როგორ გავმდიდრდეთ? 10 რჩევა დონალდ ტრამპისგან

დონალდ ჯონ ტრამპი — ამერიკელი ბიზნესმენი და ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად ის 2017 წლის 20 იანვარს დაიკავებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა. დონალდ ტრამპი ჰოლდინგის  The Trump Organization-ის თავმჯდომარე და პრეზიდენტია. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე, იგი კომპანიაში თანამდებობას დატოვებს.

საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს არაერთი საოფისე კოშკი, სასტუმრო, სამორინე, გოლფის მოედანი და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტი. ტრამპი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით ერგო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს Miss USA-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა.

2004-2015 წლებში, ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice. 2016 წელს, Forbes-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას. მილიარდელი დონალდ ტრამპი აძლევს 10 რჩევას ადამიანებს, რომლებსაც გამდიდრება უნდათ.

ბიზნესმენმა  1980 წელს დაკარგა მთელი ქონება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეძლო  გამდიდრება . დღეს მისი ქონება სამ მილიარდზე მეტადაა შეფასებული. არსებობს მოსაზრება,რომ  მდიდარი ადამიანისგან  რჩევების სერიოზულად მიღება არ ღირს, რადგან  ყველა მილიარდელს სხვადასხვა ისტორია აქვს და გამდიდრების ერთი უნივერსალური გეგმა არ არსებობს!  ზოგი კი თვლის, რომ  მათი რჩევების გათვალისწინებით დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

თავის წიგნში  « როგორ გავხდეთ მდიდარი»  ტრამპი გამდიდრების მსურველებს თავის პირად გამოცდილებას უზიარებს და დამწყებ ბიზნესმენებს გამდიდრებისთვის საჭირო  10 რჩევას აძლევს:

  • ჩაიცვით თქვენი სოციალური და კულტურული სტატუსის შესაბამისად.  წლების განმავლობაში ტრამპი დარწმუნდა, რომ იაფფასიანი სამოსის ჩაცმა არასწორია. რა თქმა უნდა  შეიძლება რამე იაფფასიანის ყიდვა (თუმცა მისი ფასი ვერავინ უნდა გაიგოს), მაგრამ  მას ფასის შესაბამისი იაფასიანი იერი ექნება.  "სამოსი იქამდე ამბობს ჩვენ შესახებ ყველაფერს, ვიდრე ჩვენ პირს გავაღებთ" - მიაჩნია მილიარდელს.

 

  •  გარშემომყოფთა პროვოცირება.  ტრამპი თვლის, რომ   მოლაპარეკების დროს თქვენ უნდა გამოთქვათ პროვოკაციული, კარგად გააზრებული ფრაზები  და  ამ დროს უნდა დააკვირდეთ თქვენი თანამოსაუბრის რეაქციას, ამით თქვენ მარტივად წაიკითხავთ  მის აზრებს და ამოიცნობთ მიზნებს.

 

  •  იყავით საკუთარი თავის ფინანსური ექსპერტი.  ტრამპი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი  ფინანსური მრჩეველის აიყვანა, რადგან  არის ბევრი შემთხვევა, როდესაც  ეგრეთ წოდებული "ექსპერტების" რჩევებს  დიდი ზიანი მოუტანიათ,  და თუ მილიარელობას აპირებთ, ეს ფუნქცია აუცილებლად თავად უნდა შეითავსოთ. ამ საქმის კარგად შესასწავლად უნდა იკითხოთ  ბიზნეს ჟურნალები დიდი რაოდენობით.

 

  • ვისწავლოთ ფეხზე მყარად დადგომა.  ცხოვრება პრინციპით - "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ"... ტრამპი ამბობს, რომ თავდამსხმელებს,  არ უნდა ვაპატიოთ შეურაცხყოფა...   "არავის ენდოთ,  საუკთესო მეგობარსაც კი , ვინაიდან შეიძლება მან ნებისმიერ დროს ხელყოს თქვენი ცოლი და თქვენი  ფული"...

 

  • იზრუნეთ საკუთარ თმებზე.  მილიარდელს ხშირად აკრიტიკებენ თმის ხშირი ვარცხნის გამო, მაგრამ თვითონ  მიაჩნია, რომ  თმის მოვლა ძალიან  მნიშვნელოვანია.

 

  • მოერიდეთ ხელის ჩამორთმევას.  ძლიერმა ხელის ჩამორთმევამ შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს.  თქვენ უნდა მოერიდოთ  ავადმყოფობას, რადგან ბიზნესის წარმოების დროს სრულიად ჯამრთელი უნდა იყოთ.

 

  • მოუსმინეთ ინტუიციას და  დაემორჩილეთ ინსტინქტებს.  რამდენი დიპლომიც არ უნდა გქონდეთ ეცადეთ ხშირად  მოუსმინოთ თქვენ შინაგან ხმას, ის გიკარნახებთ გააფორმოთ თუ არა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები ან იურთიერთოთ თუ არა გარკვეულ პიროვნებებთან.

 

  •  იყავით ოპტიმისტი და ამავდროულად, მუდამ მზად მარცხისთვის.   წარმატების მისაღწევად ოპტიმისტურ განწყობილებასთან ერთად მნიშვნელოვანია მუდმივი ფსიქოლოგიური მზადყოფნა პრობლემებისთვის, რადგან არც ერთი ბიზნესი არ არის მუდმივად წარმატებული, შესაბამისად ყოველთვის მზად უნდა იყოთ უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, რათა  კრიზისმა  ნაკლები ემოციური ზიანი მოგაყენოთ.

 

  • ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მნიშვნელოვანია ყოველი მოვლენის, შემთხვევის დეტალურად დამახსოვრება, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი, უსიამოვნო სურპრიზები.

 

  • დადეთ საქორწინო კონტრაქტი.  ხანდახან გრძნობები გიბნევენ გონებას, ფიქრობთ, რომ ამ ადამიანთან ერთად მთელ ცხოვრებას გაატარებთ და თვლით, რომ საქორწინო კონტრაქტი საჭირო არ არის, მაგრამ ტრამპი გაფრთხილებთ, რომ საქორწინო კონტრაქტი ყოველთვის უნდა დადოთ, რადგან სხვა შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი, რასაც  წლების განმავლობაში აგროვებდით.

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

როგორ გავმდიდრდეთ? 10 რჩევა დონალდ ტრამპისგან

სხვა სიახლეები