ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები ძალიან მალე სატელევიზიო რეკლამისას გადააჭარბებს
ინტერნეტ რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2012 წელს 15 პროცენტით გაიზარდა და 36,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ინტერნეტ რეკლამის ბიუროს (IAB) ახალი კვლევა იუწყება, ამას ხელი შეუწყო მობილურზე, საძიებო სისტემებსა და ვიდეოზე დაფუძნებული ინტერნეტ რეკლამების მოცულობის ზრდამ. აშშ-ში ჩატარებულმა 14 თვიანმა კვლევამ, რომელიც ემსახურებოდა იმის განსაზღვრას, თუ რომელი ინტერნეტ რეკლამის ტიპი იმსახურებს მეტ ყურადღებას პლანშეტის მომხმარებელთა შორის, ცხადყო, რომ სარეკლამო ბანერები და მულტიმედია ყველაზე შედეგის მომტანია.
კლიკზე დაფუძნებული ინდექსის (CTR) მიხედვით, მთლიან გვერდზე გაფართოების მხარდაჭერის მქონე სარეკლამო ბანერების პლანშეტურმა ვერსიებმა ოთხჯერ მეტი კლიკების რაოდენობა დაიმსახურეს, ვიდრე სტატიკურმა ვებ-ბანერებმა. ასევე, მულტიმედია მედია ინტერსტიციული რეკლამა (rich media interstitial ad) პლანშეტურმა ვერსიებმა უფრო მეტი მომხმარებლის დაინტერესება შეძლეს, ვიდრე სტანდარტულმა სტატიკურმა მედია ინტერსტიციული რეკლამებმა.
მედია ინტერსტიციული რეკლამა წარმოადგენს რეკლამას, რომელიც ვებგვერდზე შესვლისას ეკრანის მთელ გვერდზე გამოდის და რვა წამის განმავლობაში ჩანს, შემდეგ კი მომხმარებელი ავტომატურად გადადის სასურველ კონტენტზე. მომხმარებელს აქვს არჩევანი 8 წამის განმავლობაში უყუროს რეკლამას ან დააჭიროს ”გამოტოვება” -ს. კვლევის თანახმად, ე.წ. ”პოპ აპ” და ”გადაფარვა” ინტერნეტ რეკლამების პლანშეტური ვერსიები მომხმარებელთა მხრიდან ნაკლებ ყურადღებას იმსახურებენ სტანდარტულ რეკლამებთან შედარებით. მომხმარებელთა უმრავლესობის აზრით, სტანდატული ინტერნეტ რეკლამების პლანშეტურ ვერსიებს შორის მათთვის ყველაზე მიმზიდველი სტანდარტული ბანერებია.
რატომ უნდა იყოთ წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში თქვენი კომპანიის იმიჯის შესაბამისად? რატომ უნდა გააძლიეროთ ინტერნეტ რეკლამირება? იმიტომ რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 3 მილიარდს გადააჭარბა!!!
ინტერნეტის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ონლაინ რეკლამის რაოდენობა. ეს სივრცე არის ჩვენი საქმიანობის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. მთავარი მზაობა თქვენი მხრიდან გარდა სურვილისა იყოთ წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში აქტიურად, არის ის რომ გქონდეთ კარგად მოწყობილი, ტექნიკურად გამართული, იმიჯზე ორიენტირებული ვებ გვერდი, ან მინიმუმ ფეისბუქის გვერდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერნეტ რეკლამის ეფექტი რთული დასანახი იქნება მითუმეტეს დასათვლელი. ხშირია შემთხვევა, როცა შემდეგ უშედეგო რეკლამას, რომელიმე სარეკლამო კომპანიის არასწორ მენეჯმენტს მიაწერენ ან ამა თუ იმ გვერდის ნაკლებად პოპულარობას, თუმცა ამ დროს ყველა მხარე თანამბრად დამნაშავეა, მხოლოდ კარგად დაგეგმილი ბანერი ან საიტი(ები) რომელზეც ეს ბანერი განთავსდება არ მოიტანს სასურველ შედეგს, თუ რა თქმა უნდა რეკლამის დამკვეთს არ მივაწვდით ზუსტ და სწორად დათვლილ მომხმარებელთა შესაძლო შემოტევას (ტრაფიკს) , ვინაიდან რამდენადაც მნიშვნელოვანია ზრუნვა სარეკლამო ბანერსა და მის საჭირო ადგილზე განთავსებაზე, იმდენადვე მნიშვნელოვანია ერთად თავმოყრილი მომხმარებლების ჯგუფის სწორი მართვა, ინფორმირება, ცხელი ხაზის მუშაობა, მომსახურების მაღალი დონე და ა.შ..
ჩვენ გთავაზობთ :
1. უფასო კონსულტაციას ინტერნეტ რეკლამასთან დაკავშირებით;
2.ვებ ბანერების, ასევე ტექსტური და არასტანდარტული რეკლამების დამზადებასა და განთავსებას ყველაზე რეიტინგულ ქართულ საიტებზე;
3. ინტერნეტ კამპანიის დაგეგმვას (3 თვე, 6 თვე, 1 წელი);
4. სოციალური ქსელ(ებ)ის ადმინისტრირება;
5. სოც. მედია მენეჯმენტი.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01