რა არის საიტის კონტენტი?
29. 08. 2017
რა არის საიტის კონტენტი
კონტენტი–ეს არის ინფორმაცია, რომელიც საიტზეა განთავსებული, დაწყებული ტექსტიდან ვიდეორგოლებით და სურათებით დამთავრებული. საიტის შექმნის დროს თქვენ უნდა იფიქროთ კონტენტზე, რადგან ის გაყიდვების და რეკლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. საიტის კონტენტის მეშვეობით თქვენ პირდაპირ ეკონტაქტებით მომხმარებლებს. კონტენტის შექმნისას უნდა იფიქროთ მომხმარებლებზე, უნდა შექმნათ ის, რაც მათ დააინტერესებთ და რასაც წაიკითხავენ.
კონტენტს მიეკუთვნება:
—ტექსტი (საიტზე არსებული )
—ფოტო, ვიდეო და ნებისმიერი გამოსახულება.
— ცხრილები
—ლინკები
ვებ სტუდიების ერთ-ერთი სერვისი კონტენტ- მენეჯმენტია, რაც საიტის მთლიანი კონტენტის შეყვანას გულისხმობს. ზოგიერთ შემთხვევაში კონტენტ- მენეჯმენტი გულისხმობს საიტზე მხოლოდ CMS (Content management system)-ის საშუალებით კონტენტის განთავსებას, ზოგჯერ კი ქოფირაითინგის საშუალებით კონტენტის შექმნას. ფოტოგრაფის და ხსვა თანამშრომლების დახმარებით საჭირო მასალების შექმნა, დამუშავება. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელია, როგორც საიტის შექმნის პროცესში ასევე მისი ფუნქციონირების დროსაც.
რა მნიშვნელობა აქვს კონტენტს საიტისთვის?
კონტენტის რეგულარული შევსება საიტის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. ვებ საიტზე კონტენტის რეგულარული განახლება - მისი არსებობის აუცილებელი პირობაა. საიტზე არსებულ მოძველებულ ინფორმაციას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რაც ნეგატიურად აისახება საიტზე და მისი მფლობელის რეპუტაციაზეც. საძიებო სისტემები ითვალისწონებენ ამ ფაქტს და ამიტომ უპირატესობას განახლებად კონტენტიან საიტებს ანიჭებენ. ამ მიზეზის გამო საიტზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივად აქტუალური უნდა იყოს ,იქნება ეს «სიახლეების» «კონტაქტის», «კომპანიის შესახების» თუ «პორტფოლიოს» გვერდები. კონტენტის აუდიტი –ეფექტური პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ხდება განსაზღვრა თუ რამდენად შეეფერება არსებული კონტენტი საიტის ახლანდელ მოთხოვნებს და მიზნებს. მსგავსი აუდიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ხნის წინ შექმნილი საიტებისთვის და ასევე ისეთი საიტისთვის,რომლის შექმნის დროს კონტენტისთვის საჭირო მნიშვნელობა არ მიქცევიათ, მაგალითად : იურისტი შეამოწმებს ტექსტს და დააზუსტებს რამდენად შეესაბამება ის კანონმდებლობას, ქოფირაითერი შეამოწმებს თუ რამდენად სწორად არის ტექსტი დაწერილი, გამართული. აუდიტში მონაწილეობას აგრეთვე იღებენ Seo-ოპტიმიზატორები, რომლებიც ამოწმებენ ტექსტის ალგორითმების საძიებო სისტემების ალგორითმებთან შესაბამისობას : ემატება საკვანძო სიტყვები, ამ დროს მცირდება დასპამვის საშიშროება და იზრდება კონტენტის უნიკალურობა. ტექსტი უნდა იყოს უნიკალური. ამის შესამოწმებლად ანალიზდება და მოწმდება არის თუ არა ის სხვა საიტებზე. თუ საძიებო სისტემა აღმოაჩენს, რომ ტექსტი არ არის უნიკალური ამან შეიძლება თქვენ საიტს ზიანი მოუტანოს და დაიბლოკოს. ასე რომ არაუნიკალური კონტენტი საძიებო სისტემებში პოზიციის არ ქონას უდრის. კონტენტის შემუშავების დროს SEO-სპეციალისტები აანალიზებენ კონკურენტებს. მსგავსი მეთოდი საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ ტექსტში საკვანძო სიტყვების ეფექტური რაოდენობა –ეს დაგეხმარებათ უნიკალური კონტენტის შექმნაში, რაც თქვენ საიტს რელევანტურს გახდის.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01