14 რჩევა წარმატებული ბიზნესმენებისგან დამწყებებს
1.მილიარდერი მარკ კუბანი (Mark Cuban): ბიზნესში არ არსებობს მოკლე გზები.
ინვესტორი და საკალათბურთო გუნდის Dallas Mavericks - მფლობელი ამბობს, რომ ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მას მიუღია არის: «აკეთეთ თქვენი საქმე. იმუშავეთ მეტი.იფიქრეთ მეტი. მიიღეთ უფრო მეტი შედეგი ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. აქ არ არის მოკლე გზა…». ეს რჩევა მას მამამ მისცა, როცა მარკი სკოლაში სწავლობდა. «ის ყოველთვის ოპტიმისტი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ცხოვრებას მაინც რეალისტურად უყურებდა», ამბობს მამაზე.
2.რესტორატორი ჯონ ტაფერი (Jon Taffer): უნდა ხედავდეთ თქვენი ბიზნესის მცირე დეტალებსაც კი.
«ადრე, მაშინ როცა ახალგაზრდა ვიყავი», იხსენებს ტეფერი, «Bar Rescue» - ტელე-შოუს წამყვანი და ბიზნესმენი, «მე შემომხედა კომპანია Hyatt-ის ვიცე პრეზიდენტმა და თქვა: «შენ უყურებ, მაგრამ ვერ ხედავ». ტაფერმა ისწავლა არა მხოლოდ მთლიანი სურათის დანახვა, არამედ ყველა დეტალის,წვრილმანის შემჩნევა. «თქვენ უნდა დაინახოთ ყველა ბზარი, ყველა დეტალი. მე ძალიან ვცდილობდი, რათა შემძლებოდა არა უბრალოდ მეყურებინა არამედ დამენახა ჩემი ბიზნესი ».
3.FUBU- დამფუძნებელი დაიმონდ ჯონი (Daymond John): არ უნდა გაეკიდოთ ფულს.
ბავშობაში დედამ დაიმონდს უთხრა: «ფული – კარგი მოსამსახურეა, მაგრამ საშინელი უფროსი».
«ახალგაზრდობაში, ჩემი საქციელი და ჩემი მისწრაფებები ერთსა და იმავე მიზანს ემსახურებოდა — უბრალოდ მინდოდა ვყოფილიყავი მდიდარი», ამბობს დაიმონდი. «ჩემი ადრეული წამოწყებების უმრავლესობა კრახით დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე დავიწყე რაღაცის კეთება არა ფულის არამედ იმის გამო, რომ ამის კეთება მომწონდა , ჩემმა საქმიანობამ წარმატება მომიტანა». «ამიტომ გახსოვდეთ ყველა ძველი გამოთქმა, რომელებსაც ბებიები და ბაბუები გვეუბნებოდნენ დღესაც აქტუალურია».
4.Panera Bread - დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი რონ შეიცი (Ron Shaich): კონკურენტული უპირატესობა — მთავარია.
«კონკურენტული უპირატესობის დაკარგვა ბიზნესში დიდი რისკია», მოუყვა Business Insider-ის ჟურნალისტებს შეიჩი. “თუ თქვენ ვერ აძლევთ ადამიანებს იმის მიზეზს თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ და არა სხვა, მაშინ ჩათვალეთ, რომ არ არსებობთ”.
«არაა საკმარისი აკეთოთ ის რაც ზოგიერთზე მოახდენს შთაბეჭდილებას,მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ ვინმესთვის იყოთ საუკეთესო, მაშინ წარმატების შანსი დიდია. თუ არ ხართ საუკეთესო თქვენ საქმეში - მოამზადეთ დამარცხებისთვის», ამბობს რონი. «თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ვინმესთვის ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ გააკეთებს».
5.ბიზნესმენი ბარბარა კორკორანი (Barbara Corcoran), უძრავი ქონების სფეროში მუშაობისას: ჩემთვის შეურაცხყოფა საუკეთესო "რჩევა" აღმოჩნდა.
“მას შეიძლება “რევერსული ფსიქოლოგია” უწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო შეურაწყოფა, რომელმაც მე წარმატების მიღწევისკენ მიბიძგა”, ამბობს კორკორანი. «ერთი შეხედვით ეს ცოტა უცნაურია. ყველაზე ცუდი "რჩევა" საუკეთესო აღმოჩნდა. « ჩემმა მეგობარმა და პარტნიორმა ჩემი პირველი საქმიანობის დროს მითხრა, რომ მის გარეშე წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შეურაწყოფისთვის მე მისი მადლობელი ვარ, რადგან ამ უცნაური "მოტივატორის" გარეშე მე ვერ შევძლებდი დიდი ბიზნესის დაწყებას. ეს სიტყვები მაიძულებდა დავხარჯულიყავი ბოლომდე, რადგან მე არ მქონდა იმის უფლება, რომ მისთვის ჩემი მარცხით სიამოვნება მიმენიჭებინა. ასე რომ ჩემთვის ყველაზი კარგი "რჩევა" შეურაწყოფა აღმოჩნდა».
6.კარიკატურული პერსონაჟის “Dilbert” -ის შემქმნელი სკოტ ადამსი (Scott Adams): არ დანებდე.
«ყველაზე კარგი რჩევა მივიღე მაშინ, როცა ერთ-ერთ დიდ კომპანიაში კარიკატურისტად ვმუშაობდი», ამბობს ადამსი. «მე რჩევა პროფესიონალ მხატვარ-კარიკატურისტს, ჯეკ კესიდისგან (Jack Cassady) მივიღე. მან მითხრა: «ეს კონკურენტული ბიზნესია, მაგრამ არასდროს არ დანებდე».
«ამაში არაფერია ახალი, მაგრამ მოდით მოგიყვებით სიტუაციას», აგრძელებს ადამსი. «მე შევაგროვე რამდენიმე ჩემი კომიქსი და გავაგზავნე ისინი The New Yorker და Playboy-ის რედაქციაში. სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ მათგან უარი მივიღე. მაშინ მე ვთქვი: «ვცადე მაინც”. ერთი წლის მერე მე მივიღე მეორე წერილი კესიდისგან. ის ალაგებდა საბუთებს კაბინეტში, როცა ჩემ ნამუშევრებს წააწყდა .მან მითხრა, რომ მომწერა იმაში დასარწმუნებლად, რომ არ დავნებდი. ამან დიდი სტიმული მომცა. მე გამოვიღე ჩემი საღებავები, ფუნჯები, ფანქრები და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდექი მუშაობას».
«მე კიდევ უნდა გადამედგა ერთი ნაბიჯი რათა იღბალს დავენახე»,ამბობს ის . «რჩევა «არ დანებდე» იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში».
7.კომპანიაა Container Store-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კიპ ტინდელი (Kip Tindell): ბიზნესი უნდა იყოს ორმხრივად სასარგებლო.
კიპ ტინდელისთვის ბიზნესის მთავარი გაკვეთილი იყო მეწარმის, ბიზნესმენის და ქვემოქმედის ენდრიუ კარნეგის სიტყვები: «არავის შეუძლია გამდიდრდეს ხვისი გამდიდრების გარეშე». მან ეს რჩევა პრაქტიკაში განახორციელა, როდესაც თანამშრომლებს დაუნიშნა სტანდარტზე ორჯერ უფრო მაღალი ხელფასი.
«ყველაფერს, რასაც აკეთებ და ყველაფერი, რასაც არ აკეთებთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და თქვენი ბიზნესისთვის, ვიდრე ფიქრობთ. თუ მუდამ გემახსოვრებათ თქვენი მისია, თქვენ მიიღებთ უზარმაზარ უპირატესობას სხვა მეწარმეებთან შედარებით».
8.Lululemon- დამფუძნებელი ჩიპ ვილსონი (Chip Wilson): მიმართე დახმარებისთვის სხვა ადამიანებს — ეს ნორმალურია.
«მე დამჭირდა დიდი დრო ამ აშკარა ფაქტის გასაგებად: დახმარებისთვის სხვა ადამიანებისთვის მიმართვა –ეს ნორმლურია მოვლენაა. ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება».
9.მეწარმე და მწერალი ტიმ ფერისი (Tim Ferriss): მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.
«საუკეთესო რჩევა, რომელიც მე ოდესმე მიმიღია: თქვენ – ხართ იმ ხუთი ადამიანისგან შემდგარი პიროვნება, რომლებთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ », —აღნიშნა ტიმ ფერისმა, ბესტსელერის «4 დღიანი სამუშაო კვირის» ავტორმა. ეს რჩევა მან მიიღო სკოლაში ჭიდაობის მწვრთნელისგან. «მე ამ რჩევას ყოველთვის ვიყენებ , იქნება ეს ინვესტიციისთვის სტარტაპის არჩევა თუ იმ ადამიანების შერჩევა ვისთან ერთადაც ვარჯიშს ან უბრალოდ სადილობას ვაპირებ».
10.Camping World- გენერალური დირექტორი მაკუს ლემონისი (Marcus Lemonis): აირჩიეთ ის ბიზნესი სადაც « ყველაზე დიდი თევზია».
«საუკეთესო რჩევა,რომელიც ოდესმე მიმიღია მომცა ლი იაკოკამ (Lee Iaccoca), Ford- ის ყოფილმა პრეზიდენტმა. მან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ კარიერაზე. «რჩევა საკმაოდ მარტივია. იაკოკამ უბრალოდ მითხრა, უნდა დაიწყო ბიზნესი იქ სადაც ტრიალებს "დიდი თევზი" და არა "ლიფსიტები". წადი იმ ბიზნესში სადაც ბევრს მიაღწევ, სადაც შეძლებ მსოფლიოს შეცვლას. ეს რჩევა პირადად ჩემთვის ძალიან კარგი იყო ».
11.5 Acre Farms- გენერალური დირექტორი დენ ჰორანი (Dan Horan): სიმარტივე - ეს ყველაფერია.
«სიმარტივე – ეს მართლაც მნიშვნელოვანია», — ეუბნება ჰორანი Business Insider-ს . «იმისთვის, რომ რამე გაამარტივოთ, უნდა იცოდეთ ყველაფერი მის შესახებ, რათა მოიფიქროთ, როგორ გახადოთ ის მაქსიმალურად მარტივი».
12.Hello Design- გენერალური დირექტორი დევიდ ლაი (David Lai): თქვენი დრო – თქვენი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია.
«როცა ვიზრდებოდი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა:»ჩვენ დღეში მხოლოდ 24 საათი გვაქვს».მართლაც, ჩვენ თავად ვირჩევთ, რა უნდა ვუქნათ ჩვენ დროს. ეს არჩევანი ჩვენ მომავალს განსაზღვრავს. დაკარგული დრო – ეს არის ის, რასაც ვერასდროს ვერ დაიბრუნებთ»
13.NewsCred -ის გენერალური დირექტორი შაფქატ ისლამი (Shafqat Islam): ისწავლეთ თქვათ «არა»
«ამის შესახებ უამრავი ადამიანისგან მსმენია, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ მივხვდი რაზე იყო საუბარი. თქვენ უნდა ისწავლოთ უარის თქმა. თუ ამას მხოლოდ დღეში ერთხელ აკეთებთ, მაშინ ეს აშკარად არ არის საკმარისი», — ამბობს შაფქატ ისლამი.
14.SumAll -ის გენერალური დირექტორი დეინ ატკინსონი (Dane Atkinson): კონცენტრაცია გააკეთეთ იმაზე რაც ყველაზე კარგად გამოგდით.
«არ მოდუნდეთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ კომპანია, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე. თუმცა, თუ თქვენ ხართ პატარა კომპანია, რომელიც მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგავს, მაშინ ამ ქმედებით თავს დაიღუპავთ. უმჯობესია შექმნათ ერთი კონკრეტული პროდუქტი, ერთი კონკრეტული ამოცანისთვის. მაგრამ ეს პროდუქტი უნდა იყოს სრულყოფილი, ის უნდა იყოს საუკეთესო. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი».
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01