წარმატების საიდუმლო
როგორ ხდებიან ადამიანები წარმატებულები? რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად? ის რაც ყველაზე მეტად გსურთ აუცილებლად ახდება თუ ამას გააკეთებთ.... წარმატების მისაღწევად აუცილებელია საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. ყველაფერს დადებითი მხრიდან უნდა შეხედო და დაიჯერო,რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია დაისახო მიზანი, იფიქრო მის საჭიროებაზე, და თუ როგორ განახორციელებ მას და რას მოგიტანს.
შენ! თუ გინდა რამეს მიაღწიო, განთავისუფლდი უარყოფითი აზრებისგან და იფიქრე იმაზე,რაც ნამდვილად მთელი გულით გსურს. ის რაც მოგიტანს ბედნიერებას ან გაგხდის წარმატებულს, რაც გონებაში ილექება და ის რასაც შენ თვითონ იჯერებ რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად აისახება - ეს წარმატებული ცხოვრების საიდუმლოა. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი პოზიტივია შენ გონებაში, მით უფრო ბედნიერი ხარ. თავიდან თითქოს რთულია განეწყო ყოველთვის პოზიტიურად, ერთი შეხედვით ხელოვნურიც შეიძლება ჩანდე,თუმცა ამას ჩვევაში თუ გადაზრდი არა მხოლოდ დაიჯერებ არამედ ირწმუნებ, რომ სხვაგავარად უბრალოდ არც შეგეძლია.
დაიმახსოვრე! პოზიტიური ცხოვრება ნეგატიური ფიქრებით შეუძლებელია! დაიწყე დღესვე! ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ! გამოსცადე საკუთარ თავზე! კონცენტრირებული იყავი კონკრეტულად იმაზე რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდა. დაფიქრდი და ჩამოწერე 3 სურვილი,რომელიც უახლოეს 3 თვეში გინდა რომ ახდეს, შემდეგ დაიწყე მუდმივი ფიქრი მისი ახდენის შესახებ ეცადე გაამძაფრო სიტუაცია, და დაგეგმე ისიც თუ რა მოხდება მას შემდეგ რაც ეს 3 ოცნება ახდება! იფიქრე ყოველდღიურად, ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია და წარმოდგენა, რომ ეს მართლა შეიძლება მოხდეს, ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია შედეგის მისაღწევად და ერთ დღესაც გაოცდები - შენი ოცნება რეალობად იქცევა <3 ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერს დაუღალავი შრომით და დიდი ბრძოლით მიაღწიეს. გაინტერესებთ როგორ ხდება ეს სხვის ცხოვრებაში? მათ დაისახეს მიზნად შეექმნათ საკუთარი ტურისტული კომპანია, ან ჰყოლოდათ მაგარი მანქანა (კონკრეტული ფირმა,მოდელი), ჰყოლოდათ შვილი, ან საუკეთსო მეუღლე, ან ეცხოვრათ უცხო ქვეყანაში და ა.შ.
შესაძლოა თქვენ გარშემომყოფებს ეჭვი ეპარებოდეთ, სკეპტიკურად უყურებდნენ თქვენ ამ დამოკიდებულებას,მაგრამ „მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ სხვები“ მთავარია რა გსურთ თქვენ და რისი გჯერათ, თუ ადამიანი მოინდომებს აუცილებლად ყველაფერი გამოუვა! შენ შეგიძლია იყო შემდეგი, ყოველი დილა არის შანსი გახდე უკეთესი და წარმატებული!
ავტორი: მარიამ მაჭავარიანი
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01