3 000 000 ლარის თანადაფინანსება ქალი მეწარმეებისათვის
საკონსულტაციო კომპანია Lemons.ge როგორც შენი პირადი მრჩეველი, წარმოგიდგენთ უპრეცედენტო პროექტს ქალი მეწარმეებისათვის.
კომპანიებს, რომელსაც ჰყავს ქალი დამფუძნებლები ან მათი თანამშრომლების უმეტესობას წარმოადგენენ ქალბატონები, ვთავაზობთ ბრენდის/ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსებას 60% მდე.
როგორც ამბობენ 2021 წელი სიახლეების და ახალი გამოწვევების წელია. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამბიცია, რომ მარკეტინგის სფეროში ვართ ნოვატორები, ახალი ეპოქის გამოწვევებსაც ნოვატორული პროდუქტით ვპასუხობთ.
პანდემიამ მხოლოდ ის დაგვანახა, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ახლებური ხედვა, გუშინდელი მარკეტინგული ინსტრუმენტები და კარგად ნასწავლი აქტივობები მოძველდა და აღარ მუშაობს, ამაში სფეროს სპეციალისტები უდაოდ დაგვეთანხმებიან.
დღეს ყველა მარკეტერის საზრუნავია, გააკეთოს განსხვავებული, ემოციაზე ორიენტირებული, რაღაც უფრო დიდი და კომპლექსური, ვიდრე ცალკე აღებული სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებია. (სოციალური გვერდის მართვა, ვებ გვერდის შექმნა, სადღესასწაულო ღონისძიების დაგეგმვა, ცალკეული PR კამპანიების განხორციელება, კონკრეტული პროცესის კრიზისის მართვა ან თუნდაც ინფორმაციის ფართო მასშტაბიანი გავრცელება და ა.შ.)
ლემონსი 2011 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს ქართულ და ევროპულ ბაზარზე, როგორც ბიზნეს მხარდამჭერი ინტერნეტ მარკეტინგში.
2018 წლიდან პარალელურ რეჟიმში წარმატებულად ახორციელებს მსგავსი ტიპის საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს თანადაფინანსებით.
თანაინვესტირება - ბაზარზე არსებული საინვესტიციო კომპანიების პროდუქტები ასოცირდება წილის დათმობასთან, ფულის მიღების სანაცვლოდ. ლემონსის გუნდმა თანადაფინანსების პროექტის დანერგვით არსებული სტერეოტიპი ჩაანაცვლა ინვესტირების ახალი ხედვით.
ლემონსის 10 წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება მარკეტინგში თქვენი ბიზნესისთვის შესაძლებლობაა გახდეს უფრო მასშტაბური.
რისკების გარანტად ბიზნესს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსება აქვს.
პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში დავაფინანსებთ ყველაზე საინტერესო, აქტიურ, განსხვავებული ხედვით გამორჩეულ 10 ბიზნესს.
„თანადაფინანსების“ პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კომპანია ფუნქციონირებდეს უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში, გამოაგზავნოს განაცხადი ელექტრონულ მისამართზე investment@lemons.ge ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 45 01 01