ბრენდის პოზიციონირება: როგორ მოვხვდეთ მომხმარებლების გონებაში

თქვენი აზრით, რამდენს შოულობს მსოფლიო დონის მევიოლინე?

ჯოშუა ბელი არის ამერიკელი მევიოლინე, რომელიც უკრავს 1713 წლის სტრადივარიუსის ვიოლინოზე, რომლის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია. კარიერის მწვერვალზე ვაშინგტონ პოსტმა მას სოციალურ ექსპერიმენტში სთხოვა მონაწილეობა.

ექსპერიმენტის დროს მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე უკრავდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ვიოლინოზე  მეტროს შესასვლელთან, სადაც მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა. ერთ საათში მან 32 დოლარს გამომუშავება შეძლო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის ბოსტონის საკონცერტო დარბაზში უკრავდა სადაც  საათში 60 000 დოლარი გამოიმუშავა.

გამოდის, რომ ერთი და იგივე მუსიკოსი ერთსა და იმავე ვიოლინოზე უკრავდა ასეთი განსხვავებული შედეგით. რატომ მოხდა ასე? პასუხი ერთია პოზიციონირება. თუ პროფესიონალი მუსიკოსი ხარ, მაგრამ პოზიციონირებ, როგორც მოხეტიალე არტისტი, რომელიც მეტროში უკრავს, მაშინ შენი „მომხმარებლებიც“ შესაბამისად მოგექცევიან.

​ამ ექსპერიმენტიდან გამომდინარე ზემოთ მოცემული კითხვის პასუხი არის ერთი - მევიოლინის ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ყიდის ის თავის თავს.  

კომპანიამ ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს რა პოზიციის დაკავება უნდა მომხმარებლის გონებაში - მეტაფორების გარეშე. პროფესიონალი მუსიკოსი თუ მოხეტიალე არტისტი?  

​წარმატებული ბრენდების აღწერა მარტივია ერთი წინადადებით, ზოგის ერთი სიტყვითაც კი. რაც უფრო ნათლად გვესმის ბრენდის როლი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად მივმართავთ მას და ვაკეთებთ არჩევანს მის სასარგებლოდ.

ბრენდის პოზიციონირება

ახლა გავიგოთ, როგორ ეხმარება პოზიციონირება ბრენდს მომხმარებლის გონებაში ადგილის დამკვიდრებაში

რა არის ბრენდის პოზიციონირება?

პოზიციონირება არის კომპანიის ატრიბუტების ერთობლიობა, რომელიც პასუხობს კითხვას, თუ რატომ არის საჭირო თქვენი კომპანიისგან პროდუქტის ან მომსახურების შეძენა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბრენდის აგების პროცესი თქვენი მომხმარებლების გონებაში.

აუცილებელია თუ არა ბრენდის პოზიციონირება ?

თქვენ ყიდით ბინებს, ჩვენ ვაკეთებთ საიტებს ,სხვა ხსნის რესტორანს — ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ  პოზიციონირების გარეშე თქვენ დარჩებით ერთ-ერთ რესტორნად ათას სხვა მსგავს რესტორანს შორის — ადამიანებს არ ეცოდინებათ, რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ და არა სხვა. 

არის კიდევ ერთი მომენტი: თქვენ შეიძლება გქონდეთ სუსტი პოზიციონირება და  ბუნდოვანი შეტყობინება თქვენ კი, ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, შესაბამისად ხარჯავთ ფულს რეკლამასა და ბრენდის პოპულარიზაციაში- შედეგად კი კარგავთ ფულს და დროს.

წარმოიდგინეთ, რომ მარკეტინგი არის გამაძლიერებელი. მაგალითად: შენი იდეის შესახებ ერთ ადამიანს მოუყევი და მან ვერ გაიგო მისი არსი. მოუყევით 10 ადამიანს და არც ისინი დარჩნენ აღფრთოვანებულნი. თქვენ ჩათვალეთ, რომ პრობლემა მხოლოდ რაოდენობა იყო და არა მიწოდებული ინფორმაცია. შემდეგ თქვენ მიმართავთ მარკეტინგს და ავრცელებთ იმავე ინფორმაციას უკვე 100 000 ადამიანზე იმ იმედით, რომ თქვენ შეტყობინებას გაიგებენ, მაგრამ ეს არ იქნება ასე. 

ბრენდ

მსგავსი გაუგებრობის და ფუჭი ხარჯების თავიდან ასარიდებლად თქვენი პოზიციონირება უნდა იყოს:

ნათელი და მკაფიო,

გააზრებული,

შემოწმებული და გატესტილი. 

რას მოგცემთ გააზრებული პოზიციონირება?

კონკურენტებისგან გამორჩევა: პოზიციონირება საშუალებას გაძლევთ იყოთ გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი. 

ადამიანები შეიძლება არ მოვიდნენ თქვენთან იმის გამო, რომ უბრალოდ ბინას ყიდით, მაგრამ მოვიდნენ იმიტომ, რომ თქვენი პოზიციონირებთ, როგორც სანდო და ეკო-მეგობრული სამშენებლო კომპანია. 

ყველა კომუნიკაციის სინქრონიზაცია: საკომუნიკაციო მასალების შექმნაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები იქნებიან იმავე ტალღაზე რაზეც კომპანია, ეს დაზოგავს სხვადასხვა ღონისძიებების ბიუჯეტსა და დროს.

ჩვენ მოგვმართავენ კომპანიები, რომლებსაც სურთ სწორი პოზიციონირება და შესაბამისი კომპლექსური მარკეტინგული მომსახურება ერთ სივრცეში, ერთი მრავალფუნქციური გუნდის მიერ, რომელიც ქმნის და იზიარებს კომპანიის ღირებულებებს. 

აუდიტორიის მიერ ბრენდის აღქმის გამარტივება: ჩვენ ვიკავებთ თაროს მომხმარებლის გონებაში, როგორც: "ყველაზე იაფი", "ყველაზე სასარგებლო", "პირველი", "გემრიელი " - მსგავსი ასოციაციები საჭირო დროს უფრო მარტივი გასახსენებელია, ვიდრე რაიმე კონკრეტული სახელი ან სლოგანი.  

თუ თქვენი ბრენდი ადამიანებისთვის რაიმე დადებით ემოციასთან ასოცირდება ისინი დადგებიან რიგში, არ შეუშინდებიან ცუდ ამინდს და კონკურენტების ფონზე არჩევანს მაინც თქვენ პროდუქტზე/მომსახურებაზე შეაჩერებენ.

 როგორ მოვახდინოთ ბრენდის პოზიციონირება?

კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის კი მუდამ თქვენგვერდით მიგულეთ მე და ჩემი კომპანია.

მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები - Lemons.ge

მისამართი: წერეთლის გამზ. #117ა

ელ. ფოსტა: info@lemons.ge

ოფისი: ( 995) 032 2 45 01 01

ბრენდის პოზიციონირება: როგორ მოვხვდეთ მომხმარებლების გონებაში

სხვა სიახლეები