როგორ ავირჩიოთ სავიზიტო ბარათი პროფესიის მიხედვით

ერთხელ ერთმა ცნობილმა  ბრიტანელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ისტორიკოსმა, პოეტმა და ნოველისტმა  ტომას ბებინგტონ მაკოლეიმმა თქვა  "ფულის კეთება რეკლამის გარეშე მხოლოდ  ზარაფხანას შეუძლია". მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია.

რაც უფრო ვვითარდებით - უფრო მეტად გვესაჭიროება კარგი რეკლამა. რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტი სავიზიტო ბარათია. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ,თუმცა  დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და თითქმის  ვერ შეხვდებით წარმატებულ ბიზნესმენს, რომელსაც არ აქვს სავიზიტო ბარათი. უფრო მეტიც,სავიზიტო ბარათს თავიანთი უნარების რეკლამირებისთვის იყენებენ  ადამიანები,რომლებსაც შეხება არ აქვთ ბიზნესთან.

თქვენ შეგიძლიათ სავიზიტო ბარათი დაბეჭდოთ ორმხრივი ან ცალმხრივი, ორ ან ერთენოვანი, ფერადი ან შავ-თეთრი,მნიშვნელობა აქვს მასალასაც,რომელზეც იბეჭდება. ერთადერთი რაც ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ არის თქვენი  საქმიანობის სფერო. ექიმებმა თავი უნდა შეიკავონ მხატვრული და შემოქმედებითი გაფორმებებისგან, მათი  სავიზიტო ბარათი უნდა იყოს მკაცრი, სოლიდური და ყველასთვის გასაგები. მასზე დატანილი ინფორმაცია მარტივად უნდა იკითხებოდეს. იურისტის სავიზიტო ბარათი პოტენციურ კლიენტს უნდა მიუთითებდეს მისი მფლობელის პროფესიონალიზმზე და ორგანიზატორულობაზე. რაც მთავარია იურისტის სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სოლიდური, მასზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული და გასაგები, ის არ უნდა იყოს გადატვირთული და ჭრელი, თუ იურისტი მუშაობს რომელიმე კომპანიაში, მაშინ ბარათზე დატანილი უნდა იყოს ამ კომპანიის ლოგო. მასწავლებლის სავიზიტო ბარათი უნდა იყოს თანამედროვე და ნაკლებად მკაცრი. უმეტესად, ამ პროფესიის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ  სადა, კლასიკურ ბარათებს,  ზედმეტი ელემენტების გარეშე. შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისგან განსხვავებით მათ ფანტაზიას სავიზიტო ბარათის დამზადებისას არაფერი  ზღუდავს. შემოქმედებითი პროფესიები დაკავშირებულია გრძნობებეთან, ემოციებთან, ამიტომ  სავიზიტო ბარათი უნდა იყოს : ღია ფერებში, ორიგინალური, უცნაური, უნიკალური, ეფექტური,  ინტელექტუალური და მხატვრული.    

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ ავირჩიოთ სავიზიტო ბარათი პროფესიის მიხედვით

სხვა სიახლეები

ტეგები: