როგორ გავხადოთ მარტივი პროდუქტი უნიკალური
დღეს ბაზარზე ყველა სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია და ის დღითიდღე იზრდება. უკვე ძალიან ძნელია იყო გამორჩეული და განსხვავებული. დღეს რაც შენ უნიკალურობას განიჭებს ხვალ ის უკვე სხვასაც აქვს. რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? როგორ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი უნიკალური და გამორჩეული?
ადამიანის ტვინი მუდმივად ამუშავებს გარემოდან მიღებულ ემოციას და ინახავს გამოცდილების სახით. ნებისმიერი გარე მიმდინარე მოვლენა, სუბიექტური აღქმის და გადამუშავების საგნად შეიძლება იქცეს. ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მუსიკა კონკრეტულ გარემოს, ნივთს, ადგილს ან რაიმე ისტორიას გვახსენებს. ამ დროს ჩვენში შენახულია წარსულის გამოცდილებები, რომლებიც თავის დროზე ემოციის სახით შემოვიდა. აქედან გამომდინარე რაიმე პროდუქტის/მომსახურების მიმართ ემოციური კავშირის შექმნა ზემოთ ნახსენები გამოწვევების დაძლევაში დაგეხმარებათ.
ახლა მოდით გავიგოთ, თუ როგორ უნდა გამოიწვიოს თქვენმა პროდუქტმა მომხმარებლებში ემოციები - მოკლედ და ლაკონურად. ამ საქმეში თქვენ დაგეხმარებათ მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი - მეტაფორა.
ბრენდის მეტაფორა — სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას. იგი ყალიბდება კომპანიის სტრატეგიის დაწერის, ბრენდის პლატფორმის ფორმირების ეტაპზე.
ბრენდის მეტაფორის ამოცანები
მეტაფორა — მოკლე გზა მომხმარებლის გულამდე. თქვენ კარგად იცნობთ პროდუქტს/მომსახურებას რომელსაც აკეთებთ, მაგრამ მომხმარებელმა — არა. ამიტომ, ბრენდის ამოცანაა უმარტივესი ენით უთხრას ადამიანს, რას წარმოადგენს მისი პროდუქტი, რა პრობლემებს წყვეტს და რა ემოციებს გაჩუქებთ ის.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ- მეტაფორა ბრენდს აძლევს:
1. კომუნიკაციის სიმარტივეს.
გრძელი ისტორიებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაწვდით მომხმარებელს უკვე დასრულებულ სურათს. რა თქმა უნდა, ამ დროს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ ქვეყნის მცხოვრებელთა გემოვნება და მენტალიტეტი, რომელშიც იმყოფებით. ერთი და იგივე მენტალიტეტის ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ მსგავსი მეტაფორული ასოციაციები გონებაში.
2. რთული პროცესების/გამოსახულებების გამარტივების შესაძლებლობას.
რა არის ჭიქა ყველამ იცის და არ არის საჭირო ახსნა. მაგრამ რა არის „ბრენდის პოპულარიზაცია ჯვარედინი მარკეტინგის საშუალებით“, უფრო ადვილად მეტაფორით აიხსნება.
- მაგალითად: Dropbox ფაილის ჰოსტინგი იყენებს ყუთის მეტაფორას, რითაც მომხმარებელს აჩვენებს, რომ ეს არის სერვისი, რომელსაც შეუძლია შეინახოს სხვადასხვა ფაილების დიდი რაოდენობა.
3. ადვილად დამახსოვრების შესაძლებლობას.
ფიქრის დროს ჩვენ თვალწინ გვიდგება სხვადასხვა გამოსახულებები სურათები და არა ტექსტები. მაგალითად, რატომ აქვს "ტვიქსს" ორი ჩხირი? რა თქმა უნდა, მაშინვე გახსენდებათ კომპანიის ორი კონკურენტი დამფუძნებელი.
მეტაფორა ასევე მნიშვნელოვანია გუნდისთვის სტრატეგიული დასკვნების კრეატიულ გზავნილად გადასაკეთებლად.
ბრენდინგში არსებობს სამი სახის მეტაფორა:
1. რითმული მეტაფორები - აგებულია ბრენდისა და შედარებული ობიექტის საერთო მახასიათებლების საფუძველზე.
- მაგალითად: Tropicana- ს წვენი ლოზუნგით " შენი ყოველდღიური მზის სხივი" ყურადღებას ამახვილებს პროდუქტსა და მზეს შორის მსგავსი მახასიათებლის არსებობაზე - გაჯერებულ ფერზე, სარგებელზე და მასში ვიტამინების არსებობაზე. ანუ Tropicana მომხმარებელს არწმუნებს, რომ პროდუქტი ნატურალურია, მზით გაჟღენთილი პირდაპირ ტროპიკებიდანაა ჩამოტანილი.
2. მეტაფორა-ანალოგია - ორი ობიექტის მსგავს სტრუქტურაზე დამყარებული. ხშირად გამოიყენება ბრენდინგში, რადგან ის უჩვენებს მომხმარებელს, თუ რას აკეთებს პროდუქტი.
- მაგალითად: Ford Mustang. მანქანის ძალა შედარებულია ველური ცხენის დაუოკებელ ტემპერამენტთან.
3. გეშტალტის მეტაფორა - იგი აღნიშნავს ზოგად შთაბეჭდილებას, მდგომარეობას, რომელიც მსგავსია ორ სხვადასხვა ობიექტში.
- მაგალითად: Red Bull - ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ხარივით ენერგიას იძლევა;
Bounty - "ღვთაებრივი ნეტარება".
რას შედეგს იძლევა კარგი მეტაფორა ?
ყველა კომპანიის, ყველა პროდუქტის მიღმა არის უზარმაზარი, უნიკალური შიდა სტრუქტურა: რას აკეთებს ეს პროდუქტი, რისგან შედგება ის , ვინ შექმნა და ა.შ. ამ ინფორმაციის ადამიანებისთვის სწრაფად და მოკლედ მიწოდებაში მეტაფორა გეხმარებათ. სწორედ მისი მეშვეობით იღებენ მომხმარებლები სწრაფ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას.
მიზნის მისაღწევად სწორად შერჩეული მეტაფორა, სწორად უნდა იყოს გადმოცემული კომუნიკაციის ყველა არხით. ამ დროს მომხმარებელს უჩნდება ასოციაციების მთელი კასკადი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პროდუქტთან/მომსახურებასთან.
მეტაფორის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ბრენდის სტრატეგიის სტრუქტურული აზროვნებიდან დიზაინერების კრეატიულ აზროვნებაზე გადასვლა.
- კრეატიულობისა და მეტაფორის ყველაზე კარგი მაგალითია კომპანია Amazon-ი
ჯეფ ბეზოსმა თავის კომპანიას მსოფლიოში უდიდესი მდინარის სახელი დაარქვა. ასევე ლოგოს დიზაინში არსებუ პატარა ისარში დევს ფარული აზრი – იგი იწყება ასო A – თი და მთავრდება ასო Z – ით რაც იმს ნიშნავს, რომ ონლაინ მაღაზიაში იპოვით ყველაფერს, რასაც მოისურვებთ, A – დან Z – ის ჩათვლით. გარდა ამისა, მოცემული ისარი წარმოადგენს ღიმილს, რაც წარმოაჩენს კომპანიის დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ.
- მეორე მაგალითია Disney. ამ კომპანიის მეტაფორა ნათლად არის გამოხატული ლოგოში - მძინარე მზეთუნახავის ზღაპრულ ციხეზე. მეტაფორას „ჯადოსნური სამყარო“ კითხულობენ ბავშვებიც და უფროსებიც. უფრო მეტიც, ის თითოეულ ადამიანში სასიამოვნო, ბედნიერ ემოციებს იწვევს. შესაძლოა ამიტომაც The Walt Disney Company გახდა ყველაზე დიდი კონგლომერატი გასართობ ინდუსტრიაში. ბოლოს და ბოლოს, ვის არ უნდა ზღაპარში მოხვედრა ცოტა ხნით მაინც.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01