რა უნდა ვიცოდოთ ვირუსული მარკეტინგზე

ვირუსული მარკეტინგი

მარკეტინგისა და რეკლამის ერთ-ერთი გამორჩეული ნაირსახეობაა, რომელიც გვეხმარება ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში. ის კომპიუტერში ვირუსის გავრცელების მსგავსია. ვირუსული მარკეტინგი  ორიგინალურობით და არასტანდარტული მიდგომებით იპყრობს პოტენციური მყიდველის ყურადღებას და დიდ გავლენას ახდენს მასზე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის  ყველაზე ეფექტური რეკლამაა –დანახარჯი მინიმალურია შედეგი კი მაქსიმალური. თუმცა  მას აქვს ერთი უარყოფითი მხარე, რის  გამოც ვირუსული მარკეტინგი არ გახდა რეკლამის ძირითადი სახე. ვირუსული რეკლამის გავრცელება მთლიანად მომხმარებლის რეაქციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია  ვირუსულ რეკლამას   ჰქონდეს კონკრეტული მესიჯი, სამიზნე აუდიტორია და ამოცანა. მსგავსი ტიპის რეკლამამ ბრენდის გარშემო დისკუსია უნდა გამოიწვიოს. მესიჯი იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს, რომ ინტერნეტმომხმარებლებს მისი გაზიარების სურვილი გაუჩნდეს.

ვირუსული რეკლამის გავრცელების მეთოდები.

ვირუსული რეკლამის პოპულარობაზე დიდი გავლენა იქონია ინტერნეტის განვითარებამ.  შესაძლებელი გახდა საინტერესო ინფორმაციის გაზიარება. ვირუსული რეკლამის გავრცელების ეფექტური საშუალებებია :სოციალური ქსელები, ვიდეო საიტები, ბლოგები, ფორუმები...

ვირუსული მარკეტინგის სახეები.

ვირუსული რეკლამა შეიძლება წარმოდგენილი  იყოს: ტექსტის, ფოტოს ან ვიდეოს სახით. შედარებით ნაკლები შედეგის მომტანია  ტექსტური რეკლამა, რომელსაც დღეს ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. მეტი პოპულარულობით სარგებლობს ვირუსული ვიდეოები.

ყურადღების მიქცევის გზები.

ვირუსული მარკეტინგის მთავარი მიზანი პროდუქციის ან/და მომსახურების რეკლამირება არ არის,  მისი ამოცანა პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაა.  მომხმარებელს იმდენად უნდა მოეწონოს რეკლამა, რომ მისი სხვებისთვის ჩვენება, გაზიარება მოუნდეს. დიდი შედეგი  მოულოდნელი დასასრულის მქონე, ორიგინალურ და იუმორისტულ ვიდეოებს მოაქვს,რადგან სწორედ მსგავსი ტიპის ვიდეოების გაზიარება უყვარს ხალხს... რითი უნდა მიიქციოს ყურადღება ვირუსულმა რეკლამამ ? რათქმაუნდა კარგი სიუჟეტით. ეს შეიძლება იყოს  უბრალო  ისტორია  საშიში, პროვოკაციული, სახალისო  ან  თუნდაც აბსურდული შინაარსის...

უარყოფითი მხარეები.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დღეს ინტერნეტი გადატვირთულია  ვირუსული რეკლამით და რაც უფრო გაიზრდება მათი რიცხვი  შედეგიანობაც პროპორციულად შემცირდება.   დღეს  დიდი ყურადღება მსგავსი რეკლამის ორიგინალურობას ეთმობა. თქვენი რეკლამა ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს. სწორედ  ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო კომპანიებმა  უარი არ უნდა თქვან ჩვეულებრივ რეკლამაზე. ვირუსული რეკლამა  ახლადშექმნილი კომპანიისთვის შეიძლება  კარგი შედეგის მომტანი იყოს, მაგრამ უკვე არსებული კომპანიისთვის არ შეიძლება მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენება...     

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

რა უნდა ვიცოდოთ ვირუსული მარკეტინგზე

სხვა სიახლეები

ტეგები: