სოციალური მედია მენეჯმენტი - 10 ოქროს წესი
მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური მედიის მართვა მოითხოვს დეტალებისადმი ყურადღებას, სტრატეგიულ აზროვნებას ,სამიზნე აუდიტორის ცოდნას და რაც მთავარია მის გაგებას.
სანამ მართვის სხვა მნიშვნელოვან დეტალებს გავეცნობოდეთ მოდით ჯერ გადავხედოთ სტატისტიკას და გავიგოთ 2023 წლის ყველაზე პოპულარული სოც.მედია პლატფორმები:
როგორც ვხედავთ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ:
1 Facebook 3.05 billion 18,900,000,000
2 WhatsApp 2.78 billion 3,100,000,000
3 YouTube 2.70 billion 112,900,000,000
4 Instagram 2.35 billion 7,400,000,000
5 Tik Tok 1.67 billion 3,800,000,000
2023 წლის მონაცემებით ბაზრის ლიდერი Facebook გახდა. ის ასევე არის პირველი სოციალური ქსელი, რომელმაც მილიარდ რეგისტრირებულ ანგარიშს გადააჭარბა და ამჟამად 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
Meta Platforms ფლობს ოთხი უმსხვილესი სოციალური მედიის პლატფორმას რომელთაგანაც თითოეულს თვეში მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს: Facebook (მთავარი პლატფორმა), WhatsApp, Facebook Messenger და Instagram.
მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა კომპანიამ სოციალური ქსელი უნდა შეარჩიოს თავისი პროდუქტის და მისი მომხმარებელი აუდიტორიის მიხედვით.
ქართული კომპანიების უმეტესობა ცდილობს, გამართული Facebook გვერდი ჰქონდეს, თუმცა ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, მომხმარებელთან კომუნიკაციის არატრადიციული მეთოდებიც გახდეს საჭირო.
უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურმა მედიამ ბრენდებსა და მომხმარებელს შორის დისტანცია არნახულად შეამცირა. დღეს, სოციალურ ქსელში, მომხმარებელს შეუძლია პირადად მისწეროს ბრენდს და პასუხი რამდენიმე წამში მიიღოს. ციფრულ სამყაროში კყველა კარი ღიაა, შეგიძლია საჯაროდ განიხილო კომპანია და მისი საქმიანობა დააფიქსირო და გააზიარო შენი აზრი, გამოცდილება შესაძლებლობები უსაზღვროა.
და როდესაც შენს მომხმარებელს დღეს უკვე ასეთი შესაძლებლობები გააჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება სოციალური მედიის სწორი მართვა.
აუდიტორიის გაცნობა:
გაიგეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.
გააანალიზეთ მათი ინტერესები, პრეფერენციები და ქცევა სოციალურ ქსელებში.
კონტენტ სტრატეგიის შემუშავება:
შექმენით მრავალფეროვანი და საინტერესო შინაარსი.
დაიცავით ბალანსი ინფორმაციას, გართობასა და ჩართულობას შორის.
მუდმივი ურთიერთქმედება:
უპასუხეთ კომენტარებსა და შეტყობინებებს.
ჩაატარეთ გამოკითხვები, კონკურსები და სხვა აქტივობები თქვენი აუდიტორიის ჩასართავად.
რეგულარული განახლებები:
იყავი აქტიური. არ შეწყვიტოთ პოსტრბის განთავსება და არ გამოგრჩეთ თქვენი სფეროს აქტუალური თემების და მოვლენების გაშუქება.
თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად წინასწარ დაგეგმეთ თქვენი პოსტების განრიგი.
მონიტორინგი და ანალიტიკა:
გამოიყენეთ ანალიტიკური ინსტრუმენტები შესრულებული კამპანიების გასაზომად.
სტრატეგიის კორექტირებისთვის და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად გაანალიზეთ მონაცემები.
მოქნილობა და ადაპტაცია:
გქონდეთ მზადყოფნა სოციალური მედიის ტენდენციებისა და ალგორითმების ცვლილებებისთვის.
მოერგეთ თქვენი აუდიტორიის საჭიროებებსა და პრეფერენციებს.
სოციალური პასუხისმგებლობა:
დაიცავით ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის წესები.
მოერიდეთ კონტენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ემოციები და რეაქციები.
ვიზუალური წარმოდგენა:
გამოიყენეთ მაღალი ხარისხის და მიმზიდველი ვიზუალური ელემენტები.
მოერგეთ თითოეული სოციალური ქსელის სტილს.
თანამშრომლობა და პარტნიორობა:
აუდიტორიის გასაფართოებლად იმუშავეთ სხვა კომპანიებთან და ბრენდებთან.
შექმენით კვალიციები ურთიერთდახმარებისთვის.
კონკურენტების თვალყურის დევნება:
შეისწავლეთ კონკურენტების სტრატეგიები და მათი ურთიერთობა აუდიტორიასთან.
გამოიყენეთ წარმატებული მეთოდები, მოერიდეთ შეცდომებს.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01