საფირმო სტილის შემუშავების 12 ახალი ტენდენცია

კომპანიის საფირმო სტილი (corporate identity) -  გახლავთ სავაჭრო ნიშნის ერთგვარი გრაფიკული გარეგნული მახასიათებელი. მისი არ არსებობა ნიშნავს კონკურენტთა შორის იდენტიფიკაციის, სუბიექტური ნიშნის არქონას.

კომპანიის საფირმო სტილის დანიშნულებაა – გახადოს კომპანიის პროდუქცია ცნობადი და  შეიმუშაოს კონკურენტებისგან გამორჩეული დიზაინი, რომლის წყალობითაც მომხმარებლები ადვილად შეძლებენ არჩევანის გაკეთებას. ასევე საფირმო სტილი იცავს კომპანიის პროდუქციას გაყალბებისგან. საფირმო სტილი შეიძლება შეიცავდეს უამრავ ელემენტს, რომლის საშუალებითაც ის გავლენას ახდენს სამიზნე აუდიტორიაზე, ეს შეიძლება იყოს: კორპორატიული სტილის  ძირითადი ელემენტები:

  • სავაჭრო ნიშანი, ლოგო;
  • ბრენდბუქი;
  • კორპორატიული ფერები;
  • კორპორატიული სლოგანი (ლოზუნგი);
  • საფირო ფონტების კრებული;
  • საბეჭდი მასალები;

1.მინიმალიზმი ეს ტენდენცია კვლავ აქტუალური იქნება, რადგან ყველა მსხვილი ბრენდი  გადართულია უფრო მარტივი, სადა მინიმალისტური დიზაინის შემუშავებისკენ.

2. ხელით შესრულებული ნამუშევრები ეს ტრენდი უკვე რამდენიმე წელია რაც აქტუალურია და  ძალიან უხდება "ჰიბსტერულ" ბიზნესს.  ეს სტილი გავრცელებულია სარესტორნო, სადალაქო და ხელნაკეთი ნივთების  ბიზნესში.

3. უარყოფითი სივრცე ძალიან ძველი ტენდენციაა, მაგრამ მიუხედავად ამისა ბოლო რამოდენიმე წელი  ის  პოპულარობის პიკს აღწევს. ეს ტენდენცია 2017 წელსაც  აქტუალურია და  ამიტომ ნამდვილად იმსახურებს თქვენ ყურადღებას

4.კოდირება ამ ტენდენციის არსი მინიმალიზმშია – ამ დროს ხდება ლოგოს არსის გადმოცემა, ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე.  

5. გეომეტრიული ფორმები ბევრი ფიქრობდა, რომ  ეს ძველი ტენდენცია აღარ დაბრუნდებოდა... მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სტილი მუდმივად იარსებებს!

6. მხატვრული გაფორმება  თანამედროვე და მოდური ბიზნესის  ყველაზე პოპულარული  ტრენდი.

7. თარგები, ხაზები ახალი მიმართულება, რომელიც აძლევს ბიზნესს საშუალებას იყოს ყველასგან გამორჩეული. ეს ორიგინალური ტრენდი  შეიძლება გამოყენებული იქნას  ლოგოს საპრეზენტაციოდ.

8. ანიმაციური ლოგოები ძლიერი დიზაინი –2017  წლის მთავარი ტრენდი, რომელიც დიზაინის ყველა სფეროში გამოიყენება

9. ვინტაჟი ვინტაჟური  სტილი არ თმობს  პოზიციებს.  ეს არ არის ახალი ტენდენცია, მაგრამ  უამრავ სურპრიზს გვპირდება.

10. ფერების გადასვლა ეს ტენდენცია წელს ყველგან გვხვდება — ლოგოებშიც.

11. ილუსტრაციები ლოგოში ილუსტრაცია — მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ფირმის ლოგო გახადოთ უფრო ორიგინალური და  ყველასგან  გამორჩეული. ამ წელს ილუსტრაციები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

12. ფოტოები ლოგოში ფოტოს და ლოგოს მომგებიანი კონტრასტული შერწყმა – 2017 წლის ყველაზე პოპულარული სტილი. ეს ტექნიკა  გამოიყენება მხოლოდ საფირმო სტილის დემონსტრირებისთვის.

გსურთ იყოთ მუდამ აქტუალური, გამოირჩეოდეთ ყველა სხვა ბრენდებისგან და კომპანიებსგან მაღალი ხარისხით ? ამაში თქვენ უნიკალური, თანამედროვე, დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინის შექმნა დაგეხმარებათ. . .

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.  

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: (+995) 032 2 45 01 01

საფირმო სტილის შემუშავების 12 ახალი ტენდენცია

სხვა სიახლეები