ჰორიზონტალური და ვერტიკალური მმართველობა

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მმართველობა წარმოადგენს კომპანიის შიგნით მმართველობის სისტემის ტიპებს, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომელთა ურთიერთობებსა და რგოლებს შორის კომუნიკაციას. ამ სისტემით იმართება ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ვინ აკონტროლებს კომპანიას და ვინ არიან პასუხისმგებელნი მის ზოგად ფუნქციონირებაზე. ზოგადად, ვერტიკალური სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციულ კორპორაციებში, ხოლო ჰორიზონტალური სისტემები ხშირად გვხვდება სტარტაპებში ან კრეატიულ ინდუსტრიებში. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ჰორიზონტალურია სისტემა, რომელშც მენეჯერები მკაფიოდ იერარქიული წესით არ პოზიციონირებენ, რაც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას თუ სამუშაო დღის მანძილზე. ეს სისტემა ხელს უწყობს უფრო ლაღ სამუშაო გარემოს, რაც ბევრი კვლევით მეტად პროდუქტიულს ხდის გუნდს.

 ვერტიკალურ სისტემაში როლები მკაფიოდ არის განაწილებული და გამოყენებულია იერარქიული კიბე, ზემოდან - ქვემოთ. არსებობენ უმაღლესი დონის მენეჯერები, შუალედური რგოლი და რიგითი თანამშრომლები. ზედა რგოლიდან მოდის მითითებები და ბრძანებები, რომლებსაც ასრულებენ ქვემდგომები. ბოლოს კი ქვედა რგოლის თანამშრომლები წარადგენენ ანგარიშს შესრულებული დავალებების შესახებ უფროსებთან.

ამრიგად, ჰორიზონტალურ სისტემას ახასიათებს:

 სტრუქტურა  უფრო ბრტყელი ორგანიზაციული სტრუქტურა ნაკლები იერარქიული დონეებით. ხაზს უსვამს თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას

კომუნიკაცია  უფრო არაფორმალური და ღიაა. ხელს უწყობს გვერდითი კომუნიკაციასა და თანასწორუფლებიან თანამშრომლობას

 გადაწყვეტილების უფრო სწრაფი მიღება, თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა და ინოვაციების გაძლიერება მრავალფეროვანი შეყვანის საშუალებით.

შეიძლება გამოიწვიოს როლებში დაბნეულობა, კონფლიქტების პოტენციალი და ანგარიშვალდებულების გამოწვევები

 ვერტიკალური სისტემა კი:

ხასიათდება მკაფიო იერარქიით. გადაწყვეტილებები მიედინება ზემოდან ქვემოთ

კომუნიკაცია ზოგადად უფრო ფორმალურია და მიჰყვება ბრძანების ჯაჭვს. ინფორმაცია იერარქიაში მაღლიდან ქვევით მოძრაობს

მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება მაღალ დონეზე და გამარტივებული მონიტორინგი

შეიძლება გამოიწვიოს ბიუროკრატია, ნელი რეაგირების დრო და დაქვეითებული თანამშრომლების მორალი, თუ ქვედა დონეები თავს დაუძლურებულად გრძნობენ

არჩევანი ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სისტემებს შორის ხშირად დამოკიდებულია ორგანიზაციის ან პროექტის სპეციფიკურ საჭიროებებზე.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია IBM იყენებს ვერტიკალური მენეჯმენტის მოდელს. IBM-ს აქვს სტრუქტურა, სადაც მკაცრად განსაზღვრულია როლები და პასუხისმგებლობები. აქედან გამომდინარე, მათთან გადაწყვეტილების მიღება ძირითადად ცენტრალიზებულია და შიდა კომუნიკაცია უფრო ფორმალურია

მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი კომპანია Ford-იც მიმართავს ვერტიკალურ მოდელს. ორგანიზაციის მართვა დიდწილად არის ცენტრალიზებული, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხდება ცენტრალურ ოფისებში, ხოლო ქვედა დონეებზე მოთავსებული თანამშრომლებისთვის დამუშავებულია მკაცრი მითითებები.

ჰორიზონტალური მმართველობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში Google-ია. Google-ს კულტურა ძალიან ღია და თანამშრომლობის დამკვიდრებულია, რაც გულისხმობს ჰორიზონტალურ მმართველობის სტრუქტურას. ეს სტრუქტურა ხელს უწყობს სწრაფი ინოვაციების განხორციელებასა და გადაწყვეტილებების თავისუფალ მიღებას.

Netflix იყენებს ანალოგიურ მოდელს. ამ მოდელში დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომელთა ურთიერთგაგებას და გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელებას, რაც  Netflix-ის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

კონსულტაციისა და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები  - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მმართველობა

სხვა სიახლეები

ტეგები: