4 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ ინტერნეტ მაღაზია?!
ფული გჭირდებათ? და თან მალე? თუ თქვენ სასწრაფოდ გესაჭიროებათ ფული, მაშინ ინტერნეტ ბიზნესის დაწყება – ცუდი იდეაა. ინტერნეტ-მაღაზიის შექმნა რთული და დაძაბული პროცესია, რომელიც გაშვებამდე რამდენიმე თვიან კვლევებს მოითხოვს ხოლო სტაბილური შემოსავლის მისაღებად რამდენიმე წელია საჭირო. ამიტომ თუ თქვენ გესაჭიროებათ სტაბილური და დროული შემოსავალი მაშინ დაიწყეთ მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გამუდმებით ვინმეზე უნდა იმუშაოთ, უბრალოდ სანამ ონლაინ მაღაზია სტაბილური შემოსავლის მიღებას დაიწყებს დაგჭირდებათ შემოსვალის სხვა წყარო. ყველა ვინც დაგპირდებათ ინტერნეტ მაღაზიით სწრაფ გამდიდრებას გატყუებთ. როგორც სხვა ბიზნესს ასევე ინტერნეტ მაღაზიასაც ჭირდება დრო გასაზრდელად და შემოსავლების მისაღებად.
გჭირდებათ გარანტიები? ბიზნესის სამყაროში, არ არსებობს გარანტიები, ამიტომ ვინც და რასაც არ უნდა დაგპირდეთ 100% გარანტიას ვერაფერზე მიიღებთ. იყო ბიზნესმენი ნიშნავს იმოქმედო წარმატების მიღწევისთვის გარანტიების გარეშე. თქვენ მოქმედებთ სტრატეგიების და გეგმის მიხედვით, რომელშიც ყველა დეტალი წინასწარაა გაწერილი, მიუხედავად ამისა ამ დროს არსებობს ეჭვები, მაგრამ თქვენ უნდა შეძლოთ მათზე გადაბიჯება და წინ სიარული .
ისწავლეთ, გამოიკვლიეთ, შეიტანეთ ეჭვი და მიიღეთ გადაწყვეტილებები შიშების მიუხედავად ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და თუ თქვენ ვერ მისცემთ საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას, მაშინ დაწყებაც არ ღირს.
არ გინდათ/არ შეგიძლიათ უკან დახევა?!
ინტერნეტ-ბიზნესი მოითხოვს მსხვერპლს, როგორც მინიმუმ თქვენ დროს და ფულს. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ მასში რომელიმეს ჩადება. თუ არ გაქვთ რესურსი მაშინ ვერ შექმნით სიცოცხლისუნარიან ბიზნესს. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის ისტორია – ეს არის მსხვერპლის, თავგანწირვის და დროებითი წარუმატებლობების ისტორია. მოგიწევთ დაივიწყოთ უქმე დღეები - მაგალითად ბილ გეითსმა მიატოვა ჰარვარდი და 1975 წელს თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დააარსა კომპანია „Microsoft“, რაც ერთი შეხედვით გავდა უკან გადადგმულ ნაბიჯს. წინ სვლას ყოველთვის თან ახლავს დროებითი და ხანდახან მტკივნეული ნაბიჯები უკან, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ წინ კიდევ უფრო შორს გადააბიჯოთ.
თქვენ არ ხართ თავდაჯერებული ინტერნეტ მომხმარებელი დღეს უფრო მარტივია ინტერნეტ მაღაზიის გახსნა ვიდრე რამოდენიმე წლის წინ. დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ აიყვანოთ ეს ბიზნესი უფრო მაღალ საფეხურზე ვიდრე ადრე. მაგრამ თუ თქვენ კარგად საერთოდ ვერ ან არც ისე კარგად ერკვევით ინტერნეტ სფეროში , მაშინ თქვენ საქმე გაგირთულდებათ და ამ დროს კარგია თუ იპოვნით ისეთ ვებ სტუდიას, რომელიც ყველანაირად შეძლებს თქვენ გარკვევას ამ სფეროში. იყოთ თავდაჯერებული ინტერნეტ მომხმარებელი – ეს არის ინტერნეტ მაღაზიის გახსნის ერთ-ერთი მთავარი საწყისი მოთხოვნა. თუ თქვენ გიჭირთ იმეილის , სოციალური ქსელების და ინტერნეტ ბანკის მოხმარება მაშინ ძალიან ბევრი შრომა მოგიწევთ და ბევრი ნერვიულობაც.
კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.
მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge
მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა
ელ. ფოსტა: info@lemons.ge
ოფისი: (+995) 032 2 45 01 01