„ისტორია“, რომელიც ყველას აქვს......

ყველას  აქვს  უნიკალური  ისტორია. ალბათ ფიქრობ, რომ შენი  ცხოვრების  ისტორია  არაფრით  გამოირჩევა და  უინტერესოა, მაგრამ  ცდები! ზუსტად  ეს   წარმატების  ისტორია და გამოცდილება ხდის  შრომას   ღირებულს.  იმ  ადამიანის  მოსმენა,  რომელიც  თავის  მიღწევებზე  თვალების  ციმციმით   და  დიდი  ენთუზიაზმით   ჰყვება  ყველაზე  სასიამოვნოა!

როდესაც  შენ პირად ისტორიას სხვას უზიარებ ეს  ადამიანს  საშუალებას  აძლევს,   ყველაფერი   უკეთესად   წარმოიდგინოს და თანამონაწილე გახდეს. თითქოს  ამ  ისტორიას  უხატავ  და  უფლებას რთავ  მასში  „იცხოვროს“ .... ცხოვრება  სათავგადასავლო  ისტორიების  შესაცნობად  გიხმობს…  

შენივე  ცხოვრების  გასახალისებლად. რაც უფრო მეტი „ისტორია“ გაქვს უფრო ძლიერი და გამბედავი ხარ!  სირთულეების გადალახვას სწავლობ და ზუსტად  ამ  სირთულეებში  იმალება  შენი  გამარჯვების,  წარმატების  საიდუმლო,   რომელსაც   დიდიხანი  ეძებდი.

ყველას აქვს ისტორია,  რომელის  შესახებაც  სხვებმა  არ  იციან. თუ  ამ „საიდუმლო ისტორიებს“  ფარდას ახდი დაეხმარები  და  გაუადვილებ  სხვებს  ამა  თუ  იმ  პრობლემის  გადაჭრას, რაც საბოლოოდ მათთან  ემოციურად  დაგაკავშირებს. ეს  კი   დიდ  მოტივაციას   მოგცემს   გაუზიარო  სხვებს  შენი   ისტორია და დაეხმარო მათ .....  

ავტორი: მარიამ მაჭავარიანი 

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

მობილური: ( 995) 514 15 55 51

იხილეთ ჩვენი პორფოლიო:  www.lemons.ge

„ისტორია“, რომელიც ყველას აქვს......

სხვა სიახლეები

ტეგები: