ადამიანის გავლენა საზოგადოებაზე
დღეს მინდა ვისაუბრო თემაზე, რომელიც ვფიქრობ ბევრი ადამიანისთვის უცხოა, ესაა თემა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ახლოა თითოეულ ჩვენგანთან, თუმცა მისი სწორი გამოყენება თუ გვეცოდინება გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი მარკეტინგული ნაბიჯები. ეს სრულიად ახალი მარკეტინგის მიმართულებაა, რომელსაც მალე გაეცნობით. თემა ეხება ადამიანის გავლენას საზოგადოებაზე, თითოეული ჩვენგანი ვახდენთ სხვადასხვა ტიპის გავლენას სოციუმზე და საზოგადოების იმ ნაწილზე ვისთანაც ხელი მიგვიწვდება. გავლენის როლი დღითი დღე უფრო იზრდება, ვინაიდან ჩვენ უკვე ვსარგებლობთ სხვადასხვა სოციალური ქსელით, და ჩვენი გავლენის, გავრცელების არეალიც შესაბამისად ფართოვდება. სოციალური გავლენის შესახებ თავს არ მოგაწყენთ უბრალოდ გეტყვით,რომ ამ გავლენის სწორი გამოყენებით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლის პირდაპირ დაკავშირებას ბრენდთან ან პირიქით და მათი კავშირი ამ არხის საშუალებით ბევრად უფრო ორგანული და მასშტაბური შეგვიძლია გავხადოთ. ეს არის ძალა, რომელსაც შესაძლოა მისტიური ვუწოდოთ, რომლის ეფექტი უკვე გაზომილია და სხვა გავლენის არხებთან შედარებით 94% ით ეფექტურია. მიუხედავად იმისა,რომ მარკეტოლოგების უმრავლესობა დარწმუნებულია ამ გავლენის და არხის ეფექტურობაში, ჯერ კიდევ არ აქვს სოციალური მედიით ბრენდისა და მომხმარებლის მიჯაჭვულობას ბოლომდე ფესვი გადგმული და ვფიქრობ,რომ ეს მიმართულება 2017 წელს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. სარგებელი რა თქმა უნდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ სარგებლის მისაღებად დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო, სწორედ ამიტომ ამ მიმართულებას, რომ გახდეს მიზანშეწონილი და ძირითადი ფორმა ბრენდის პოპულარიზაციისა და მისი გაყიდვებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. რაც შეეხება ამ სახის მარკეტინგს აქ ფოკუსირება ხდება ერთ გარკვეულ პიროვნებაზე. ერთ ადამიანზე, რომელიც შეძლებს მიიზიდოს მყიდველი.
როგორც ვიცით, როდესაც ჩვენთვის ახლო ადამიანი, რომელსაც ვენდობით, აქებს რამე პროდუქტს, გვიადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რადგან ეს სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ ჩვენც დავინტერესდეთ ამ პროდუქტით. ეს თითქოს ძალიან მარტივი სტრუქტურაა, მაგრამ მთავარი გასაღები იმალება ნდობის მოპოვებაში. შენ, იცნობ ისეთ ადამიანებს,რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი ბრენდინგით და იმოქმედონ ხალხის არჩევანზე? თუ შენი ქმედებები შთააგონებს სხვებს მეტი იოცნებონ, ისწავლონ, გააკეთონ და გახდნენ უკეთესები, მაშინ შენ ლიდერი ხარ! ეს სფერო ზუსტად ასეთ ადამიანებზეა აგებული, მათ რიცხვში ბლოგერებიც შედიან, მათ ბევრი ერთგული მიმდევარი ყავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა პროდუქტის „გაპიარებაში“ ყველაზე ხშირად იყენებენ ცნობილ სახეებს. როგორც ყველამ ვიცით და ვხვდებით, ეს იმისთვის კეთდება,რომ სხვები კიდევ უფრო დაინტერესდნენ და მოუნდეთ იგივე პროდუქტის ყიდვა. მაგალითად, როდესაც 71 წლის კოსმეტიკურმა კომპანიამ, Estée Lauder - მა, გადაწყვიტა,რომ მათ უნდა მიეზიდათ უფრო ახალგაზრდული აუდიტორია - მიზნის მისაღწევად აირჩიეს ყველასთვის ცნობილი Kardashian კლანის, ყველაზე ახალგაზრდა წევრი Kendall Jenner.
მას ჰყავს 75.1 მილიონი მიმდევარი Instagram - ზე, ხოლო მათი უმეტესობა მიეკუთვნება ახალგაზრდა აუდიტორიას. პროდუქტის ამ ფორმით „გაპიარებამ“ ის უფრო მიმზიდველი გახადა მომხმარებლებისთვის. იმისათვის,რომ მარკეტინგი იყოს ეფექტური შენ უნდა:
- განსაზღვრო ონლაინ აუდიტორიას;
- აღმოაჩინო ადამიანი,რომელიც დადებით გავლენას მოახდენს;
- მონიტორინგი ჩაატარო თუ რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ გავლენის მქონე პირს;
- ჩაერთო ურთიერთობაში მარტივი ქმედებებით, როგორიცაა ნდობის მოპოვება და ინიციატივის გამოჩენა ურთიერთობების გასამყარებლად;
- გაზომო შედეგი,რომელსაც მიაღწიე.
საზოგადოების გავლენა, საუკეთესოდ მოქმედებს ჩვენზე. ყველა ჩვენგანს ჰყავს ადამიანი, რომლის აზრიც მისთვის მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღებამდე თითქმის ყველა ვეკითხებით აზრს ჩვენთვის სანდო და ახლო ადამიანს. ზუსტად ამიტომ ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის. თუ ვისწავლით სწორი რჩევების მიცემას, ჩვენი ცხოვრება უდაოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.
ავტორი: მარიამ მაჭავარიანი
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01