პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მუშაობს თქვენთვის.
რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია
ვებგვერდის დამზადება
ჩვენ გთავაზობთ: ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის ვებგვერდის დიზაინის დამზადებას, კონტენტის დაგეგმარებას, ტექნიკურ გამართვას, Responsive HTML, დაცულ და მარტივად სამართავ პანელს (CMS) და ვებგვერდის მოხმარებისა და მართვის ინსტრუქციებს; SEO (საძიებო სისტემა) და SEM (საძიებო სისტემის მარკეტინგი) ოპტიმიზაციას, სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს დასრულების შემდეგაც
ბრენდინგი
ჩვენი გუნდი იმუშავებს თქვენი ბრენდის კონცეფციაზე (ნეიმინგი, ლოგო, ბრენდბუქი, სლოგანი, ბრენდის პლატფორმა), ვიზუალური იდენტობის სწორად შერჩევაზე, იმაზე, რომ ბრენდის დაპირება მაქსიმალურად დაემთხვეს მომხმარებლის მოლოდინს.
პოლიგრაფია
ჩვენ პარტნიორ სტამბებთან ერთად საუკეთესო ფასებითა და პირობებით ნებისმიერი სირთულის პოლიგრაფიულ მომსახურებას გთავაზობთ: დიზაინი, ბრენდირება, ბეჭდვა
ინტერნეტრეკლამა
ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სახის რეკლამას ინტერნეტში, როცორც ვებ გვერდებზე საბანერო რეკლამას, ასევე საძებო სისტემებში. ყველაზე დიდი აუდიტორიით 50-მდე მედია პორტალზე და Google Ads, Facebook Ads, Instagram Ads, Youtube Ads
სოციალური მედიამენეჯმენტი
ჩვენ შევქმნით თქვენი კომპანიის ფეისბუქის გვერდისთვის საინტერესო და თემატურ პოსტებს: განვათავსებთ კომპანიის სიახლეების, აქტივობებისა და პროდუქტების/მომსახურებების შესახებ ეფექტურ პოსტერებს, საინტერესო ვიდეოებს; თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვმართავთ მომხმარებელთან კომუნიკაციას; მომსახურება მოიცავს რეკლამის მართვას - სეგმენტაციას, მონიტორინგს, შედეგების გაზომვას, ყოველთვიურ რეპორტსა და რეკომენდაციებს; პერსონალური მედიამენეჯერისა და პერსონალური მარკეტერის სრულ მხარდაჭერას
კონტენტ მენეჯმენტი
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი ვებგვერდის კონტენტზე და უზურნველვყოფთ SEO ოპტიმიზირებული, ეფექტური და მაღალი ხარისხის ტექსტური თუ ვიზუალური მასალით.
მობილური აპლიკაციები
ჩვენ გთავაზობთ მობილური აპლიკაციების დამზადებას სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის. მობილური აპლიკაცია კომპანიის იმიჯზე ზრუნვის გამოხატულება და უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებსა და მომხმარებელის კომფორტზე ორიენტირებულობის მაჩვენებელია (iOS, Android/App)
მარკეტინგი და პიარ სტრატეგია
ჩვენი მარკეტოლოგები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კვლევის სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაზე.
კვლევა და ანალიზი
მხოლოდ კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები! კონკურენტის ანალიზი, მარკეტინგული და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა; თვისებრივი (რეკლამის, ლოგოს, სლოგანის, პროდუქტის ტესტირება) და რაოდენობრივი (სატელეფონო და ონლაინ კვლევები)
გაყიდვების აუთსორსი
დიახ, პირველად საქართველოში! ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პარტნიორი კომპანიების გაყიდვების სრულ მართვას! ლემონსმა პირველი წარმატებული ნაბიჯები უკვე გადადგა გაყიდვების აუთსორსში და პარტნიორი კომპანიების მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და გაყიდვების მიმართულებაში მომგებიანი ინვესტირება განახორციელა.