დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობის 5 წესი

რომელიმე სფეროში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად მაღალი პროფესიონალიზმი და გამორჩეულობაა საჭირო. თანამედოვე ბაზარი მის მონაწილეებისგან  მუდმივ განვითარებას მოითხოვს, რაც ბიზნეს მესამე მხარის რესურსების დახმარების საჭიროებას უჩენს. სწორედ ეს საჭიროებები წარმოშობს დამკვეთისა და შემსრულებლის ურთიერთობას.
შემსრულებელსა და დამკვეთს შორის ბიზნეს პროცესების წარმატება მთლიანად სწორ და უწყვეტ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. 

[რას გულისხმობს სწორი კომუნიკაცია]

დამკვეთის როლში გვევლინება ადამიანი (ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს კონკრეტული მიმართულება, ასევე დამკვეთი შეიძლება იყოს უშუალოდ კომპანის დირექტორიც), რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება, რომლის შესასრულებლადაც სჭირდება მესამე მხარის რესურსი.

შემსრულებელი არის ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი), რომელიც ასრულებს დამკვეთის მიერ მიცემულ დავალებას, რომლის პირობებიც და ვადებიც წინასწარ არის განსაზღვრული მოლაპარაკებების შედეგად შედგენილ ხელშეკრულებაში.  

მოლაპარაკებების შემდეგ  დამკვეთსა და შემსრულებელს შორის იდება მომსახურების ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ორივე მხარის უფლება მოვალეობები და მათი შესრულების ვადები. 

მომსახურების ხელშეკრულება:

  • მომსახურების ხელშეკრულებით შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას გასწიოს გარკვეული მომსახურება შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ;
  • მომსახურების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე პირთა გაერთიანებებიც;
  • მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით და აღნიშნული დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე;
  • მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი მომსახურების გაწევაზე.

შენიშვნა: მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. 

დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობის 5 წესი

დამკვეთსა და შემსრულებელს შორის კომპეტენტური ურთიერთქმედების 5 ძირითადი წესი:

1. ამოცანის ნათლად და ზუსტად ფორმულირება
დამკვეთმა შემსრულებლის მოძიებამდე უნდა იცოდეს ის თუ რისი და როგორ  მიღება სურს. 
ძირითადი  მოთხოვნების გარკვევის შემდგომ უკვე იწყება შემსრულებლის მოძებნა რომლის შერჩევის შემდეგ დამკვეთმა მკაფიოდ და ლაკონურად უნდა ჩამოაყალიბოს მიზანი, ამოცანა და თქვას რისი მიღება სურს აღნიშნული თანამშრომლობისგან. 
როდესაც დამკვეთი დარწმუნდება, რომ ზუსტად გააგებინა შემსრულებელს თავისი სურვილები უკვე შეიძლება შემდეგ ეტაპზე გადასვლა. 

2. ამოცანის მიხედვით ვადების დადგენა
ამოცანის დასმის შემდეგ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ვადების განსაზღვრა. ისევე როგორც ამოცანაც, მისი შესრულების ვადა წინასწარ უნდა განისაზღვროს და გაიწეროს ხელშეკრულებაში. ეს  თავიდან გაცილებთ გაუგებრობას და კონფლიქტურ სიტუაციებს.
ამიტომაც ხელშეკრულების ხელმოწერამდე ორივე მხარე კარგად და ზედმიწევნით უნდა გაეცნოს თითოეულ პუნქტს, რათა ზუსტად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობა.  

3. ფინანსური მხარე
ამოცანის და მისი შესრულების ვადების დადგენის შემდგომ ეტაპს მისი შეფასება წარმოადგენს. 
ერთი შეხედვით ეს მარტივი პროცესია დამკვეთი შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს შემდეგ უხდის წინასწარ- ხელშეკრულებით გაწერილ თანხას.
ამ ეტაპზე შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე პრობლება:
ამოცანის არასწორი დასმა ან შესრულება და ვადების გადაცილება. 
აღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორი და მუდმივი კომუნიკაცია- სამუშაოების მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე. 

4. რისკები 
ნებისმიერ ბიზნესში ადგილი აქვს რისკებს გამონაკლისი არც დამკვეთის და შემსრულებლის ურთიერთობები წარმოადგენს. ამიტომ მათ შესამცირებლად საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორი გაცვლა. 
ასევე მნიშვნელოვნია გესმოდეთ, რომ სფეროს მიუხედავად შემსრულებლის მიერ შესრულებული და გადმოცემული დავალება  საჭიროებს მუდმივ მხარდაჭერას და განვითარებას.
მაგალითად: შემსრულებლის მიერ დამზადებული ვებ გვერდი თავისი მოვალეობის შესასრულებლად მუდმივ ტექნიკურ და მარკეტინგულ მხარდაჭერას საჭიროებს. 
ამიტომ რისკების შესამცირებლად ასევე აუცილებელია  თავიდანვე კარგად იცოდეთ, გესმოდეთ თქვენი საჭიროებები და შესაძლებლობები. 

5. შესრულებული სამუშაოს ჩაბარება
შემსრულებელი წარადგენს დამკვეთის ამოცანის მიხედვით შექმნილ პროდუქტის საბოლოო ვარიანტს, რომელიც დამკვეთმა უნდა ჩაიბაროს. ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, მაგრამ ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი პრობლემა: დამკვეთს არ მოსწონს პროდუქტის საბოლოო ვერსია და თვლის, რომ ის არ შეესაბამება მის მოთხოვნებს! 

აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ზუსტად გაიწეროს ორივე მხარის უფლება-მოვალეობები;
  • ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს მარტივი ენით, რათა ორივე მხარემ შეძლოს მისი წაკითხვა და გაგება;
  • ხელშეკრულებას არ მოეწეროს ხელი მანამ სანამ რომელიმე მხარეს მაინც არის დარჩენილი პასუხგაუცემელი კითხვები;
  • შესასრულებელი სამუშაო დაიყოს ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე მოხდეს ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა, კომუნიკაცია, რათა საბოლოო პროდუქტი შეესაბამებოდეს დამკვეთის სურვილებს- ხელშეკრულებაში დასმულ ამოცანას.  

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

დამკვეთსა და  შემსრულებელს შორის ურთიერთობის 5 წესი

სხვა სიახლეები