამოიყენება. ნიმუშების შექმნის შთაგონების პოპულარული წყარო ბუნებაა: ფოთლების, ხილისა და სხვადასხვა მცენარის კომბინაციები ძლიერ კომპოზიციებს ქმნის. 2023 წელს ეს მიმართულება შეიძენ უხეში ტექსტურებსა და ერთი შეხედვით შეუსაბამო ფერების კომბინაციებს.
ამ ნიმუშების სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი არა მხოლოდ მცენარეები, არამედ ხელით დახატული ხაზების არასრულყოფილებაც, რაც ხელოვნების ციფრულ ნამუშევრებს ბუნებრივ იერს ანიჭებს.
7. 90-იანი წლების კოსმიური ფსიქოდელია
გასულ წელს, 60-იანი წლების ფსიქოდელია გრაფიკულ დიზაინს ესკაპიზმის (რეალობიდან გაქცევის) სახით დაუბრუნდა, რითაც მაყურებელი მდიდარ, ფერად სამყაროებში მიჰყავს. 2023 წელს ეს ტენდენცია განაგრძობს განვითარებას, მაგრამ ამჯერად 90-იანი წლების კოსმოსური ფსიქოდელიის მეშვეობით.
თუ ფსიქოდელია ხშირად შთაგონებას ბუნებიდან იღებს, ის ერთგვარი მომავლისა და წარსულის გაერთიანებაა.
მასში წარმოდგენილია 90-იანი წლების რეტრო ტექნოლოგია: "მემფისის" სტილი და შაბათს დილის მულტფილმის ესთეტიკა. ეს ყველაფერი შერწყმულია ფუტურისტულ ელემენტებთან, როგორიცაა ანდროიდები და კოსმოსური ხომალდები, vaporwave - პეიზაჟები, სიმულირებული გარემო და ნეონის კიბერპანკი.
8. განზომილებების კომბინაცია
რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ონლაინ სივრცეში, მით უფრო მკაფიო ხდება საზღვრები მასსა და ფიზიკურ სამყაროს შორის. 2023 წელს, გრაფიკული დიზაინერები ციფრული ილუსტრაციების ფოტოებში ჩასმით მათ სრულად გააქრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურისა და რეალურის შერწყმა შეიძლება ცუდ პერსპექტივად ჩანდეს, ეს ტენდენცია მიმართულია ადამიანებსი პოზიტიური ემოციების აღძვრისკენ. ღია, კაშკაშა ფერები და ღიმილიანი მულტფილმის გმირები ხაზს უსვამს კონტრასტს განსხვავებულ ელემენტებს შორის.
ის გვიჩვენებს სამყაროს ისე, როგორც ჩვენ გვსურს მისი დანახვა. მომენტებში, როდესაც ცხოვრება ნაცრისფერი და მოსაწყენი ჩანს, სწორედ შემოქმედებითობა გვეხმარება და გვახსენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაიმე ჯადოსნური, თუ მოვინდომებთ.
9. Acid გრაფიკა
Acid გრაფიკა, რომელსაც ზოგჯერ Y2K grunge- ს უწოდებენ- არის 2000-იანების რენესანსი, რომლის აღორძინებას წინა წელს დაიწყო.
"ჭუჭყიანი" ტექსტურა, ქრომირებული მეტალი, გატეხილი მინა და უფორმო ელემენტები. ეს ნოსტალგიის იშვიათი სახეა, რომელიც უპირატესობას ბნელ და პირქუშ მოგონებებს ანიჭებს და ეს გასაკვირი არა, რადგან ის 90-იანი წლების ბოლოს გოთური სუბკულტურიდან დაიბადა.
10. ექსპერიმენტული ესკაპიზმი
გასულ წელს, ესკაპიზმი გრაფიკულ დიზაინში დომინანტურ სტილად იქცა, რადგან დიზაინერები ცდილობენ ადამიანები წარმოსახვით სამყაროებში გადაეყვანათ. ეს ტენდენცია გაგრძელდება 2023 წლამდე, მაგრამ ახლა გაქცევა ხდება ექსპერიმენტული.
ამ ექსპერიმენტების დიდი ნაწილი შთაგონებულია ტექნოლოგიის უახლესი მიღწევებით. 2022 წელს ხელოვნური ინტელექტის ხელოვნების ვირუსულმა გავრცელებამ, მეტავერსიის აღზევებამ და ვარსკვლავთშორისი სივრცის გამოსახულებების გამოჩენამ (ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპით) თავისი კვალი დატოვა შემოქმედებით ინდუსტრიაში. დიზაინერები შთაგონებას იღებენ ტექნოლოგიური ექსპერიმენტებიდან და აერთიანებენ მათ საკუთარ შემოქმედებით გამოცდილებასთან.
11. რთული, კომპლექსური კომპოზიციები
რაიმე ისტორიის მოყოლა — გრაფიკული დიზაინის საფუძველია. მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება აბსტრაქტულ იდებს, ის საშუალებას გაძლევთ მოჰყვეთ ბრენდის ისტორია ერთმანეთთან ვიზუალურად და აზრობრივად დაკავშირებული ელემენტების საშუალებით.
2023 წელს რთული კომპოზიციების საშუალებით ვიზუალური თხრობა ხდება უფრო პირდაპირი და ამავე დროს უფრო აბსტრაქტული. ეს არის ილუსტრაციები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე „სცენას“ ერთდროულად. მაგალითად: ერთი პერსონაჟი ადის კლდეზე, მეორე მიცურავს ნავით, ხოლო მესამე კი კარავს შლის.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიზაინი ზედმეტად მდიდარია დეტალებით, ის ხშირად სტილისტურად მინიმალისტურია, რაც გაძლევთ საშუალებას კომპოზიციაში ბევრი ელემენტი შეიტანოთ და ამასთან არ გადატვირთოთ ადამიანის თვალი. ვინაიდან ასეთი ილუსტრაციები ძირითადად ყვებიან რაიმე ისტორიებს ადამიანისთვის ის საინტერესო ხდება და არა გამაღიზიანებელი.
ისინი შესანიშნავი არჩევანია ვებსაიტების, ბლოგებისა და ახალი ამბების სტატიებისთვის. ეს ტენდენცია აძლიერებს იმ აზრს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ერთდროულად უამრვი სრულიად განსხვავებული მოვლენა ხდება.
12. აბსტრაქტული გრადიენტები
გრადიენტები, ანუ ფერთა გადასვლები დიდი ხანია მოდაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ახერხებენ ტენდენციების ტოპ ჩამონათვალში მოხვედრას. 2023 წელიც არ არის გამონაკლისი, მხოლოდ ამჯერად გრადიენტები ჩვენთან აბსტრაქტული ბუნდოვანი ფორმების სახით არიან წარმოდგენილნი.
აბსტრაქტული გრადიენტების წაგრძელებული, ორგანული ფორმები უწონობის განცდას ქმნის. რბილი ფერებით ისინი ბუნებრივად ამშვიდებს, ხოლო აბსტრაქტული ფორმები კი აძლიერებს ამ ეფექტს.
წყარო: 99designs.com
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01