ბრენდის 12 არქეტიპი: როგორ შევარჩიოთ ის ჩვენი ბრენდისთვის #1
ხანდახან ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ პროდუქტი შეგიყვარდეთ და ზოგჯერ ერთ პოსტსაც კი შეუძლია გაგრძნობინოთ, რომ ბრენდს აზრების კითხვა შეუძლია.
ერთი შეხედვით ეს მაგიას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში საქმე არქეტიპებს ეხება.
arkhétupon – ბერძნული სიტყვაა და ქართულად პირველსახეს ნიშნავს. მისი ცნება გაავრცელა და საზოგადოდ ცნობილი მე-20 საუკუნის დიდმა ფსიქოანალიტიკოსმა კარლ იუნგმა გახადა.
არქეტიპები ერთგვარი მითიური სახეებია, რომლებიც მთელი კაცობრიობისთვის საერთოა. ისინი ჩვენს ემოციებთან და ადამიანებთანაა გადაჯაჭვული. იუნგის მიგნებები წლების განმავლობაში უამრავმა ფილოსოფოსმა, სოციოლოგმა და ფსიქოლოგმა განავრცო და არქეტიპები ხელოვნებას, პოპკულტურას, ლიტერატურას თუ ბიზნესს მიუსადაგა.
ბრენდების შემთხვევაში არქეტიპი წარმოაჩენს მის მისიას, მისწრაფებებს, ღირებულებებს და ხასიათს მომხმარებელთან ურთიერთობაში.
იუნგის მიხედვით, სულ 12 არქეტიპი არსებობს:
- Ruler (მმართველი);
- The Innocent (უმანკო);
- Everyman (საყოველთაო);
- Hero (გმირი);
- Explorer (მკვლევარი);
- Creator (შემოქმედი);
- Rebel (მეამბოხე);
- Magician (ჯადოქარი);
- Lover (შეყვარებული);
- Sage (ბრძენი);
- Caregiver (მზრუნველი);
- Jester (ოხუნჯი).
რისთვის არის საჭირო ბრენდის არქეტიპი
სწორად შერჩეული არქეტიპი ეხმარება ბრენდს მომხმარებლებში უსიცოცხლო კორპორატიული სტრუქტურის ნაცვლად ადამიანური თვისებების და სახის დანახვაში, რაც ხელს უწყობს ლოიალურობის ამაღლებას და ბრენდის მიმართ დადებით ემოციების გაჩენას.
არქეტიპები ქცევის უნივერსალურ ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, შევიცნოთ საკუთარი თავი და სხვები. ჩვენ არქეტიპებს ვგრძნობთ ენერგიის სახით. ეს ენერგია შეიძლება იყოს ემოციები, სურვილები, მისწრაფებები და აგრეთვე წარმოსახვა.
მარკეტინგი ყოველთვის ეყრდნობოდა ფსიქოლოგიას და ამიტომაც იუნგის ეს იდეა ამ სფეროს მთავარი გატაცება გახდა. თუ დააკვირდებით ბრენდებს შეგიძლიათ ამოიცნოთ მათი ქცევის მოტივები და არქეტიპები, რომლებიც კონკრეტული კომპანიის მახასიათებელია და გვევლინება, როგორც ბრენდის სახე.
ახლა მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი მაგალითებით და ბრენდებით, რომლებიც ამ კონკრეტულ არქეტიპს იყენებენ:
1. მმართველი
სამი სიტყვით: დომინანტი, გავლენიანი, წარმატებული.
ის, როგორც წესი, სიტყვებს ფრთხილად არჩევს და მუდმივად ადევნებს თვალს საკუთარ იმიჯს. მისთვის მნიშვნელოვანია წესები და პრინციპები. ის მუდმივად ისწრაფვის მეტი ძალაუფლებისაკენ და სხვებსაც უბიძგებს ამისკენ.
ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტის და მომსახურებაც:
- გეხმარებათ იგრძნოთ სტატუსი და გავლენა;
- დაკავშირებულია ფინანსების ზრდაში;
- ამარტივებს საქმიან ცხოვრებას.
ბრენდები: როლექსი, მერსედეს ბენცი, ჰუგო ბოსი.
2. მოსიყვარულე
სამი სიტყვით: მგრძნობიარე, სენსიტიური, მშვიდი.
მას სურს, ადამიანებს თავი გამორჩეულად აგრძნობინოს. ეს არქეტიპი ხუთივე ტიპის სიყვარულს აერთიანებს: მშობლიურს, ოჯახურს, მეგობრულს, სულიერსა და რომანტიკულს. ეს არქეტიპი ემოციური და გულწრფელია. ისწრაფვის ინტიმურობის, ესთეტიკისა და ვენებისაკენ.
ეს არქეტიპი შეეფერება ბრენდს, რომლის პროდუქტის და მომსახურებაც:
- განიჭებთ სიამოვნებას;
- გეხმარებათ მეორე ნახევრის პოვნაში;
- მიმზიდველობის შენარჩუნებაში;
- და ასოცირდება ესთეტიკასა და დახვეწილობასთან.
ბრენდები: მაგნუმი, Victoria's Secret, ფერარი, Vogue, დიორი, ნესკაფე.
განაგრძეთ კითხვა
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01