ყველა დროის 10 ყველაზე ცნობილი მარკეტინგული კამპანია

1.Volkswagen: Think Small – «ფოლკსვაგენ: Think Small » ( «იფიქრე ნაკლები», , «იაზროვნე მოკრძალებულად»).

Volkswagen: Think Small

ბევრი მარკეტოლოგი და რეკლამის სპეციალისტი ამ კამპანიას  " სარეკლამო ბიზნესის ოქროს სტანდარტს" უწოდებს. ეს ცნობილი  შავ-თეთრი  სარეკლამო ბანერი და სლოგანი  «Think Small»  შეიქმნა 1960 წელს  სარეკლამო სააგენტოს Doyle Dane & Bernbach -ის მიერ. სწორედ ამ სლოგანმა შეცვალა ამერიკელების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სტანდარტული ავტომობილი. იმ დროს ყველა მხოლოდ დიდ ამერიკულ ავტომობილებს ყიდულობდა, რომლის ფონზეც გერმანული ავტომობილი სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ დიდი მარკეტოლოგის უილიამ ბერნბახის (William Bernbach) წყალობით ის ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი იმპორტული ავტომობილი გახდა. რეკლამის «მთავარი გმირი»  – პატარა გერმანული ავტომობილი პირდაპირ მიმართავს პოტენციურ მყიდველებს: «თქვენ ფიქრობთ, ტომ მე პატარა ვარ?  კი მე ესეთი ვარ! მაგრამ ეს ხომ კარგია!".

2. Miller Lite: Great taste, less filling» - მსუბუქი ლუდი : «მეტი გემო, ნაკლები გრადუსი».

Miller Lite: Great taste, less filling»

1974 წლის სარეკლამო კამპანიის დროს Miller Lite -მა შექმნა ახალი პროდუქტი რისი მეშვეობითაც მან უამრავი ახალი კლიენტი მიიზიდა. კლასიკური სლოგანი «მეტი გემო, ნაკლები გრადუსი»  მიმართავდა მიზნობრივ აუდიტორიას  – «ნამდვილ მამაკაცებს», რომლებიც აგდებულად უყურებდნენ მსგავს სასმელს.  ბანერებზე და სატელევიზიო რეკლამებში ამ ფრაზას ამბობდნენ იმ პროფესიის მამაკაცები, რომლებიც ამერიკელებისთვის მამაკაცურობასთან და ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა,მაგალითად: მსახიობები, სპორტსმენები, როკ-მუსიკოსები და სხვა. ამ მარკეტინგულმა კამპანიამ  თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა Miller-ს .  

3. Nike: Just Do It. – ნაიკი: «უბრალოდ გააკეთე».

Nike: Just Do It.

იცოდით, რომ ადრე ნაიკის სპორტული სამოსი და ფეხსაცმელი ექსკლუზიურად მხოლოდ სპორტსმენებს ეცვათ?.  Nike-ს მარკეტოლოგებმა ის აქცია მსოფლიოში პირველ სპორტულ ბრენდათ. Nike-ი  სწორედ ამ სლოგანის "უბრალოდ გააკეთე"  წყალობით გახდა ბაზრის ლიდერი. თუ 1988 წელს მისი გაყიდვების ბრუნვა შეადგენდა მხოლოდ 800 მილიონს, ეხლა კომპანიის წლიური ბრუნვა  30.601 მილიარდ  დოლარს  შეადგენს (2015 წლის მონაცემებით). სუფთა მოგება კი 3.273 მილიარდს შეადგენს (2015 წლის მონაცემებით) გეზარება დილით ადრე ადგომა და ხუთ წუთიანი ვარჯიშის გაკეთება? – უბრალოდ გააკეთე ეს! ემოციური სლოგანი, რომელიც მომხმარებლებს პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება  –ეს არის მარკეტინგულ კამპანიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი.  

4. De Beers' «A Diamond is Forever» - De Beers': "ბრილიანტები სამუდამოა "

De Beers' «A Diamond is Forever»

კომპანია AdAge -მა  1999 წელს ეს სლოგანი  XX -საუკუნის ყველაზე დასამახსოვრებელ სარეკლამო სლოგანად აღიარა. გარდა ამისა– ზუსტად De Beers-მა შეჰქმნა და ხელი შეუწყო ცნობილი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას, რომ ბრილიანტის საყურეები ფუფუნების განუყოფელი ნაწილია.  რეკლამამ უნდა დაარწმუნოს მომხმარებლები,  რომ თქვენი პროდუქციის შეძენის გარეშე მათი ცხოვრება იქნება უსიცოცხლო, მოწყენილი და ერთფეროვანი!  

5. Absolut Vodka: Absolut Bottle – არყი Absolut-ის: აბსოლუტური ბოთლი.

Absolut Vodka: Absolut Bottle

მარკეტინგული კამპანიის დროს კომპანია Absolut -მა შეძლო საკუთარი მოსაწყენი ფარმაცევტული ბოთლი მსოფლიოში ყველა ცნობად შეფუთვად ექცია. ყველაზე ხანგრძლივი მარკეტინგული კამპანია  25 წელი გრძელდებოდა. ამ უპრეცედენტო სარეკლამო აქციის დროს შეიქმნა 1500-ზე მეტი სარეკლამო ბანერი, რომლებზეც არაყ  Absolut-ის  ბოთლი უამრავი განსხვავებული იმიჯით იყო წარმოდგენილი. მარკეტინგული კამპანიის დაწყებემდე, კომპანია Absolut -ს ამერიკიაში იმპორტირებული არაყის   2,5% ეკავა, ხოლო 2000 წლის ბოლოს კი იმპორტირებული სასმელების ბაზრის 50% -ზე მეტი  დაიკავა. რა შეგვიძლია ვისწავლოთ  Absolut-ის მაგალითიდან?  არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოსაწყენია თქვენი პროდუქტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მისი უპირატესობების ჩამოთვლას.

6.Marlboro: Marlboro Man

Marlboro: Marlboro Man

ყველამ იცის, რომ მოწევა მავნებელია ჯამრთელობისთვის, მაგრამ  Marlboro Man- ის გამოჩენის შემდეგ ამას ყურადღებას უკვე არავინ აღარ აქცევს. მალბორომ შეძლო  გარკვეული ცხოვრების წესის საკუთარ პროდუქციასთან დაკავშირება, რისი მეშვეობითაც  მავნებლობის მიუხედავად მისი პროდუქცია მაინც ყველასთვის სასურველი გახდა. ყველას გვინდა ვიყოთ თავისუფლები და დამოუკიდებლები.  გვინდა რომ ვხედავდეთ  უკიდეგანო სივრცეს და ველურ სილამაზეს. და  აი გამოჩნდა მწეველი კინოგმირი "Marlboro Man"  - რომელიც აერთიანებს ყველა თქვენ  ფარულ ოცნებას! გახსოვდეთ!  როცა ქმნით რეკლამას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი მომხმარებლების გემოვნება და ცხოვრების წესი , რისი საშუალებითაც თქვენ  მომხმარებლებთან უხილავ და მჭიდრო კავშირს  ამყარებთ. 

7. California Milk Processor Board: Got Milk?. California Milk Processor Board: გაქვს რძე?

California Milk Processor Board: Got Milk?

80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში კალიფორნიელებმა შეამცირეს რძის მოხმარება, რის გამოც California Milk Processor Board- ის გაყიდვების რაოდენობამ იკლო. ამ ფაქტით შეწუხებულმა  კომპანიამ დახმარებისთვის სარეკლამო სააგენტო  Goodby, Silverstein and Partners-ს მიმართა. გამოცდილმა მარკეტოლოგებმა  იპოვეს  მარტივი გამოსავალი – ჩაშვებული იქნა სარეკლამო კამპანია, რომლის მთავარი იდეა უსიამოვნო ფაქტის აღმოჩენა იყო: "ის რაც გვჭირდება სრულყოფილი საუზმისთვის-  არის რძე, რომელსაც თქვენ ყოველ დილით მიირთმევთ! ცუდი ამბავია, მოემზადეთ რძის ასაღებად, მაგრამ  ... ის უბრალოდ  სახლში არ გაქვთ..." ამ სარეკლამო კამპანიის დახმარებით, სულ რაღაც ერთ წელიწადში რძის  გაყიდვები 7% - ით გაიზარდა. კალიფორნიელებმა უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით რძის მომარაგება დაიწყეს. გამოცდილი მარკეტერები მიხვდნენ,რომ ახალი ბაზრის შესწავლამდე, უბრალოდ არსებული მომხმარებლებისთვის  უნდა შეეხსენებინათ პროდუქციის საჭიროების შესახებ.  

8. Wendy’s: Where’s the Beef? – Wendy’s: «სად არის ხორცი?»

  

Wendy-ს მარკეტოლოგებმა მარტივი ფრაზის საშუალებით შექმნეს სლოგანი, რომელიც მიანიშნებდა მათი კონკურენტების პროდუქციაში ხორცის სიმცირეზე. კამპანია მხოლოდ ერთი წელი გრძელდებოდა, მაგრამ სლოგანი დღემდე შემორჩა. მიუხედავად პოპულარობისა Wendy-სმა ერთი წლის შემდეგ შეჰქმნა ახალი სლოგანი. გახსოვდეთ: არ ღირს წარმატების მიღწევის შემდეგ მოდუნება, გაჩერება. როგორი კარგი შედეგიც არ უნდა მოიტნოს ძველმა იდეამ, არ გაჩერდეთ,  განაგრძეთ წინ სვლა და   სიახლების ძიება!  

9. Apple: Get a Mac  Apple: Get a Mac

Apple- ის სარეკლამო რგოლმა მიიღო მრავალი პროფესიული ჯილდო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ რეკლამის წყალობით კომპანია Apple-ს გაყიდვები  ერთ წელიწადში 42%-ით გაიზარდა. https://www.youtube.com/watch?v=BwzLrqehjKs   კომპანიის მარკეტერებმა შეძლეს ყველასათვის გასაგებ ენაზე მომხმარებლებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ , რომლებსაც ისინი  Apple-ს პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიიღებდნენ.   

10. Clairol: Does She or Doesn’t She? – გააკეთა?  თუ არ გააკეთა?

Clairol: Does She or Doesn’t She?

Clairol-ის მარკეტოლოგებმა ეს კითხვა პირველად 1957 წელს დასვეს. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ პროდუქციის ბუნებრიობისთვის გაესვათ ხაზი.  ქალებს, რომლებიც ამ საღებავს იყენებდნენ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს მათი ნატურალური თმის ფერია.   უბრალოდ აჩვენეთ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტის უპირატესობები_ ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების  გარეშე. 

იმედი მაქვს ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ საკუთარი მარკეტინგული კამპანიის წარმატებულად დაგეგვმაში და  ჩატარებაში :) :) :)  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ყველა დროის 10 ყველაზე ცნობილი მარკეტინგული კამპანია

სხვა სიახლეები

ტეგები: