Omnichannel - მარკეტინგი, ის რაც უნდა იცოდეთ დღევანდელი მომხმარებლების შესახებ

Омниканальный маркетинг: что вам нужно знать о привычках современных потребителей. Часть 1

რა არის  «Omnichannel - მარკეტინგი»?

Hubspot -ი განსაზღვრავს მას,როგორც  საშუალებას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ ყველა იმ წყაროს, რომელსაც მომხმარებლები თქვენთან საკონტაქტოდ იყენებენ. Google — განსაზღვრავს,  [საცალო] მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი წყაროს  კონვერტაციას. Big Commerce წერს: «მაღაზია, რომელიც ყიდის,როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ, გაყიდვებისთვის  იყენებს სხვადასხვა წყაროს  (მაგალითად: Amazon, eBay, Facebook, B2B). გახსოვდეთ  პროდუქცია უნდა განათავსოთ  იქ სადაც მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. Omnichannel - მარკეტინგის საშუალებით თქვენ გეცოდინებათ როდის და რა უნდათ თქვენ მომხმარებლებს.. დღეს ზუსტად არავინ იცის მომხმარებლების სურვილები, ერთი რამ ცხადია დღეს არცერთი ფირმა, რომლის პროდუქცია კარგად იყიდება არ იყენებს გაყიდვებისთვის მხოლოდ ერთ წყაროს. BigCommerce - ჩაატარა კვლევა,  რომელიც გვიჩვენებს თუ როდის, სად და რას ყიდულობენ ადამიანები.   ამ მონაცემების წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით:

  • როგორ ყიდულობენ ადამიანები პროდუქციას Omnichannel- გარემოში: რას ყიდულობენ, რამდენს ხარჯავენ და რა უშლით ხელს დახარჯონ მეტი;
    .
  • რა უნდა განათავსოთ სხვადასხვა არხებზე გაყიდვების მაქსიმალიზაციისთვის;

  • ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას რაზე ამახვილებს თქვენი აუდიტორია ყურადღებას და  რაში მდგომარეობს მათი მოტივაცია.

ინფორმაცია,რომელიც დღეს ყველა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს, რომელებსაც სურთ  Omnichannel - მარკეტინგის სტრატეგიით მუშაობა:

Кто совершает онлайн-покупки?


ვინ ყიდულობს ონლაინ?

თუ ამ კითხვაზე ზედაპირულად უპასუხებთ, პასუხი მარტივია: პრაქტიკულად ყველა. "ონლაინ-შოპინგი" დღეს ისეთივე პოპულარულია, როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში სიარული. ამის გათვალისწინებით  შეგიძლიათ დამთვალიერებლები  მყიდველებად აქციოთ. ამ ყველაფრის გასაკეთებლად თქვენ პირველ რიგში დაგჭირდებათ  პროცესის გამარტივება.  შეამცირეთ ყველა ის ფაქტორი,რომელიც ხელს შეგიშლით გაყიდვის პროცესის დასრულებაში. მაგალითად არ იკითხოთ საიდან გაიგო მომხმარებელმა თქვენი კომპანიის არსებობის შესახებ. მსგავსი კითხვები გამოიყენეთ შეკვეთის დადასტურების შეტყობინების დროს.  ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ საიტის მობილურ ვერსიას, როგორც მთავარ საიტზე ასევე აქაც მომხმარებელმა მარტივად უნდა შეძლოს შენაძენის გაკეთება. მყიდველის  კომფორტისთვის გამოიყენეთ PayPal-ის გადახდების სისტემა.

მილენიალი, თაობა X და  უფროსი ადამიანები

ცხადია,რომ ახალი თაობა ონლაინ გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.  მილენიალების და თაობა  X- ს უმრავლესობა  (თაობა X (ინგლ. Generation X), არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება აშშ-ის და სხვა ქვეყნების თაობების აღწერისთვის, რომლებიც დაახლოებით 1965 წლიდან 1981 წლამდე, გვიან 1950-იან და 1960-იან წლებში ან 1968 წლიდან 1979 წლამდე დაიბადნენ ) ისინი უპირატესობას ონლაინ მაღაზიებს   ანიჭებენ.  ასაკიანი ხალხი კი ონლაინ მაღაზიებს ძალიან იშვიათად იყენებენ. ონლაინ- შენაძენისგან თავის შეკავების ძირითადი მიზეზი შიშია.  მაგრამ ასევე არსებობს ამ შიშის  გასანეიტრალებელი საშუალებები როგორიცაა: ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისი, გარანტია, საქონლის უკან დაბრუნების მომსახურება, ზარალის ანაზღაურება.

Как совершают покупки разные поколения (на основе статистики США)

როგორ ყიდულობს სხვადასხვა თაობა  (აშშ-ს სტატისტიკა).მარცხნიდან მარჯვნივ:მილენიალები, თაობა X, baby boom (1946-1964), უფროსი თაობა . პირველი გრაფიკია «ონლაინ ყიდვა vs. მაღაზიებში ყიდვა»:მწვანე ფერი— ონლაინ შენაძენი, სალათისფერი— მაღაზიაში შეძენილი.  მეორე გრაფიკი «სად ყიდულობენ ონლაინ»: მუქი მწვანე —დიდი ბაზარი  (მაგალითად Amazon), მწვანე — крупные ритейлеры, სალათისფერი— ონლაინ მაღაზიები, ლაიმისფერი — საიტები მკაცრად განსაზღვრული  კატეგორიის საქონლით.  მესამე დიაგრამა  «რამდენ  დროს ატარებენ ონლაინ (კვირაში რამდენი საათი)»

მშობლები vs. ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ ბავშვები

ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტს. ზუსტად  ამიტომ აკეთებენ  შენაძენს ონლაინ. მშობლებისთვის კი მსგავსი მომსახურება ნამდვილი აღმოჩენაა. თუ თქვენ იცით მომხმარებლების მიერ განხორციელებული შენაძენების ისტორია, მაშინ შეძლებთ მათთვის ამ პროცესის გამარტივებას.  მაგალითად თუ ვინმე სისტემატიურად ყიდულობდა რამე ერთ პროდუქტს,მაგრამ მერე შეწყვიტა დაინტერესდით  ხომ არ სჭირდება მას ამ ნივთის მარაგის შევსება.

Как совершают покупки родители и люди, не имеющие детей (на основе статистики США)

როგორ ახორციელებენ შესყიდვებს მშობლები და  ადამიანები, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ (აშშ-ს სტატისტიკა). მარცხნიდან მარჯვნივ: მშობლები , უშვილო ადამიანები.  პირველი დიაგრამა «ონლაინ მაღაზია  vs. ჩვეულებრივ მაღაზია»: მუქი მწვანე  — ონლაინ, სალათისფერი — მაღაზიაში.  მეორე დიაგრამ «სად ყიდულობენ ონლაინ»: მუქი მწვანე —  Amazon- ის მსგავს ონლაინ მაღაზიაში. მწვანე — დიდ რიტეილერში, სალათისფერი— ონლაინ მაღაზია, ლაიმისფერი —  საიტები მკაცრად განსაზღვრული  კატეგორიის საქონლით.  მესამე დიაგრამა «რამდენ  დროს ატარებენ ონლაინ (კვირაში რამდენი საათი)»

კაცები vs. ქალები

ქალები და კაცები შენაძენს თითქმის ერთნაირი რაოდენობით აკეთებენ! ორივე სქესი ჩვევის მძევლები  არიან.  როცა იცით რისი შეძენა სურთ  კლიენტებს, თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ  მათთვის საინტერესო წინადადება ან  ავტომატურად შესთავაზოთ  ხშირად შეძენილი პროდუქტების მარაგის შევსება.

Как совершают покупки мужчины и женщины (на основе статистики США)

როგორ ახორციელებენ შესყიდვებს კაცები და ქალები (აშშ-ს სტატისტიკა). მარცხნიდან მარჯვნივ: კაცები, ქალები. პირველი დიაგრამა «ონლაინ vs. მაღაზიაში»: მუქი მწვანე — ონლაინ, სალათისფერი — მაღაზიაში. მეორე დიაგრამა «სად ყიდულობენ ონლაინ»: მუქი მწვანე —  Amazon- ის მსგავს ონლაინ მაღაზიაში. მწვანე — დიდ რიტეილერში, სალათისფერი— ონლაინ მაღაზია, ლაიმისფერი —  საიტები მკაცრად განსაზღვრული  კატეგორიის საქონლით.» მესამე დიაგრამა «რამდენ  დროს ატარებენ ონლაინ (კვირაში რამდენი საათი)»

დიდი ქალაქის მაცხოვრებლები vs. პროვინციელები vs. სოფლის მაცხოვრებლები

ადამიანების მიერ შენაძენის განხორციელების ადგილს განაპირობებს საცხოვრებელი ადგილი. მიუხედავად იმისა,რომ მეგაპოლისებში უფრო ბევრი მაღაზიაა იქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ონლაინ მაღაზიებში უფრო მეტ ფულს ხარჯავს ვიდრე პროვინციების და სოფლის მაცხოვრებლები. ასევე ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ქსელში ვიდრე უფრო პატარა დასახლების მაცხოვრებლები. რა აფერხებს ბოლო ორ ჯგუფს?  პროვინციის მცხოვრებლებს მიტანის სერვისის სიძვირე აფერხებთ, ხოლო სოფლის მაცხოვრებლებს კი ინტერნეტით განხორციელებული შენაძენის უსაფრთხოება. პროვინციელები და სოფლის მაცხოვრებლები ფასის მიმართ უფრო  მგრძნობიარეები არიან, ვიდრე დიდი ქალაქის მაცხოვრებლები. მომხმარებლების მოსაზიდად გამოიყენეთ ინფორმაცია მათი  IP- მისამართის მდებარეობის შესახებ და შესთავაზე მათ სხვადასხვა აქციები და ფასდაკლებები.

Omni-channel-retail-how-city-size-shops

როგორ ახორციელებენ შესყიდვებს დიდი ქალაქების მაცხოვრებლები  და პროვინციების და სოფლის მაცხოვრებლები (აშშ-ს სტატისტიკა). მარცხნიდან მარჯვნივ :მეგაპოლისი, პროვინცია, სოფელი. პირველი დიაგრამა «ონლაინ vs. მაღაზიაში»:მუქი მწვანე —  Amazon- ის მსგავს ონლაინ მაღაზიაში. მწვანე — დიდ რიტეილერში, სალათისფერი— ონლაინ მაღაზია, ლაიმისფერი —  საიტები მკაცრად განსაზღვრული  კატეგორიის საქონლით.» მესამე დიაგრამა «რამდენ  დროს ატარებენ ონლაინ (კვირაში რამდენი საათი)»

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ  გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

Omnichannel - მარკეტინგი, ის რაც უნდა იცოდეთ დღევანდელი მომხმარებლების შესახებ

სხვა სიახლეები