კრიზისის მენეჯმენტი

კრიზისის მენეჯმენტი არის ამოცანა, რომლის საშუალებითაც იქმნება ბიზნეს გეგმა კრიზისის დროს გამოსაყენებლად.  

ფართო სპექტრის კრიზისების პოტენციურ საფრთხეებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბუნებრივი კატასტროფები (მიწისძვრა, ქარიშხალი  და ა.შ);  ტერორისტული თავდასხმები; უეცარი სიკვდილი ან თუნდაც დაავადებული, არაშრომისუნარიანი  მაღალი თანამდებობის პირი  თუ ლიდერი რამდენად სწრაფად შეძლებს კომპანია ფეხზე წამოდგეს კრიზისის შემდეგ, რომელიც შეიძლება ხვალ მოხდეს, და რამდენად ადვილად შეძლებს  ბოლომდე აღიდგინოს ძალები,უნდა დაიგეგმოს დღეს ყოველი კრიზისული სიტუაცია განსხვავებულია. კომპანიას შეუძლია სხვაზე უკეთესად იყოს მომზადებული კრიზისისთვის, თუ მას კარგად აქვს გათვლილი ყველა სახის საფრთხე კრიზისი მოულოდნელი და შემაშფოთებელი მოვლენებით, ზიანს აყენებს ორგანიზაციას. იგი შიშის გრძნობას იწვევს. ის  მოულოდნელად ჩნდება და  ხელს უშლის მომუშავე პერსონალს კონცენტრირებაში, რაც იწვევს არასტაბილურობას

კრიზისის დაწყების მიზეზი გარდა ბუნებრივი მოვლენებისა შეიძლება იყოს:

  • უთანხმოება, რომელიც თანამშრომლებს შორის შეიძლება შეიქმნას ან ბოიკოტი.  კრიზისის ცხადი მაგალითია,როდესაც ორგანიზაცია ვერ იხდის კრედიტებს და თავს ბანკროტად აცხადებს.
  • ძალადობა, ქურდობა, ტერორიზმი, არა კანონიერი ქმედებები სამუშაო ადგილას რა თქმა უნდა უდაო კრიზისისკენ მიმავალი ქმედებებია.

თუ გაინტერესებს  რა არის საჭირო კრიზისის მენეჯმენტისთვის, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მალე გექნება... კრიზისის მენეჯმენტი ამზადებს ადამიანს გაბედულად დაუპირისპირდეს არახელსაყრელ პირობებს, ადვილად მოერგოს და შეეწყოს ცვლილებებს,რომლებიც მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს.

კრიზისის მენეჯმენტის საიდუმლო მდგომარეობს არა იმაში თუ რა არის ცუდი და კარგი, არამედ თუ როგორ ავიცილოთ ცუდის გაუარესება.

კრიზისი შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ბიზნესს, ნებისმიეს დროს. ამიტომ წინასწარი დაგეგმვა გადარჩენის საუკეთესო გასაღებია. დღევანდელ რეალობაში, ყველანაირი ბიზნესისთვის კრიტიკულია არ ჰქონდეს სოციალური მედიის კრიზისული მენეჯმენტის გეგმა, იმ  შემთხვევისთვის თუ მისი  გამოყენების აუცილებლობა იქნება ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია, საფრთხეს უქმნის და აზიანებს  ხალხს ან ქონებას. კრიზისი ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და მნიშვნელოვნად აზიანებს მის რეპუტაციას. დღეს ადამიანების უმრევლესობა სოციალურ მედიაში ავრცელებს ყველანაირ ინფორმაციას, არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაცია დადებითია თუ უარყოფითი, მათი პირველი ინსტიქტი სოციალურ მედიაში  დაუყოვნებლივ დაწერაა.  

IN CASE OF FIRE, EXIT BUILDING BEFORE TWEETING ABOUT IT!!!!

ეს სასაცილო და ამავდროულად ძალიან რეალისტურია, იგი ზუსტად აღწერს რეალობას,რომელშიც  ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს რაღაც ამოუხსნელი საჭიროება იმისა რომ, როდესაც რაღაც შეგვემთხვევა აუცილებლად  გავუზიაროთ სხვებსაც. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი კრიზისის მენეჯმენტზე.კრიზისის მენეჯმენტი უნდა იყოს დაფუძნებული ინტუიციაზე, რადგან შენ უნდა შეგეძლოს ინტუიციით მიხვდე რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქმედებას. ამის ახსნა ერთი მარტივი მაგალითით არის შესაძლებელი. როდესაც რაიმე პრობლება ჩნდება კომპანიაში ,ხალხი უფრო სწრაფად ახდენს რეაგირებას, ვიდრე თვითონ კომპანია გაიგებს ამის შესახებ და შეეცდება პრობლემის გამოსწორებას. სანამ რეაგირება მოხდება ,სხვებმა უკვე იციან. ეს რა თქმა უნდა ცუდია ყველანაირი კომპანიისთვის და ამის მიზეზი,როგორც მიხვდით სოციალური მედიაა. ამიტომ კომპანიაში უნდა იყვნენ თანამშრომლები,რომლებიც ინტუიციით თავს აარიდებინებენ კომპანიას მსგავსი ნეგატიური  ამბების გავრცელებისგან. ყველაზე კარგი, გეგმის შედგენის დროს, არის ის რომ, შენ ამ გეგმას მაშინ სახავ როდესაც ყველაფერი კარგად არის და საქმეები წყნარად მიმდინარეობს. ამ დროს ყველას შეუძლია გახსნილი გონებით იფიქროს და აუღელვებლად დასახოს გეგმა.

სოციალური მედია დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ მედიაში განიხილება ყველანაირი თემა, ამიტომ მისი იგნორირება სარისკოა...

პირად გვერდზე  შესვლის დროს, ეცადე  არ გამოგეპაროს არცერთი კითხვა რომელსაც მომხმარებელი დაგისვამს. არავინ  დატოვო  უყურადღებოდ, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს, შედეგად კი  მომხმარებლების  რაოდენობის შემცირებას მიიღებთ. თუ საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც იყენებს სოციალურ მედიას, გააზიარებს უარყოფით ინფორმაციას შენი კომპანიის შესახებ, ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ცუდად აისახება შენზე თუ  შენი კომპანიის  რეპუტაციაზე, რომლის გაფუჭებაც ძალიან ადვილიახოლო შექმნა რთულზე უფრო რთული. ამ პრობლემების სწრაფად და დროულად გადაჭრით შენ არა მხოლოდ შეინარჩუნებ კომპანიას, არამედ დაადასტურებ, რომ შენ ზრუნავ შენ მომხმარებელზე და შენი კომპანიის რეპუტაციაზე. კრიზისის მართვა ყოველთვის უნდა იყოს აქტიური. ყველა კომპანია უნდა იყოს აქტიურად ჩართული კრიზისის მართვის მონიტორინგში. ეს მნიშვნელოვანია რადგან, იგი მოიცავს არა მხოლოდ შენ ბიზნესს არამედ ზოგადად, საზოგადოების მიერ რისკებისა და განვითარებადი კრიზისის კომუნიკაციის გეგმას. პროაქტიული კრიზისის მართვა ეხმარება კომპანიებს მოსალოდნელი კრიზისის აცილებაში.  

ავტორი:  მარიამ მაჭავარიანი   

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

კრიზისის მენეჯმენტი

სხვა სიახლეები

ტეგები: